როგორ გავზომოთ პროდუქტი გრამობით, როცა სამზარეულოში სასწორი არ გვაქვს?

რჩევები დიასახლისებს

1 აპრილი 10:00, 2015 წელი

კერძის მომზადებისას, სამზარეულოში სასწორი რომც გქონდეთ, ყოველი ინგრედიენტის გრამობით აწონვა ცოტა მოუხერხებელია. შემოგთავაზებთ მარტივ ხერხებს, თუ როგორ გაზომოთ პროდუქტი გრამებში ჩაის ჭიქით, სადილის კოვზით და ჩაის კოვზით. აქვე, იმასაც გირჩევთ, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ რამე ზედმეტი მოგივიდათ.

ჩაის ჭიქაში ეტევა:
რძე - 200 გრ;
რძის ფხვნილი - 100 გრ;
ნაღები - 200 გრ;
არაჟანი - 210 გრ;
შაქარი - 200 გრ;
პურის ფქვილი - 130 გრ;
სიმინდის ფქვილი - 130 გრ;
კარტოფილის ფქვილი - 150 გრ;
დაფქული ორცხობილა - 100 გრ;
წიწიბურას ბურღული - 165 გრ;
მანანის ბურღული - 140 გრ;
ქერის ბურღული - 170 გრ;
ფეტვის ბურღული - 170 გრ;
ბრინჯი - 170;
ლობიო - 170;
ერბო - 210 გრ;
გამდნარი კარაქი ან მარგარინი - 180 გრ;
ზეთი - 190 გრ;
ტომატ-პასტა - 200 გრ;
თაფლი - 360 გრ;
კაკაო - 140 გრ.


სადილის კოვზზე ეტევა:
წყალი და რძე - 20 გრ;
ძმარი - 15 გრ;
პურის, სიმინდისა და კარტოფილის ფქვილი - 30 გრ;
რძე - 15 გრ;
დაფქული ორცხობილა - 15 გრ;
წიწიბურას ბურღული - 25 გრ;
მანანის ბურღული - 25 გრ;
ქერის ბურღული - 25 გრ;
ბრინჯი - 25 გრ;
ფეტვის ბურღული - 25 გრ;
ლობიო-25 გრ;
რძე - 20 გრ;
რძის ფხვნილი - 20 გრ;
ნაღები -18 გრ;
არაჟანი - 20 გრ;
ზეთი - 17 გრ;
გამდნარი კარაქი ან მარგარინი - 20 გრ;
ტომატ-პასტა - 25გრ;
მარილი - 30 გრ;
ჟოლო - 20 გრ;
ალუბალი - 30 გრ;
მარწყვი - 25 გრ;
მურაბა - 50 გრ.


ჩაის კოვზზე ეტევა:
პურის, სიმინდის და კარტოფილის ფქვილი-10 გრ:
დაფქული ორცხობილა - 5 გრ;
წიწიბურას ბურღული - 10 გრ;
მანანის ბურღული - 8 გრ;
ქერის ბურღული - 8 გრ;
ბრინჯი - 8 გრ;
ფეტვის ბურღული - 8 გრ;
ლობიო - 8 გრ;
რძის ფხვნილი - 5 გრ;
ნაღები - 5 გრ;
არაჟანი - 10 გრ;
ზეთი - 5 გრ;
ტომატ-პასტა - 8 გრ;
ჟოლო - 8 გრ;
ალუბალი - 8გრ;
მარწყვი - 8 გრ;
მურაბა-17 გრ.


პროდუქტების წონისა და ზომის შედარებითი მონაცემები:
1 სუფრის კოვზი = 3 ჩაის კოვზი;
2 სუფრის კოვზი = 1/8 ჩაის ჭიქა;
4 სუფრის კოვზი = 1/4 ჩაის ჭიქა;
8 სუფრის კოვზი = 1/2 ჩაის ჭიქა;
12 სუფრისკოვზი = 3/4 ჩაის ჭიქა;
16 სუფრის კოვზი = 1 ჩაის ჭიქა;
1 ჩაის ჭიქა = 1/4 ლიტრი;
2 ჩაის ჭიქა = 1/2 ლიტრი;
4 ჩაის ჭიქა = 1 ლიტრი.


ახლა კი გემოს გამოსწორების შესახებ:


თუ კერძში ზედმეტი მარილი მოგივიდათ, ამის გამოსწორებას ბრინჯის ან ფეტვის საშუალებით შეძლებთ:
ნახევარი ჭიქა ბრინჯი ან ფეტვი დაყარეთ ტილოზე ან დოლბანდზე, ტომარასავით თავი კარგად მოუკარით და რამდენიმე წუთით ქვაბში ჩაუშვით. ამის შემდეგ საჭიროა, სადილი კიდევ ერთხელ წამოადუღოთ.


ბრინჯის ან ფეტვის პარკით კერძიდან  ზედმეტი პილპილის მოცილებაც შესაძლებელია.


მიწვარ რძეს უსიამოვნო გემო დაეკარგება, თუ რძიან ქვაბს ცივი წყლით სავსე ქვაბში ჩადგამთ, ხოლო რძეს ცოტაოდენ მარილს დაამატებთ.


გამხმარი და გამაგრებული ქიშმიში უწინდებურად დარბილდება თუ ნახევარი საათით ლიმონის წვენში გააჩერებთ.


შემჟავებული ცხიმი უსიამოვნო გემოს დაკარგავს, თუ ორ თავ ხახვთან ერთად გაავადნობთ.


ამჟავებული კარაქი პირვანდელ გემოს დაიბრუნებს, თუ მთელი ღამის განმავლობაში სოდიან, ცივ წყალში დატოვებთ.


ამჟავებული ხაჭოს „გამოკეთება“ ნაწილობრივ შესაძლებელია, თუ ხაჭოს დოლბანდის 2-3 ფენაში გაავახვევთ, ფიცარზე დადებთ და ზემოდან სიმძიმეს დაადებთ. ასეთ მდგომარეობაში ხაჭო 2-3 საათით უნდა დატოვოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?