როგორ გავაახლოთ ცხიმის ნამწვისგან გაშავებული ტაფები?

რჩევები დიასახლისებს

29 აპრილი 10:00, 2015 წელი

ტაფაზე დროთა განმავლობაში მიმწვარი ცხიმის ლაქების მოშორება დიდ ძალისხმევასა და სპეციალურ საშუალებებს მოითხოვს. ჩვენ შემოგთავაზებთ ტაფის გასუფთავების რამდენიმე ეფექტურ მეთოდს, თუმცა, სანამ ტაფის გაწმენდის პროცედურებს დაიწყებთ, უნდა გაარკვიოთ, რა მასალისგან არის ის დამზადებული.

თითქმის ყველა ოჯახში მოიძებნება ჩვენს ბებიებში პოპულარული თუჯის ტაფა. ამ მასალით გაკეთებული ტაფის უპირატესობა ის არის, რომ არ გამოყოფს მავნე მინარევებს და გამძლეობითაც გამოირჩევა.

თუჯის ტაფისთვის პირვანდელი სახის დასაბრუნებლად:

1) მოზრდილ ქვაბში ჩაასხით 5-6 ლიტრი წყალი;
ჩაყარეთ, დაახლოებით, ორი პეშვი გახეხილი ან წვრილად დაჭრილი სარეცხი საპონი, სილიკატური წებო (ე.წ. თხევადი შუშა) და ნახევარი კოლოფი პურის სოდა.
ტაფა ჩადეთ ქვაბში და საშუალო ცეცხლზე შემოდგით.
ტაფის „გამოხარშვის" ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაბინძურების ხარისხსა და სიძველეზე. თუ ტაფა ძალიან დაბინძურებულია, მისი დუღება 2-3 საათს მაინც მოგიწევთ.
ამის შემდეგ ტაფა ქვაბიდან ამოიღეთ და გამდინარე ცივ წყალში, ლითონის სახეხის დახმარებით გააპრიალეთ. ტაფა ახალივით გახდება.
ამავე ნახარშში 5-წუთიანი წამოდუღებით შეგიძლიათ, პირვანდელი სახე დაუბრუნოთ მოძველებულ და ფერშეცვლილ დანა-ჩანგალს, კოვზებსა და პლასტმასისგან დამზადებული დანა-ჩანგლის ჩასაწყობებსაც კი.

2) თუჯის ტაფების გასახეხად ძალიან ეფექტურია ჩვეულებრივი პურის სოდა.
ტაფა წყლით დაასველეთ და კედლებზე სქელ ფენად წაუსვით სოდა. რამდენიმე საათი გააჩერეთ და ლითონის სახეხით გახეხეთ.

3) თუჯისა და ფოლადის ქვაბის გასახეხად კარგი საშუალებაა ძმრისა და ლიმონმჟავის ნაზავი.
მოზრდილ ქვაბში ჩაასხით ძმარი, ჩაყარეთ ცოტაოდენი ლიმონმჟავა და ცეცხლზე შემოდგით.
ამის შემდეგ ქვაბში ჩადეთ ტაფა და, ძმრიან ხსნართან ერთად, რამდენიმე წუთის განმავლობაში ადუღეთ.
შემდეგ ქვაბიდან ამოიღეთ და ლითონის სახეხით გახეხეთ. გაითვალისწინეთ, რომ ძმრის დუღილი სახლში საკმაოდ არასასიამოვნო სუნს დააყენებს.

4) თუჯის ტაფის გასუფთავების კიდევ ერთი მეთოდი:
ტაფა ძმრისა და ნიშადურის სპირტის ნაზავში ჩადეთ და მთელი ღამის განმავლობაში გააჩერეთ (სუნმა რომ არ შეგაწუხოთ, შეგიძლიათ, ქვაბს, ნაგვის დიდი ცელოფანი შემოახვიოთ) დილას კი გამდინარე წყალში ლითონის სახეხით გააპრიალეთ.
გაითვალისწინეთ, რომ ფოლადის ტაფების გასუფთავებისას, ლითონის სახეხის ნაცვლად, უმჯობესია ჯაგრისის გამოყენება, რათა ტაფის ზედაპირი არ დაიკაწროს.

ტეფლონის საფარიანი ტაფები ძალიან მოსახერხებელია, რადგან საჭმელს არ იკრავს და ადვილად იწმინდება. ტეფლონის საფარი ცხიმის ნამწვს გაჩენის საშუალებას არ აძლევს, ამიტომ მისი გაწმენდა ძალიან ადვილია: ტაფა 15-20 წუთით ჩადეთ ცხელ წყალში, რომელშიც 2-3 სუფრის კოვზი სოდაა დამატებული. შემდეგ კი გამდინარე წყალში ღრუბლით კარგად გარეცხეთ.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტეფლონის საფარიანი ტაფების ლითონის სახეხით გახეხვა. ლითონის სახეხმა შეიძლება საფარი დააზიანოს და დაზიანების ადგილას ტაფა საჭმელს აუცილებლად მიიკრავს.
კერამიკული ტაფები ნაზი ზედაპირით გამოირჩევა, ამიტომ დაზიანების გამოსარიცხად, უმჯობესია, სპეციალური მოვლის საშუალებებით ისარგებლოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?