რის მიხედვით შევარჩიოთ საბავშვო ტორტის დიზაინი?

რჩევები დიასახლისებს

23 სექტემბერი 10:00, 2015 წელი

ჩვენი პატარას დღესასწაულისთვის ტორტს რომ განსაკუთრებული არჩევა უნდა, ამაში, ალბათ, ყველა მშობელი დამეთანხმება - უნდა ჰქონდეს პატარასთვის სასურველი დიზაინი, საუკეთესო გემო და აუცილებლად უსაფრთხო იყოს.

დღეს გავარკვევთ, რა გამოარჩევს „აზზატოს“ საბავშვო ტორტებს? ამის შესახებ „აზზატოს“ მარკეტინგის მენეჯერი მარიამ გოგიჩაიშვილი გვესაუბრება:  

- მშობლების ნაწილმა ზუსტად იცის, მათ შვილს ყველაზე მეტად როგორი  დიზაინის ტორტი გაახარებს, თუმცა, ზოგჯერ ჩვენთან მოსული მომხმარებელი ჩამოყალიბებული არ არის ტორტის დიზაინზე. ასეთ  შემთხვევაში, ჩვენი შეკვეთების  მენეჯერი  მშობელს ათვალიერებინებს ჩვენი ნამუშევრების კატალოგს, ან მშობლის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და ჩვენი კონდიტერ-დიზაინერების კონსულტაციის საფუძველზე  ქმნის ექსკლუზიურ დიზაინს პატარა იუბილარის ტორტისთვის.  კარგი იქნება, თუ მშობლები ბავშვებთან ერთად გვესტუმრებიან, რადგანაც მათ ყველაზე კარგად იციან, რა სურთ. სხვათა შორის, პატარები საკმაოდ მონდომებით უდგებიან ტორტის დიზაინის შერჩევას და ორიგინალური ტორტისთვის კრეატიულ იდეებსაც გვთავაზობენ. 
ბავშვებში ამჟამად ყველაზე პოპულარულია ტორტები მიკი მაუსის კლუბის გმირებისა და მინიონების ფიგურებით. გოგოებში პრინცესების თემატიკა სჭარბობს, ბოლო დროს  განსაკუთრებული მოთხოვნაა „გაყინულის“ გმირებზე, ჰელლო ქითიზე. ბიჭები კი უპირატესობას სუპერგმირებს: სპაიდერმენსა და  ბეტმენს და, ასევე, მანქანებს ანიჭებენ.


- ძირითადად რა კრიტერიუმებს ითვალისწინებენ მშობლები საბავშვო ტორტის მწარმოებლის შერჩევისას?
- ყველა მშობლისთვის, პირველ რიგში, რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესია, რომ იუბილარმა და მისმა სტუმრებმა  უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით დამზადებული ტორტი მიირთვან. „აზზატოს“ ტორტები მზადდება მხოლოდ კარაქითა და უმაღლესი ხარისხის ევროპული ინგრედიენტებით. არ ვიყენებთ  სხვადასხვა ხელოვნურ მინარევებსა და  ფხვნილებს, რომლებიც საზიანოა ბავშვების (და არამხოლოდ)  ჯანმრთელობისთვის  და სამწუხაროდ, ხშირად გამოიყენება საბავშვო ტორტებში საკონდიტროების დიდი ნაწილის მიერ.


- რა შიგთავსზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა საბავშვო ტორტებისთვის?
- ჩვენი საფირმო ბელგიური შოკოლადის ტორტები „ორი შოკოლადი“ და „შოკოლატინი“ განსაკუთრებით მოსწონთ პატარებსა -  შოკოლადი ხომ როგორც დიდების, ასევე პატარების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროდუქტია.  ხშირია მოთხოვნა  ხილის შიგთავსზე. ნიგვზის ტორტიც ერთ-ერთი ბესტსელერია პატარების დაბადების დღის ტორტებში. 
ჩვენი ტორტები აბათილებს მოსაზრებას, რომ მარციპანით გაფორმებული ტორტი უფრო დეკორატიულია და ნაკლებად გემრიელი. ჩვენი მომხმარებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ „აზზატომ“ მარციპანიანი ტორტების საგემოვნო თვისებებზე შთაბეჭდილება შეუცვალათ. მარციპანი, რომელსაც ტორტის გასაფორმებლად ვიყენებთ, იტალიური წარმოებისაა და გემოთი და ხარისხით რადიკალურად განსხვავდება ფართოდ გავრცელებული თურქული წარმოების ანალოგისგან, რომელსაც არასასიამოვნო გემოს გამო მომხმარებელთა უმეტესობა ხშირად საერთოდ არ მიირთმევს.


რა გამოარჩევს „აზზატოს“ საბავშვო ტორტებს სხვებისგან?
- ჩვენი მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ, პირველ რიგში, ეს არის ტორტის შიგთავსისა და დიზაინის მაღალი ხარისხი. ჩვენს კონდიტერ-დიზაინერებს აქვთ სამხატვრო განათლება, ამ სფეროში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება და, რაც მთავარია, თავიანთი საქმის ძალიან დიდი სიყვარული.  ჩვენ არ ვიყენებთ მზა კომპონენტებს - ჩვენი კონდიტერები თითოეულ ფიგურასა და დიზაინის დეტალს  თავად ქმნიან. ასეთი მიდგომა და მონდომება ასახულია მათი შრომის საბოლოო შედეგზე  - ტორტზე, რომელიც ჩვენი მომხმარებლებისა და მათი სტუმრების ყველა მოლოდინს აჭარბებს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. მომხმარებლები ხშირად გვეუბნებიან, რომ იუბილარს ჩვენი ტორტი ისე მოეწონა, რომ მის გაჭრაზე ძლივს დაითანხმეს. არცთუ იშვიათად, ტორტზე მოთავსებულ ფიგურებს შესაჭმელად ვერ იმეტებენ და  სამახსოვროდ ინახავენ.
რაც შეეხება გემოს - ჩვენი კლიენტები აღნიშნავენ, რომ ყველაზე პრეტენზიული პატარებიც კი, რომლებიც სხვა ტორტებს პირს არ აკარებდნენ, „აზზატოს“ ტორტს ბოლო ლუკმამდე სიამოვნებით მიირთმევენ. სწორედ ასეთი შეფასებებია ჩვენთვის ყველაზე დიდი მოტივატორი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?