ჰაერღუმელის საიდუმლოებები, რომლებიც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს

რჩევები დიასახლისებს

17 ივნისი 10:00, 2015 წელი

ზოგიერთ ღუმელს არ აქვს ტემპერატურის გამზომი მოწყობილობა, არადა ფაფუკი ნამცხვრის გამოსაცხობად ტემპერატურის რეჟიმის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. მიმწვარი ცხიმი და ცომი კი უმჯობესია, ნატურალური საშუალებებით მოაცილოთ.

 

ჩვენ გასწავლით მეთოდებს, რომელთა დახმარებითაც ჰაერღუმელში ტემპერატურის გაზომვას სპეციალური თერმომეტრის გარეშე მოახერხებთ:
თეთრი ქაღალდის ნაჭერი ჩართულ ჰაერღუმელში 10 წუთით მოათავსეთ და:
თუ გაყვითლდა, ტემპერატურა, დაახლოებით 100-125 გრადუსს არ აღემატება; თუ ღია ყავისფერი გახდა, ჰაერღუმელში ტემპერატურა 125-180 გრადუსია;
თუ გაყავისფრდა 1-2 წუთში, ჰაერის ტემპერატურა 180-225 გრადუსია;
თუ გაყავისფრდა უფრო სწრაფად,15-30 წამში, ღუმელში ტემპერატურა 225-275 გრადუსს აღწევს.


ჰაერღუმელში ტემპერატურის გაზომვა ასევე შაქრის ნატეხით არის შესაძლებელი:
ქაღალდის ნაჭერზე დადეთ შაქრის ნატეხი და ჰაერღუმელში შედგით.
შემდეგ ნელ-ნელა მოუმატეთ ტემპერატურას.
შაქარი რომ დნობას დაიწყებს, ტემპერატურა, დაახლოებით 180%–ია.
სწორედ ამ ტემპერატურაზე ცხვება ნამცხვრების უმეტესობა.


დიასახლისების უმეტესობისთვის ჰაერღუმელის გაწმენდა ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო საქმიანობაა, რადგან მიმწვარი ცხიმის წვეთებისა და ცომის მოცილება არც ისე ადვილია. არადა, ღუმელი დიდხანს რომ გემსახუროთ, მისი პერიოდულად გაწმენდა აუცილებელია.


სუპერმარკეტებში გაზისა თუ ელექტროღუმელის საწმენდი ბევრი სპეციალური საშუალება იყიდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ყველა მათგანი საშიშ, ქიმიურ რეაქტივებს შეიცავს, ბევრი დიასახლისი უპირატესობას ნატურალური წმენდის საშუალებებს ანიჭებს.
ჩვენ ნატურალური საშუალებებით ღუმელის წმენდის რამდენიმე მეთოდს შემოგთავაზებთ, ხოლო მათ შორის არჩევანი თქვენი გასაკეთებელია.
მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ: ლიმონი, ძმარი, საჭმელი სოდა, ჭურჭლის სარეცხი საშუალება, ამიაკი, ტილო, ღრუბელი და რეზინის ხელთათმანები.

ერთმანეთს შეურიეთ სოდა და ძმარი პროპორციით 1:2-ზე. 
დაუმატეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალების რამდენიმე წვეთი და იმდენი წყალი, რომ პასტის კონსისტენციის ნაზავი გამოვიდეს. 
გამოიყენეთ ეს შემადგენლობა ღუმელის გასაწმენდად, როგორც შიგნიდან, ისე გარედან.
ჰაერღუმელის გაწმენდა უნდა დაიწყოთ შიგნიდან. 
თუ შიდა მხარე დაფარულია სპეციალური ემალით, რომელიც ცხიმს „ირეკლავს“, კამერის გაწმენდას მხოლოდ სველი ტილოთი ან ღრუბლითაც მოახერხებთ.  
თუ თქვენი ჰაერღუმელის შიდა მხარე ჩვეულებრივი ემალითაა დაფარული, უკეთესი იქნება, სხვა მეთოდს მიმართოთ:
კამერის ძირში დადგით მეტალის ჯამი წყლისა და ჭურჭლის სარეცხი საშუალების ნაზავით. ღუმელი 100 გრადუსზე  ჩართეთ და ნახევარი საათი ასე გააჩერეთ. 
ამ ხნის განმავლობაში კამერის კარი არ გამოაღოთ. 
წყლის ორთქლი ყველაზე ძნელად მოსაცილებელ ცხიმებსაც ამოიყვანს. ჰაერღუმელის გამორთვისა და განიავების შემდეგ, კამერის ორთქლით დამბალი კედლები ცხელ წყალში დასველებული ღრუბლით ან ტილოთი ჩამოწმინდეთ.
ჰაერღუმელის შიდა კამერის გაწმენდის შემდეგ შეგიძლიათ, სამზარეულო ნიჟარაში გარეცხოთ მეტალისგან დამზადებული ბადეები და ტაფები. 
თუ ღუმელის წინა პანელს სახელურები ეხსნება, მოხსენით და ერთი საათით ჩაალბეთ წყალში გახსნილ ჭურჭლის სარეცხ საშუალებაში. მერე კი ჯაგრისით კარგად გარეცხეთ.
თუ ღუმელის კამერა ძალიან არ არის დაბინძურებული, გადაჭრილი ლიმონის ნაჭრითაც გაიწმინდება.
ძალიან დაბინძურების შემთხვევაში კი ჰაერღუმელი გაახურეთ და გაწმინდეთ ნაზავისგან, რომელიც ერთი წილი წყლისა და სამი წილი ძმრისგან შედგება. 
ეს ხსნარი ერთდროულად მოაშორებს ცხიმის ნამწვსაც და არასასიამოვნო სუნსაც. ძმრის ნაცვლად შეგიძლიათ, საჭმლის სოდა გამოიყენოთ.
თუ ღუმელის კამერას მიმწვარი ცხიმისა და ცომის ნაწილები არ შორდება, მაშინ ამიაკის გამოყენება მოგიწევთ. 
ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები, გაიკეთეთ დამცავი სათვალე და წინასწარ გათავისუფლებულ ღუმელის კამერაში შედგით პატარა ჯამში ჩასხმული ნახევარი ჭიქა ამიაკი. ასე დატოვეთ მთელი ღამით. 
დილას კამერის კარი გამოაღეთ, ღუმელი გაანიავეთ (შეეცადეთ, ამიაკი არ ჩაისუნთქოთ) და შემდეგ ნებისმიერი ჭურჭლის სარეცხი საშუალებით გამორეცხეთ. 



 
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?