მარტივი ხერხები პროდუქტის სწორად ასარჩევად

რჩევები დიასახლისებს

25 მარტი 10:00, 2015 წელი

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
ხორცის, ქათმის, თევზის, ასევე, ბოსტნეულისა და თაფლის შეძენისას?

ეს მარტივი რჩევები ხარისხიანი პროდუქტის არჩევაში დაგეხმარებათ.


ხორცი:

1) ხორცის სიახლისა და ხარისხიანობის დადგენა შესაძლებელია უბრალო საშრობი ქაღალდით (მაგ., „სელპაკი“, „სოლო“...) – ახალი ხორცი საშრობ ქაღალდზე ლაქებს არ ტოვებს, საეჭვო ხარისხის ხორცის შემთხვევაში კი ქაღალდი სისხლით იჟღინთება.
2) ხორცის ვარგისიანობის შემოწმება, უბრალოდ, თითის დაჭერითაც შეიძლება. ხორცს თითი კარგად დააჭირეთ და დააკვირდით – თუ წარმოქმნილი ჩაღრმავება მაშინვე გასწორდა, ხორცი ახალი და კარგია.
3) ყურადღება მიაქციეთ ხორცის ფერს – საქონლის ხორცი მუქი წითელი უნდა იყოს; ღორის ხორცი – ვარდისფერი; ხბოს ხორცი – კიდევ უფრო ღია ვარდისფერი; ცხვრის ხორცი საქონლისას ჰგავს, თუმცა უფრო მუქი და მკვეთრი ფერი აქვს. 
4) გამომშრალმა ხორცმა შეიძლება მოვარდისფრო ან მოწითალო ქერქი გაიკეთოს და ეს სავსებით ნორმალურია. მთავარია, არ ჰქონდეს ლორწო – ხორცს ხელის გულს რომ მიადებთ, არ უნდა დაგისველდეთ.
5) დააკვირდის სუნს – ახალ ხორცს არასდროს არ აქვს მძაფრი სუნი!


ქათამი:

1) არ იყიდოთ ცოცხალი ქათამი, რომელსაც ბიბილო და ნისკარტი მოლურჯო ფერის აქვს – ეს ავადმყოფობის მაჩვენებელია.
2) გირჩევთ, არ შეიძინოთ ბებერი ფრინველი, რადგან მისი ხორცი მაგარი და უხეშია და დიდხანს ხარშვას საჭიროებს. ბებერი ქათმის კანი უხეშია და მოყვითალო ფერი დაჰკრავს. ფეხები დაფარულია უხეში ქერცლით, ხოლო ფეხის ქვედა მხარეს კანს უხეში წანაზარდები აქვს.
3) ახალგაზრდა ქათმის კანი ღია ფერისაა, ფეხები კი წვრილი, ყვითელი ქერცლით აქვს დაფარული.
4) ქათმის გულისპირი არ უნდა იყოს ძალიან ამობურცული – ეს იმის ნიშანია, რომ ქათამი ჰორმონებზეა გაზრდილი.
5) ახალ ქათამს კანი აქვს მშრალი და სუფთა. თუ კანი წებოვანია, შესაძლოა, ქათამი ავად იყო და მას ანტიბიოტიკებით უმკურნალეს.


თევზი:

თუ ახალი (ცოცხალი) თევზის შეძენა გადაწყვიტეთ, მისი კარგად დათვალიერება მოგიწევთ. ახალ თევზს:
1) თვალები ამობურცული და მკვრივი უნდა ჰქონდეს;
2) ლაყუჩები – მკვეთრი წითელი; 
3) ქერცლი – მბზინვარე.
4) ახალ თევზს, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, თევზის სუნი არ აქვს – მას ზღვის მსუბუქი არომატი დაჰკრავს;
5) კარგად დააჭირეთ თითი და დააკვირდით – თუ წარმოქმნილი ჩაღრმავება მაშინვე გასწორდა, ესე იგი, თევზი ახალია. 
თუ თევზს ლაყუჩები მონაცრისფრო ან მომწვანო აქვს, მუცელი შებერილი და კანი ლორწოთი დაფარული, მისი შეძენისგან თავი შეიკავეთ.


 


დაბოლოს:
ძალიან ნუ გაგიტაცებთ შებოლილი პროდუქტები. შებოლვის დროს წარმოქმნილმა ფისებმა შეიძლება, ორგანიზმზე კანცეროგენული ზემოქმედება მოახდინოს. შემთხვევითი არ არის, რომ გერმანიაში, სადაც უპირატესობას ასეთ დელიკატესებს ანიჭებენ, კუჭის კიბო დაავადებათა სიხშირით პირველ ადგილს იკავებს.


 
ბოსტნეული:

არ იყიდოთ:
1) მოყვითალო ფერის კომბოსტო. ახალი და ხარისხიანი კომბოსტო თეთრი ფერის, ოდნავ მომწვანო უნდა იყოს.
2) სინათლისგან დაზიანებული, გამწვანებული კარტოფილი, რადგან ასეთ კარტოფილში დაგროვებულია საწამლავი – სოლანინი.
3) ღია შეფერილობისა და მსხვილი ჯიშის ჭარხალი. ამ ჯიშის ჭარხალს ცხოველების საკვებად იყენებენ. ჭარხლის კანი უნდა იყოს დეფექტების გარეშე, ხოლო შიგთავსი არ უნდა შეიცავდეს სიცარიელეს და მკვრივ ჩანართებს.
4) სტაფილო რბილი, ლაქებით ან ნახეთქებით - ეს იმის ნიშანია, რომ შუაგული დაზიანებული აქვს. სტაფილოს რაც უფრო მკვეთრი ფერი აქვს, მასში უფრო მეტია A ვიტამინი.
5) რაც შეეხება ბადრიჯანს, ისევე, როგორც საზამთრო, „ორსქესიანია“. ჯობია, არჩევანი „მამრობით“ ნაყოფზე შევაჩეროთ, რომელსაც უკეთესი გემოვნური თვისებები და ნაკლები თესლი აქვს. „მამრობით“ ნაყოფს ბოლოზე არსებული მცირე ზომის მრგვალი ჩაღრმავებით გამოარჩევთ.




თაფლი:

როგორ გამოვიცნოთ, ნატურალურია თუ არა თაფლი?


თუ ცხელ რძეში ერთ კოვზ თაფლს ჩადებთ და რძე მაშინვე ახაჭოვდება,  ეს იმას ნიშნავს, რომ თაფლი ნატურალური არ არის – ეს ფალსიფიცირებული თაფლის ამოცნობის ყველაზე უტყუარი მეთოდია.


მწიფედ და შესანახად ვარგისად თაფლი იმ შემთხვევაში მიიჩნევა, თუ ის 18-20% წყალს შეიცავს. ამოიღეთ თაფლი კოვზით და გადააბრუნეთ – მწიფე თაფლი კოვზზე ლენტივით დაეხვევა და უწყვეტ ნაკადად დაიღვენთება, უმწიფარი კი, უბრალოდ, კოვზიდან იღვრება.


თაფლს აქვს თვისება, ჯერ შესქელდეს და შემდეგ დაკრისტალდეს. დაკრისტალებული (შესქელებული) თაფლი ცუდი არ არის, როგორც ზოგიერთები ფიქრობენ. პირიქით, კრისტალიზაციის პროცესი იმის ნიშანია, რომ თაფლში წყალი მცირე რაოდენობითაა, რაც თაფლის მაღალ ხარისხზე მიუთითებს.


ქიმიური ფანქრის მეშვეობით მოწმდება თაფლის არა ნატურალურობა, არამედ მასში წყლის შემცველობა. დაიწვეთეთ თაფლი ხელზე და ჩაუშვით მასში ქიმიური ფანქარი. თუ გაშლილი მელნის ლაქა წარმოიქმნება, ე.ი. თაფლი დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს; თუ არა – მაშინ თაფლი კარგი ხარისხისაა. თაფლს დაუმატეთ ანადუღარი ან, უკეთესია, დისტირილებული წყალი და რამდენიმე წვეთი იოდი. თუ თაფლში ფქვილი ან სახამებელია, ხსნარი მაშინვე გალურჯდება, თუ არა – ფერს არ შეიცვლის.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?