რა უნდა გავაკეთოთ, რომ აგარაკიდან დაბრუნებულს სახლში მტვრიანი ხალიჩა არ დაგვხვდეს?

რჩევები დიასახლისებს

10 ივნისი 10:00, 2015 წელი

თუ დროულად და სწორად არ მოუვლით, ლამაზ და ფუმფულა ხალიჩას, რომელიც თქვენს სახლში სიმყუდროვეს ქმნის, უამრავი პრობლემის შექმნაც შეუძლია.


მაგალითისთვის ალერგიული დაავადებებიც კმარა. როგორ მოვუაროთ ხალიჩას ისე, რომ პირვანდელი სახე შეინარჩუნოს და მტვრის ბუდედ არ იქცეს?

ახალ ხალიჩას, დაახლოებით, ნახევარი წლის განმავლობაში გაწმენდა არ სჭირდება, სანამ ბეწვი არ დატკეპნება. 

ოჯახურ პირობებში სასურველია, ხალიჩა, გარეცხვის ნაცვლად, გაიწმინდოს ან გაიბერტყოს. მტვერსასრუტის პირობებში ხალიჩის მოვლა გაცილებით მარტივია. კვირაში ერთხელ ხალიჩა მტვერსასრუტით ორივე მხრიდან უნდა გაიწმინდოს – ჯერ უკუღმა და შემდეგ წაღმა მხრიდან. თუ მტვერსასრუტი არ გაქვთ, მაშინ ხალიჩის გასაწმენდად მსხვილი ჯაგრისი ან ცოცხიც გამოდგება, ოღონდ ამ შემთხვევაში წინასწარ დასველებულ და კარგად გაწურულ ტილოში უნდა გაახვიოთ.

სასურველია, ხალიჩა პერიოდულად დაიბერტყოს, მაგრამ აქაც გარკვეული წესებია დასაცავი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დასაბერტყი ხალიჩის  სარეცხის დასაფენ თოკებზე გადაფენა, რადგან ეს მის სტრუქტურას არღვევს. ხალიჩა უნდა გადაკიდოთ სპეციალურ ხარიხაზე და ორივე მხრიდან სპეციალური საბერტყელათი ან მსხვილი წკეპლით დაბერტყოთ. განსაკუთრებით კარგად უნდა დაიბერტყოს უკუღმა მხრიდან. ამის შემდეგ სველი ცოცხით ან ჯაგრისით ჩამოწმინდეთ და სახლში შეიტანეთ.

ზამთარში ხალიჩა კარგად იწმინდება მშრალი თოვლით. თუ თოვლი სველია, ხალიჩის გასაწმენდად არ გამოდგება. ხალიჩა წაღმა მხრიდან დაფინეთ სუფთა თოვლზე და უკანა მხრიდან საბერტყელათი დაბერტყეთ. იგივე გაიმეორეთ უკუღმა მხრიდანაც. ამის შემდეგ ხალიჩა სუფთა, ნოტიო ჩვრით გაწმინდეთ და სახლში შეიტანეთ.

ხალიჩის გაწმენდა შესაძლებელია სველი მარილით, სველი ნახერხით ან გამოყენებული ჩაის ფერითაც. ამათგან  ერთ-ერთი ხალიჩას მოაყარეთ და ტარიანი ჯაგრისი დახმარებით კარგად წაუსვით. შემდეგ ჭუჭყიანი მასა გადაყარეთ და ახალი მოაყარეთ. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე. 

უკეთეს შედეგს მიიღებთ, თუ ნახერხს ცოტაოდენ საპნის ფხვნილს და ბენზინს შეურევთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ბენზინი ადვილად აალებადი ნივთიერებაა და ეს პრცედურა ცეცხლისგან მოშორებით უნდა ჩაატაროთ. გაწმენდის შემდეგ ხალიჩას ნახერხის და მარილის ნარჩენები მტვერსასრუტით მოაცილეთ. 

ხალიჩის გაწმენდა შესაძლებელია ძმრიანი წყლითაც. ჭუჭყის მოცილების გარდა, ძმარი ხალიჩას ხასხასა ფერების შენარჩნებაში დაეხმარება.

ხალიჩიდან ცხიმიანი ლაქების მოსაცილებლად დალაქავებულ ადგილს კარგად წაუსვით სარეცხის ფხვნილისა და ბენზინისგან დამზადებული ფაფა. მთელი ღამით დატოვეთ და დილას ცხელ წყალში დასველებული ჩვრით გაწმინდეთ. ცხიმიანი ლაქების ამოყვანა ბენზინში არეული ნახერხითაც შეიძლება. ეს მასა უნდა დავაყაროთ დალაქავებულ ადგილას და ნახევარი საათის შემდეგ ამოვწმინდოთ. წმენდა ცეცხლიდან მოშორებით უნდა ხდებოდეს.



ხალიჩიდან მელნის ლაქების ამოყვანა შესაძლებელია ლიმონის მჟავაში დასველებული ნაჭრით. ნაჭერი რამდენჯერმე უნდა შეცვალოთ. ამოწმენდილი ადგილი კი ჯერ საპნიანი, შემდეგ კი სუფთა წყლით გაწმინდოთ.

ძალიან დაბინძურებული ხალიჩა ჩაალბეთ ნიშადურის სპირტიან ან სოდიან წყალში. შემდეგ წყლიდან ამოიღეთ და გაწმინდეთ საპნიან წყალში დასველებული ჯაგრისით. თუ ხალიჩის გარეცხვა გარდაუვალია, ჯერ თბილ და შემდე ცივ გამდინარე წყალში გარეცხეთ. კარგი იქნება, თუ რეცხვის დასრულების შემდეგ ძმრიან წყალში დასველებულ ტილოს გადაუსვამთ (1 ვედრ წყალზე 1 ჭიქა ძმარი).



გაწმენდილი ან დაბერტყილი ხალიჩა „იბრწყინებს“, თუ პროცესის დასრულების შემდეგ ეთილის სპირტში დასველებულ ღრუბელს გადაუსვამთ.

ხშირად, ხალიჩის კიდეები იპრიხება და ფრთხილად თუ არ გაიარეთ, შეიძლება ფეხიც წამოკრათ. ეს რომ თავიდან აიცილოთ, ხალიჩის კიდეებთან, უკანა მხრიდან ნემსით და ძაფით მიამაგრეთ მუყაოს ნაჭერი. ხალიჩა იატაკზე თანაბრად დაეფინება და ფეხს აღარავინ წამოკრავს. 

ხალიჩის აპრეხილი კიდეების გასწორება სხვა ხერხითაც შეიძლება: აიღეთ ცელოფნის ორი ნაჭერი და სველი ჩვარი. ხალიჩას ძირს დაუფინეთ ცელოფანი.ზემოდან დააფინეთ ჯერ სველი ჩვარი, შემდეგ ხალიჩის კუთხე. ხალიჩას ზემოდანაც სველი ჩვარი და ცელოფანი დააფინეთ და რაიმე სიმძიმე დაადეთ. ორი-სამი დღის შემდეგ ხალიჩის კუთხე გასწორდება.  

თუ ხალიჩას ალაგ-ალაგ ბეწვი გასცვივდა, შეარჩიეთ შესაფერისი ფერის ძაფები და ორნამენტების მიხედვით ამოკემსეთ. ეცადეთ, რომ ძაფს წაღმა პირიდან ჰქონდეს მარყუჟები, რომელიც ბოლოს მაკრატლით უნდა ააჭრათ და რესტავრირებული ადგილი გადავარცხნოთ.

თადარიგი დაიჭირეთ, რომ ზაფხულის შვებულებიდან დაბრუნებულს ხალიჩა დამტვრიანებული არ დაგხვდეთ. ამისთვის ხალიჩაზე დააფინეთ გაზეთები, მოაწყვეთ ნაფტალინიანი პარკები და რაც შეიძლება მჭიდროდ გადაახვიეთ (უკეთესი იქნება, თუ ხის ჯოხზე დაახვევთ). გარედან კი, ასევე, მჭიდროდ შემოახვიეთ ქაღალდი, რათა მტვერმა შიგნით ვერ შეაღწიოს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?