კონსერვირება ოჯახურ პირობებში - თეთრი ბალი, ჟოლო, საზამთრო, ატამი

რჩევები დიასახლისებს

8 ივლისი 10:00, 2015 წელი

საკუთარი გემოვნებით შერჩეული ხილისგან ოჯახურ პირობებში, კონსერვანტების გარეშე დამზადებული მურაბა და ჯემი რომ ძალიან გემრიელი და სასარგებლოა, ეს ყველამ კარგად იცის. ამიტომ, დროს ნუ დაკარგავთ, სხვადასხვა ზომისა და ტევადობის ქილები მოიმარაგეთ და საქმეს შეუდექით.

თეთრი ბლის მურაბა ნიგვზით ან თხილით


შემადგენლობა:

6 კგ. თეთრი ბალი
6 კგ. შაქარი
500 გრ. გარჩეული ნიგოზი ან თხილი  
1 ცალი ლიმონი და გემოვნებით ვანილი
12 ჭიქა წყალი


მომზადება:
ბალი გადაარჩიეთ. ყუნწები და დაზიანებული ნაყოფი  მოაცილეთ და კარგად გარეცხეთ. 
სპეციალური მოწყობილობით ან ჩვეულებრივი თმის სარჭის დახმარებით კურკები გამოაცალეთ და კურკის ნაცვლად, თითოეულში მოხალული და კანგაცლილი თხილისა და ნიგვზის ნაჭრები ჩადეთ. 
ამის შემდეგ, შაქარს დაასხით 12 ჩაის ჭიქა წყალი და სიროფი მოხარშეთ. 
გამზადებული ბალი ჩაყარეთ სიროფში და მოხარშეთ ჩვეულებრივი წესით. 
ხარშვის პროცესში ჩაუმატეთ წვრილად დაჭრილი ლიმონი და ბოლოს ვანილი.


 


ჟოლო ცოცხლად შაქრით


შემადგენლობა:
1 კილოგრამი ტყის ან ბაღის ჟოლო
შაქარი - 200 გრამი ბაღის ჟილოსთვის, 400 გრამი ტყის ჟოლოსთვის.

მომზადება:
გადარჩევისას ჟოლოს ნაყოფს მოაცალეთ ყუნწები და ჯამის ფოთოლაკები. 
თუ ნაყოფი სუფთაა და საღი, უმჯობესია, არ გარეცხოთ.
მომზადებული კენკრა ფენა-ფენა მოათავსეთ ქილებში და ასევე ფენა-ფენა მოაყარეთ შაქარი. 
ქილები პერიოდულად შეანჯღრიეთ, რათა კენკრა კარგად „დაჯდეს“.
დააცადეთ, სანამ წვენს გამოუშვებს და გაასტერილეთ - ნახევარლიტრიანი ქილები 20 წუთით, ლიტრიანები 25 წუთით და სამლიტრიანები 30 წუთით.


 


საზამთროს მურაბა


გემრიელი და ხრაშუნა საზამთროს მურაბის მოსამზადებლად, პირველ რიგში, მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ. ამის შემდეგ დაგჭირდებათ:
1 კგ. საზამთროს კანი
1,2 კგ. შაქარი 
9 ჩაის ჭიქა წყალი
1 ჩაის კოვზი სოდა.


მომზადება:
საზამთროს კანებს მოაცილეთ შიდა წითელი და გარეთა მწვანე ფენა და კარგად გარეცხეთ. 
ფიგურული დანით დაჭერით თქვენთვის სასურველი ფორმის ნაჭრებად და თითოეული ნაჭერი ჩანგლით დაჩხვლიტეთ. 
სოდა გახსენით 1 ჭიქა ცხელ წყალში და დაუმატეთ 5 ჭიქა წყალი. 
სოდიან წყალში, დაახლოებით, 4 საათით ჩააწყვეთ საზამთროს ნაჭრები. 
ამის შემდეგ, წყალი გადაღვარეთ და საზამთროს კანები გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ. 
სოდა რომ მთლიანად მოსცილდეს, კანები ნახევარი საათით სუფთა წყალში დატოვეთ. 
ამასობაში გაამზადეთ სიროფი - შაქრის ნახევარი - 600 გრამი - ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით 3 ჭიქა წყალი და ადუღეთ 10-15 წუთი. 
სიროფში ჩააწყეთ გარეცხილი საზამთროს კანები. 
ადუღეთ საშუალო ცეცხლზე, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში და შიგადაშიგ ურიეთ. 
შემდეგ გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და, დაახლოებით, 8-10 საათი დატოვეთ. 
ამის შემდეგ ქვაბი ისევ დაადგით ცეცხლზე, დააყარეთ დარჩენილი 600 გრამი შაქარი და 20-30 წუთით ადუღეთ. 
ამ დროის გასვლის შემდეგ ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და ისევ 8-10 საათით დატოვეთ. 
მესამე, ნახევარსაათიანი ხარშვა მურაბისთვის საბოლოო იქნება. 
ხარშვის პერიოდში შეგიძლიათ, მურაბას დაუმატოთ ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა და გემოვნებით ვანილი. 
ცეცხლიდან მესამედ და საბოლოოდ გადმოდგმის შემდეგ, მურაბას ლიმონის და ფორთოხლის ქერქები მოაცილეთ,12 საათის განმავლობაში კარგად გააცივეთ და წინასწარ გასტერილებულ ქილებში მოათავსეთ, ისე, რომ საზამთროს კანებს მთლიანად სიროფი ფარავდეს. 
დახუფეთ და მშრალ, გრილ ადგილზე შეინახეთ.


ატმის ჯემ

იგი საკმაოდ ადვილი მოსამზადებელია. შეგიძლიათ, დაზიანებული ან გადამწიფებული ნაყოფიც გამოიყენოთ, მთავარია, ლპობა არ ჰქონდეს
დაწყებული.  


შემადგენლობა:
1.5 კგ. ატამი
1.5 კგ. შაქარი
1 ჭიქა წყალი 

მომზადება
ატამი კარგად გარეცხეთ და კურკები გამოაცალეთ (გაფცქვნა აუცილებელი არ არის). 
შემდეგ დაჭერით ზომიერ ნაჭრებად და  ქვაბში ჩაყარეთ. 
დაასხით წყალი და 15 წუთი დაბალ ცეცხლზე ადუღეთ. 
გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან, შეაგრილეთ და მოთუთქმული ატამი ნახვრეტებიან ჯამში გახეხეთ. 
მიღებული ფაფა აწონეთ ან გაზომეთ ლიტრობით. 
1 ლიტრ ან 1  კილოგრამ მოთუთქული ატმის მასას უნდა დაუმატოთ 1 კილოგრამი შაქარი. 
ამის შემდეგ ჯემი დაბალ ცეცხლზე დაადგით და ხის კოვზით პერიოდულად ურიეთ, თან ზედაპირზე გამოჩენილი ქაფი მოაცილეთ. 
ჯემის ხარშვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ატმის სიმწიფის ხარისხსა და წვნიანობაზე. 
ხარშვის საორიენტაციო დრო 20 წუთიდან ნახევარ საათამდეა. 
რაც უფრო მეტ ხანს გააჩერებთ ჯემს ცეცხლზე, მით უფრო მუქი და სქელი გამოვა. 
გამზადებული ჯემი ცხელ-ცხელი ჩაასხით წინასწარ გასტერილებულ ქილებში და მეტალის სახუფავით დახუფეთ.


 



გასტერილების წესი:

ქილები ცხელი წყლით კარგად გარეცხეთ. 
გარეცხილი ცარიელი ქილები პირქვე მოათავსეთ სუფთა ტილოზე, რომ კარგად შეშრეს. 
მაღალი ქვაბის ძირში ჩააფინეთ რამდენიმე ფენა სუფთა ტილო - გაითვალისწინეთ, რომ ქვაბი ქილებზე 10-15 სანტიმეტრით მაღალი მაინც უნდა იყოს. 
გასასტერილებელი ქილები ქვაბში ისე ჩააწყეთ, რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს. 
ქვაბში ჩაასხით იმდენი წყალი, რომ ქილების შუა ნაწილს ასცდეს. 
წყლის ადუღებიდან 5 წუთში ქილები სპეციალური ამოსაღებით ამოიღეთ, ჩაასხით გამზადებული მურაბის ან ჯემის მასა და მაშინვე მოხუფეთ. 
მოხუფვის დროს აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, რათა ქილებში ჰაერმა არ შეაღწიოს. 
მოხუფული ცხელი ქილები გასაციებლად თავდაღმა დააწყეთ - თუ ქილიდან სითხემ გამოჟონა ან თავსახური ამოიბერა, ესე იგი, სტერილიზაცია ცუდად არის ჩატარებული და უნდა გაიმეოროთ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?