როგორ შევინახოთ მწვანილი და ბოსტნეული ზამთრისთვის?

რჩევები დიასახლისებს

22 ივლისი 10:00, 2015 წელი

თადარიგიანი დიასახლისები ზამთრისთვის საჭირო მწვანილის გარკვეულ რაოდენობას ზაფხულიდან იმარაგებენ, ვინაიდან, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ბაზრებსა და მაღაზიებში ახალი მწვანილის რაოდენობა იკლებს, ხოლო ფასი რამდენჯერმე მატულობს.

ზამთრისთვის მწვანილის შენახვის რამდენიმე გზა არსებობს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, პროცედურის დაწყებამდე აუცილებელია, მწვანილი კარგად გაირეცხოს და შემდეგ გაშრეს.
შრობა დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს, რათა მწვანილმა ჭკნობა არ დაიწყოს. 
მწვანილის გაშრობა შესაძლებელია კონებად - დაჭრის გარეშე. 


მწვანილის შენახვა გაყინვის მეთოდით:
აიღეთ მშრალი მწვანილის კონა, მოათავსეთ პოლიეთილენის პაკეტში ან კონტეინერში, მჭიდროდ მოუკარით თავი და საყინულეში შეინახეთ. ზამთარში გამოიღეთ მწვანილი საყინულედან და კერძში ჩაშვების წინ დაჭერით.


მეორე მეთოდი მწვანილის დაჭრილი სახით შენახვას ითვალისწინებს.
გარეცხილი და გამშრალი მწვანილი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით, პატარა პაკეტებში მოათავსეთ და გაყინეთ. ზამთარში გამოიღეთ გაყინული მწვანილი, საჭირო რაოდენობა მოაკელით და ისევ შეინახეთ.


მესამე მეთოდი მწვანილის ყინულის კუბიკებში გაყინვას ითვალისწინებს.
დაჭრილი მწვანილი ჩადეთ ყინულის კუბიკებში, დაასხით ცოტაოდენი წყალი და გაყინეთ.
ჩაალაგეთ ყინულის კუბიკები პოლიეთილენის პარკში და თავი მოუკარით. ზამთარში ორი-სამი ცალი კუბიკი სრულიად საკმარისი იქნება თქვენი სადილისთვის.  



გაყინვის გარდა, მწვანილის შენახვა გაშრობის მეთოდით არის შესაძლებელი.


ეს ძალიან მარტივი და სასიამოვნოდ არომატული პროცესია.
გარეცხეთ მწვანილი და გასაშრობად სუფთა ტილოზე გაფინეთ.
გაშრობის შემდეგ წვრილად დაჭერით და ლანგარზე გაშალეთ.
ეცადეთ, ლანგარი ისეთ ადგილას მოათავსოთ, რომელიც კარგად ნიავდება.
შრობის დროს მწვანილი პერიოდულად კარგად უნდა აურიოთ.
ჰაერის ტენიანობის შესაბამისად, მწვანილის შრობა შეიძლება, რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე გაგრძელდეს. როგორც კი მწვანილი ისე გაშრება, რომ ხელში დასრესისას დაიფშვნება, შეგიძლიათ, სუფთა ტილოს ტოპრაკში მოათავსოთ და მშრალ და ბნელ ადგილას შეინახოთ.


ბოსტნეულის შრობა რამდენადმე განსხვავდება მწვანილის შრობისგან.
მაგალითად, წითელი მწარე ან ტკბილი წიწაკა იმისთვის, რომ ცოტათი შეჭკნეს, შრობის დაწყებამდე, რამდენიმე დღით თბილ ადგილას უნდა გაშალოთ.
შემდეგ ნემსისა და გამძლე ძაფის დახმარებით, ყუნწებით ააცვით (ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდნენ) და მშრალ, კარგად განიავებულ ადგილზე ჩამოკიდეთ.  
წიწაკის რაოდენობა 2 კილოგრამს არ უნდა აჭარბებდეს.
გამშრალი მწარე წიწაკა შეგიძლიათ, დაფქვათ ან მშრალ, გრილ ადგილას შეინახოთ.


ბადრიჯნის გასაშრობად, პირველ რიგში, მათი კარგად გარეცხვაა საჭირო.
გარეცხილ ბადრიჯანს მოაჭერით ყუნწები და საშუალო სისქის ნაჭრებად დაჭერით.
ამის შემდეგ, წიწაკების მსგავსად, გამძლე ძაფზე ისე ააცვით, რომ ერთმანეთს არ ეხებოდნენ.
ბადრიჯნის ასხმულა დაკიდეთ მშრალ და გრილ ადგილას, ხოლო კარგად გამოშრობის შემდეგ ჩამოხსენით და მშრალ ადგილას შეინახეთ.


გახსოვდეთ, რომ გამოყენების წინ გამშრალ ბოსტნეულს მდუღარე წყალი უნდა დაასხათ და 40 წუთით გააჩეროთ.
ამის შემდეგ შეგიძლიათ მათგან ყველაფერი ის მოამზადოთ, რასაც ქორფა ბოსტნეულისგან ამზადებთ.


ცნობისთვის, ბოსტნეულის შრობის პროცესის დასაჩქარებლად ჰაერღუმელის ან მიკროტალღური ღუმელის გამოყენებაც შესაძლებელია.
გასაშრობი ბოსტნეული ღუმელში თხელ ფენად უნდა განათავსოთ, რათა ჰაერი ყველა მხრიდან ეხებოდეს.
სხვადასხვა ჯიშის ბოსტნეული ცალ-ცალკე უნდა გააშროთ - იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაშრობის შემდეგ მათ შერევას გეგმავთ.
როცა შეატყობთ, რომ ბოსტნეული საკმაოდ გამოშრა, ღუმელის კარი ოდნავ შეაღეთ და ამ მდგომარეობაში აცადეთ  ბოლომდე გამოშრობა.
მიკროტალღურ ღუმელში შესაძლებელია მწვანილისა და ხილის გაშრობაც.
მოათავსეთ პროდუქტი ღუმელში, დაუნიშნეთ შრობისთვის საჭირო დრო და დაელოდეთ.

ზაფხულში გამოჩენილი თქვენი გულმოდგინება თქვენი ოჯახის წევრებს ზამთარში გამოადგებათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?