როგორ ვებრძოლოთ რთულად ამოსაყვან ლაქებს?

რჩევები დიასახლისებს

22 აპრილი 10:00, 2015 წელი

ლაქების ამომყვანი საშუალებები ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია და ზოგჯერ, ლაქასთან ერთად, ქსოვილის „მშობლიური“ ფერიც ამოყავს. აქ გაგაცნობთ ისეთ საშუალებებს, რომლებიც ეფექტურია, ხელმისაწვდომია და ქსოვილს დაზიანებისგანაც იცავს.

როგორ ამოვიყვანოთ ტანსაცმლიდან ჟანგის ლაქა?

1) ლაქაზე დაასხით ლიმონის წვენი და ცხელი უთოთი გააუთოვეთ. ეს პროცედურა გაიმეორეთ ლაქის სრულად გაქრობამდე. შემდეგ ტანსაცმელი ცივ წყალში გაავლეთ და ჩვეულებრივი მეთოდით გარეცხეთ.
2) ლითონის ჯამში ჩაასხით 1 ჭიქა წყალი და 1 სუფრის კოვზი ძმარი.
დადგით ცეცხლზე და ადუღებამდე მიიყვანეთ. ამის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ნიშადურის სპირტი და მწიკვი პურის სოდა. დალაქავებული ადგილი ჩაუშვით ამ ხნარში, ცოტა ხნით გააჩერეთ, თან ჯაგრისი უსვით. ასე გაიმეოროთ მანამ, სანამ ლაქა სრულიად არ გაქრება.  

3) აიღეთ თანაბარი რაოდენობის კბილის პასტა, დაფხვნილი ცარცი, გლიცერინი და წყალი. ერთმანეთში აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და დალაქავებულ ადგილს წაუსვით. ამ მდგომარეობაში დატოვეთ ქსოვილი მთელი ღამით. დილა ჯერ ცივ წყალში გაავლეთ და შემდეგ ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.


როგორ ამოვიყვანოთ ტანსაცმლიდან დეზოდორის ლაქები?
1) დალაქავებული ადგილი დაასველეთ, დაასხით „ფეირი“ და სქელი ქაფის წარმოქმნამდე დაამუშავეთ. ასე დატოვეთ 15-20 წუთით (ძველი ლაქის შემთხვევაში – 1 საათით) და ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.
2) სარეცხის ფხვნილისგან დაამზადეთ „ფაფა“: 2 სუფრის კოვზ სარეცხის ფხვნილს დაასხით 1 სუფრის კოვზი თბილი წყალი და კარგად მოურიეთ. „ფაფა“ წაუსვით დალაქავებულ ადგილზე და 6-8 საათის განმავლობაში ასე დატოვეთ. ამის შემდეგ ტანსაცმელი გაავლეთ ცივ წყალში და შემდეგ ჩვეულებრივი მეთოდით გარეცხეთ.
3) თუ დეზოდორის ლაქა ძალიან ძველია და ზემოჩამოთვლილი მეთოდებიდან არც ერთმა არ გაამართლა, მიმართეთ დიასახლისებში ძალიან პოპულარულ საშუალებას –  სოდას. სოდისა და წყლისგან გააკეთეთ „ფაფა“ და პრობლემურ ადგილზე კარგად წაუსვით. ასე დატოვეთ რამდენიმე წუთით. შემდეგ ჯერ – თბილი წყლითა და საპნით, მერე კი ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.
4) დეზოდორის ლაქების ამოყვანა განსაკუთრებით რთულია მუქი ფერის ტანსაცმელზე. ამ შემთხვევაში დალაქავებული ადგილი ძმრით კარგად დაამუშავეთ და მთელი ღამით დატოვეთ. დილას ქსოვილი ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ. მუქი ტანსაცმლის შემთხვევაში ეფექტურია არაყიც. დალაქავებული ადგილი, ძმრის ნაცვლად, არაყში დაასველეთ და, მთელი ღამის ნაცვლად, ერთი საათით გააჩერეთ.


როგორ ამოვიყვანოთ ქსოვილიდან ცხიმის ლაქა?

ქსოვილიდან ცხიმის ლაქის ამოსაყვანად:
1) დალაქავებულ ადგილზე ორივე მხრიდან მოაყარეთ წმინდად დაფხვნილი ცარცი. შემდეგ ორივე მხრიდან დააფინეთ სუფთა ქაღალდი და რაიმე სიმძიმე დაადეთ. ასე დატოვეთ მთელი ღამით. დილას ქსოვილი ჯერ – ცივი წყლით, შემდეგ კი ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.
2) ტანსაცმლის საყელოზე ცხიმიანი ლაქის მოსაცილებლად, დალაქავებული ადგილი ნიშადურის სპირტისა და სოდის ნაზავით გაწმინდეთ და შემდეგ გარეცხეთ.
3) ქსოვილიდან ცხიმის ამოყვანა ბავშვის ტალკითაც  შესაძლებელია.  დალაქავებულ ადგილს მოაფრქვიეთ ტალკი, დააფინეთ ქაღალდი, რომელიც ცხიმს კარგად შეიწოვს (ხელსახოცი ან ტუალეტის ქაღალდი) და საშუალო სიმხურვალის უთო რამდენჯერმე გაუსვით.
4) ცხიმის ლაქაზე მოაყარეთ საჭმლის სოდა და დალაქავებული ადგილი კარგად დასრისეთ. ასე დატოვეთ 30 წუთი. შემდეგ სუფთა ტილოთი კარგად გაწმინდეთ და ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.
5) დალაქავებულ ადგილზე დააფინეთ ქაღალდის ხელსახოცი და დაადეთ ცხელი უთო. ცხიმის ლაქა ქსოვილიდან ხელსახოცზე გადმოვა. ასე თუ რამდენჯერმე გაიმეორებთ და შემდეგ ქსოვილს გულმოდგინედ გავრეცხავთ, ცხიმის ლაქის კვალიც აღარ დარჩება.


როგორ ამოვიყვანოთ ქსოვილიდან პომადის ლაქა?
დანის წვერით მოაცილეთ ქსოვილიდან პომადა, რომელმაც ქსოვილში „ჩაჯდომა“ ვერ მოასწრო. შემდეგ დალაქავებულ ადგილას წაუსვით ზემოჩამოთვლილი ცხიმის ამომყვანი საშუალებებიდან რომელიმე და სუფთა, თეთრი ფერის ტილოთი კარგად გაწმინდეთ. პროცედურის დასრულების შემდეგ ქსოვილი ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.


როგორ ამოვიყვანოთ ქსოვილიდან წითელი ღვინო?
დალაქავებულ ადგილს მაშინვე თეთრი ღვინო დაასხით და ქაღალდის ხელსახოცით კარგად გაწმინდეთ. თუ თეთრი ღვინო ხელთ არ გაქვთ, მისი ჩანაცვლება შესაძლებელია მინერალური წყლით ან ტონიკით.


როგორ ამოვიყვანოთ ქსოვილიდან შოკოლადის ლაქა?
იმისთვის, რომ შოკოლადის ლაქა „გაადნოთ“, დაასხით რამდენიმე წვეთი ნიშადურის სპირტი და შემდეგ საპნიან წყალში გარეცხეთ.
თეთრ ტანსაცმელზე ძველი შოკოლადის ლაქების მოშორება შესაძლებელია წყალბადის ზეჟანგის („პერეკისის“) საშუალებით. დალაქავებული ადგილი ხსნარით დაამუშავეთ, დატოვეთ ასე 15-20 წუთით და შემდეგ ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.


როგორ ამოვიყვანოთ ქსოვილიდან ყავის ლაქა?
გლიცერინის, ნიშადურისა და წყლის თანაბარი ნაზავი ლაქაზე წაუსვით, ერთ დღე-ღამეს გააჩერეთ და შემდეგ გარეცხეთ.


როგორ გავწმინდოთ დალაქავებული ჭურჭელი?
ვერცხლისა და მელქიორის ჭურჭელს, ასევე, დალაქავებულ ფაიფურის ჭერჭელს კარგად წმენდს და აპრიალებს ცივი წყალისა და ნიშადურის სპირტის ნარევი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?