მზადება საბავშვო ბაღისა და სკოლისთვის - როგორ გავუადვილოთ პატარებს ახალ გარემოსთან შეგუება?

რჩევები დიასახლისებს

9 სექტემბერი 10:00, 2015 წელი

საბავშვო ბაღისა და სკოლისთვის, პირველ რიგში, თავად მშობელი უნდა მოემზადოს.


შვილები საოცრად გრძნობენ საკუთარი დედიკოების განწყობას, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღის მიმართ თქვენი პოზიტიური დამოკიდებულება და ოპტიმიზმი.
მოემზადეთ თქვენი ბავშვის ახალ გარემოსთან ადაპტაციისთვის.
კარგი იქნება, თუ საბავშვო ბაღში მიყვანამდე, ბავშვს თვითმომსახურებას მიაჩვევთ. ბავშვმა უნდა იცოდეს დამოუკიდებლად ჩაცმა და გახდა, ხელსახოცითა და ტუალეტის ქაღალდით სარგებლობა, დამოუკიდებლად სადილობა და თამაშის შემდეგ სათამაშოების მილაგება.  
მოუყევით თქვენს პატარას, რისთვის არის საჭირო საბავშვო ბაღი და რატომ დაჰყავთ იქ ბავშვები. 
ბავშვს ყველაზე მეტად გაურკვევლობა აშინებს, ამიტომ უფრო თავდაჯერებულად და მშვიდად რომ იგრძნოს თავი, სწავლის დაწყებამდე დაწვრილებით გააცანით საბავშვო ბაღის რეჟიმი. პერიოდულად ჰკითხეთ, ახსოვს თუ არა, რა უნდა გააკეთოს გასეირნების შემდეგ, სად უნდა ჩაალაგოს თავისი სათამაშოები და რა უნდა გააკეთოს სადილის შემდეგ. 
ასწავლეთ, რომ, როცა წყლის დალევა ან საპირფარეშოში გასვლა მოუნდება, დახმარებისთვის აღმზრდელს უნდა მიმართოს და ამაში სამარცხვინო არაფერია. 
ნუ შეუქმნით ბავშვს ილუზიას, თითქოს მისი ყველა მოთხოვნა აუცილებლად დაკმაყოფილდება. აუხსენით, რომ ჯგუფში სხვა ბავშვებიც იქნებიან და ზოგჯერ დალოდება მოუწევს. 
ასწავლეთ, როგორ ეკონტაქტოს ახალ მეგობრებს - რომ სათამაშო უნდა ითხოვოს და არ წაართვას. 
იმ ბავშვებისთვის, რომლებიც მტკივნეულად განიცდიან დედასთან დაშორებას, შესაძლებელია პერსონალური დამშვიდობების რიტუალი მოიფიქროთ, რომელსაც ხანმოკლე განშორებების დროს (მაღაზიაში ან მეზობელთან გასვლისას) გამოიყენებთ. მაგალითად, თუ ბავშვს ხანმოკლე განშორების წინ ლოყაზე კოცნით და ხელის დაქნევით დაემშვიდობებით, გამოუმუშავდება რწმენა, რომ დედა აუცილებლად დაბრუნდება და როცა საბავშვო ბაღში დატოვების წინ ამ რიტუალს გაიმეორებთ, მშვიდად შევა ჯგუფში. 
არავითარ შემთხვევაში არ შეაშინოთ ბავშვი, რომ საბავშვო ბაღში დატოვებთ და აღარ მიაკითხავთ.
ბავშვი მშვენივრად გრძნობს, როცა მშობლები სკოლამდელი აღზრდის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით ეჭვებს გამოთქვამენ. საბავშვო ბაღს ყველაზე უმტკივნეულოდ იმ მშობლების შვილები ეგუებიან, რომლებისთვისაც ბაღი სკოლამდელი აღზრდის ერთადერთი და უალტერნატივო ადგილია.
ბავშვის თანდასწრებით მოერიდეთ ბაღისა და მისი თანამშრომლების მიმართ კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმას. ადაპტაციის პერიოდში ემოციურად დაეხმარეთ თქვენს შვილს. ხშირად შეაქეთ, მოეფერეთ და აკოცეთ.



ასაკის, ხასიათისა და სწავლის მიმართ დამოკიდებულების მიუხედავად, სკოლისთვის მზადება ბავშვების უმეტესობისთვის სტრესია, რადგან მკვეთრად იცვლება დღის განრიგი, მცირდება გართობისა და სეირნობისთვის გამოყოფილი დრო და ჩნდება ახალი საზრუნავი.
როგორ გავუადვილოთ ბავშვს ზაფხულის არდადეგებიდან სწავლის პროცესზე გადასვლა? 
სექტემბრის მოახლოებისთანავე თანდათან გადაიყვანეთ ბავშვი სასკოლო რეჟიმზე, ანუ შედარებით ადრე დაძინებასა და ადრე ადგომას მიაჩვიეთ.
სწავლის პროცესში ხშირად შეაქეთ და წაახალისეთ მისი მიღწევები. ეს მას თავდაჯერებას შემატებს და შრომისუნარიანობას აუმაღლებს.
ერთობლივად მოამზადეთ ადგილი, სადაც განთავსდება მოსწავლის სამუშაო მაგიდა და სასწავლო ნივთები. ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს გამოყოფილი სამეცადინო ადგილი, თუნდაც ეს საერთო მაგიდის ერთი პატარა კუთხე იყოს. 
თუ თქვენი შვილი ემოციურია და სწავლის დაწყებას განსაკუთრებულად განიცდის, გირჩევთ, მასთან ერთად გაისეირნოთ სკოლის ეზოში და ანახოთ, როგორ შეიცვალა ის ზაფხულის არდადეგების განმავლობაში.
კარგი იქნება, თუ სწავლის დაწყების წინ ბავშვს ოფთალმოლოგთან მიიყვანთ და მხედველობას შეუმოწმებთ.
მოსწავლისთვის სწავლის დაწყება სასჯელთან რომ არ ასოცირდებოდეს, ამ დღეს სახლში პატარა დღესასწაული მოაწყვეთ. სკოლიდან მოსულ პატარას სახლში ნაყინით, საყვარელი ხილით, ფერადი ბუშტებით შეეგებეთ. 
მოერიდეთ ბავშვის თანდასწრებით დირექციისა და მასწავლებლების კრიტიკას. მოუყევით საკუთარი მოსწავლეობის პერიოდზე და დაარწმუნეთ, რომ სკოლაში ბევრ საინტერესოს ისწავლის და ბევრ კარგ მეგობარს შეიძენს.
გახსოვდეთ, რომ ბავშვის პირველი კრიზისული ასაკი (2-დან 4 წლამდე) საბავშვო ბაღის, ხოლო მეორე (6-7 წელი) სკოლაში მიყვანის პერიოდს ემთხვევა, ამიტომ ყველანაირად ეცადეთ, რომ თქვენს შვილს ამ რთული და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის გადალახვა მაქსიმალურად გაუადვილოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?