რამდენიმე რჩევა ნატის ფეხსაცმლის გასაწმენდად

რჩევები დიასახლისებს

1 ივლისი 10:00, 2015 წელი

კოკო შანელი ამბობდა, რომ ნატის (ზამშეს) ფეხსაცმელი მამაკაცის გემოვნებაზე მეტყველებს, ხოლო ქალს განსაკუთრებულ გრაციოზულობას ანიჭებსო. ჩვენ კი დავძენთ, რომ ნატი ზარმაცებისთვის არ არის, რადგან ის განსაკუთრებულ მოვლას და ყურადღებას საჭიროებს.

მაღალხარისხოვანი ნატი მიიღება ირმის, ლოსის, თხის და სხვა წვრილფეხა რქოსანი ცხოველის ტყავისგან. 
გამოირჩევა განსაკუთრებული სირბილითა და ელასტიკურობით. 
ფორების წყალობით, კარგად ატარებს ჰაერს. 
ნატი ატარებს წყალსაც, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე, რის შემდეგაც წყალგაუმტარი ხდება. 


არსებობს ხელოვნური ნატიც, წარმოების ორგვარი მეთოდით - ნაქსოვი და არანაქსოვი.
ნაქსოვი მეთოდის მასალა ძალიან ძვირად ფასობს, მაგრამ მაღალი ხარისხისაა.
ხელოვნური ნატი ირეცხება და, თქვენ წარმოიდგინეთ, უთოვდება კიდეც - რეცხვა შესაძლებელია 40 გრადუსით, ხოლო გაუთოება - 110 გრადუსით.
ერთადერთი აკრძალვაა, რომ წმენდისას არ გამოიყენოთ ნავთობპროდუქტებზე დამზადებული გამხსნელები ან მათეთრებლები. ამ შემთხვევაში საუკეთესო საშუალებაა ჩვეულებრივი თხევადი საპონი.


ნატის ფეხსაცმელი ზამთარში გაცილებით ადვილად მოსავლელია, ვიდრე ზაფხულში, რადგან ზაფხულში ჰაერში მეტი მტვერია და, სულ რაღაც, ორსაათიანი სიარულის შემდეგ, ფეხსაცმელი შეიძლება, მტვრის ფენამ დაფაროს.
მტვრის მოსაცილებლად ფლანელის ნაჭერი გამოგადგებათ: 
ფეხსაცმელი ნაჭრით ფაქიზად გაწმინდეთ და თუ აუცილებელია, გარეცხეთ.

ამისთვის, მცირეოდენი თხევადი საპონი, თბილი წყალი და ნიშადურის სპირტი დაგჭირდებათ (პროპორცია 1:5). დაასველეთ ღრუბელი ამ ნაზავში და ფეხსაცმელს ფაქიზად უსვით.
ამის შემდეგ გაწმინდეთ მხოლოდ წყალში დასველებული ფლანელის ნაჭრით.
ბოლოს მშრალი ნაჭრით გასაშრობად დააწყვეთ.
თუ მტვრის მოცილების ამ მეთოდმა არ გაამართლა, მაშინ მიმართეთ „ორთქლის აბაზანის“ მეთოდს:
ფეხსაცმელი რამდენიმე წუთით გააჩერეთ მდუღარე წყლის ორთქლზე და შემდეგ ჯაგრისით მსუბუქად გაწმინდეთ.  
თავად დარწმუნდებით, რომ ფეხსაცმელი პირვალდელ სახეს დაიბრუნებს.



ნატის ფეხსაცმლისთვის ჭუჭყის მოცილება ფორებიანი უხეში ღრუბლით შესაძლებელია.
გაწმინდეთ ფეხსაცმელი ღრუბლით და დაფარეთ გამწმენდი ქაფით, რომელიც ფეხსაცმელზე ჭუჭყის ნასახსაც არ დატოვებს.


ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ზამშის ფეხსაცმელს ზამთარში ექმნება, ისაა, რომ ნოტიო ამინდში მას მარილი აფუჭებს, რომელსაც თავადვე გამოყოფს.
გარდა იმისა, რომ თეთრ ლაქებს ტოვებს, მარილი მასალის სტრუქტურასაც არღვევს.
ფეხსაცმელზე მარილის ლაქების გაქრობა შესაძლებელია სპეციალური სპრეი-საღებავით.
არ დაგავიწყდეთ, რომ მაღაზიებში იყიდება ზამშიდან მარილის გამოყოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალებებიც. ესაა ნესტისგან დამცავი სპეციალური კრემები, რომლებიც უმკლავდებიან წყალსაც და თოვლსაც და მასალას მარილის გამოყოფისგან იცავენ.


ახალი ნატის ფეხსაცმელისთვის „იმუნიტეტის“ გამოსამუშავებლად, საჭიროა მისი დამუშავება სპეციალური ნანო-სპრეით, რომელიც ზამშის ზედაპირზე წარმოქმნის ნესტის, თოვლის, ჭუჭყისა და ქიმიური რეაგენტებისგან დამცავ ფენას. ასეთი მეთოდით დამუშავებული ფეხსაცმელი ნაკლებად დაისვრება და ყველაზე ცუდ ამინდშიც კი წყალგაუმტარი იქნება. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, პროცედურა სამჯერ უნდა გაიმეოროთ: შეაფრქვიეთ ნატის ფეხსაცმელს აეროზოლი,  გაშრობა აცადეთ და ასე გაიმეორეთ კიდევ ორჯერ.




ნატის ფეხსაცმლიდან მტვრისა და ჭუჭყის მოსაცილებლად, კარგი საშუალებაა ასევე კომპაქტური რეზინის ან კაუჩუკის ჯაგრისი, რომლის ტარება ჩანთითაც შეიძლება.


გახსოვდეთ, რომ ნატის ფეხსაცმელი კარგად იწმინდება სპირტისა და წყლის ნაზავში დასველებული ბანმის ტამპონით. პროპორცია: ერთი ერთზე. 


ექსტრემალურ სიტუაციებში შეიძლება გამოიყენოთ კარგად გამოცდილი ხალხური მეთოდი:
გაწმინდეთ დაბინძურებული ადგილი ჭვავის პურის ქერქით და რამდენიმე წუთით გააჩერეთ.
მთავარია არ დაგავიწყდეთ, რომ ნატის ფეხსაცმელი იწმინდება მხოლოდ მშრალ მდგომარეობაში!


წყლისგან დამცავი სპრეის გარდა, ნატის ფეხსაცმელის მფლობელებს აუცილებლად დასჭირდებათ ფერის აღმდგენი აეროზოლი-საღებავი, რომელიც ამავდროულად გაუხეშებულ ზედაპირაც არბილებს.

თუ გინდათ, რომ ყავისფერი ზამშის ფეხსაცმელს გახუნებული ფერი აღუდგინოთ, უბრალოდ გაწმინდეთ ის ყავის ნალექითა და ჯაგრისით.


ზამთრის თუ ზაფხულის სეზონის დასრულებისას კარგად გაწმენდილი ნატის ჩექმები თუ ღია ქოშები შეინახეთ ქსოვილისგან შეკერილ პარკებში.


თუ ჩექმის ან ფეხსაცმლის წვერებმა პრიალი დაიწყო:
1 ჩაის კოვზი სოდა გახსენით 1 ჭიქა თბილ წყალში და დაზიანებული ადგილი ამ ხსნარით გაწმინდეთ.
არსებობს მეორე მეთოდიც: ნახევარი ჭიქა წყალი და მეოთხედი ჭიქა ძმარით დაამუშავეთ პრობლემური ადგილები და შემდეგ სუფთა წალში ოდნავ დასველებული ფლანელის ნაჭრით გაწმინდეთ. ეს მეთოდი მშვენივრად აახლებს ნატის მასალას.


თუ ნატის ფეხსაცმელზე ცხიმის ლაქები გაჩნდა, მოაფრქვიეთ ტალკი და რამდენიმე საათით ასე დატოვეთ.
ტალკის მოცილების შემდეგ გამწმინდეთ უხეში ღრუბლით ან ჯაგრისით.


როგორ გავაშროთ ნატის ფეხსაცმელი?
ჩვეულებრივ, ნატის ფეხსაცმლიდან ნესტის გაქრობას 20 საათი მაინც სჭირდება.
აკრძალულია ნატის გაშრობა გამათბობელი ხელსაწყოების სიახლოვეს, რადგან ეს ნატის მასალას აუხეშებს. ფეხსაცმელი აუცილებლად უნდა გააშროთ ოთახის ტემპერატურაზე.
ეფექტის დასაჩქარებლად, ჩაალაგეთ ფეხსაცმელში ან ჩექმაში დაჭმუჭნული გაზეთები. ისინი ნესტსაც შეიწოვენ და ფეხსაცმელს ფორმასაც შეუნარჩუნებენ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?