როგორ შევარჩიოთ ყავა და მისი მომზადებისთვის საჭირო დანადგარი?

რჩევები დიასახლისებს

11 ნოემბერი 10:00, 2015 წელი

ყავის მოყვარულებმა იციან, რომ კოფეინის შემცველობა უფრო მაღალია აპარატისა და ესპრესო-ყავაში და ნაკლებია ე.წ. „თურქულ ყავასა“ ან ხსნადი გრანულებისგან მომზადებულ სასმელში, თუმცა ყველამ არ იცის, რომ ყავის საუკეთესო გემოს მისაღებად დიდი მნიშვნელობა აქვს დამატებით ინგრედიენტებს, მოხარშვის მეთოდებსა და მადუღარას კლასიფიკაციას...



ყავის არაჩვეულებრივი გემოს კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად შეიძლება, მას უამრავი ინგრედიენტი დაამატოთ, მაგალითად:
შაქარი ანეიტრალებს ყავის სიმწარეს და სასმელს მსუბუქსა და გემრიელს ხდის. ითვლება, რომ ყავაში უმჯობესია, არარაფინირებული, ყავისფერი შაქრის გამოყენება, რომელიც შაქრის ლერწმისგან მზადდება.
ნაღებისა და რძის სხვა პროდუქტების დამატებით, ყავა უნაზეს გემოსა და სასიამოვნო ფერს იძენს. რძის პროდუქტების საშუალებით შესაძლებელია, ჩვეულებრივი ყავისგან მშვენიერი ნახატით დამშვენებული შედევრი შექმნათ.
შოკოლადი ყავის განუყრელი ატრიბუტია. ეს უგემრიელესი ნუგბარი  ყავას თითქოს ჯადოსნურ თვისებებს სძენს. შესაძლებელია, გამდნარი შოკოლადის პირდაპირ სასმელში გარევა. ყავისთვის დამატებული კაკაოს ფხვნილი კი შესანიშნავ ჰარმონიას ქმნის. თანაბარი რაოდენობით ერთმანეთში არეულ ყავასა და კაკაოს ცოტაოდენ რძესა და წყალს თუ დაუმატებთ, უმდიდრესი გემოს მქონე სასმელს მიიღებთ.
სანელებლები და თხილი ყავას პიკანტურ გემოს მისცემს, გარდა ამისა, იმბირი, კარდამონი, ცხარე-ტკბილი დარიჩინი და არომატული ვანილი იმუნიტეტის ამაღლებაშიც დაგეხმარებათ. ეგზოტიკის მოყვარულებს კი ყავაში დაფქული თხილის, ნუშის ან ნიგვზის დამატებას ვურჩევთ.
ალკოჰოლი ყავის დამატებით ინგრედიენტად ყველაზე ხშირად გამოიყენება. ყავაში შეგიძლიათ, შეურიოთ კონიაკი, რომი, ლიქიორი ან, ირლანდიური ყავის მსგავსად, ვისკი. ალკოჰოლის დამატების შემთხვევაში აუცილებელია, დაიცვათ ზომიერება, რათა ალკოჰოლმა ყავის გემო არ გადაფაროს.


ყავის მომზადების მეთოდები 
ყავის მომზადების უამრავი მეთოდიდან ყველაზე გავრცელებულია ესპრესო, ყავა თურქულად და ფრანგული პრესი.


ესპრესო
სპეციალური დანადგარის საშუალებით ყავის მომზადების სწრაფი მეთოდია. ის უფრო ევროპასა და ამერიკაშია გავრცელებული. 
ესპრესოს მისაღებად საჭიროა საშუალოდ დაფქვილი ყავა, რომელიც სპეციალურ კონტეინერში იყრება და იპრესება. 
სპეციალური დანადგარი დაპრესილ ყავაში 88-91 გრადუსზე გაცხელებულ წყალს ცხრა ატმოსფერული წნევით გაატარებს და ესპრესო მზადაა. ყავის მომზადებას 15-დან 40 წამამდე სჭირდება. 
ესპრესო ყავის უამრავი სახეობის საფუძველია, ამიტომ გემრიელი კაპუჩინოს, ლატეს, მოკაჩინოს ან ამერიკანოს მოსამზადებლად ხარისხიანი ესპრესო უნდა მოამზადოთ.


ამერიკანო
 ტკბილი სასმელის ნაირსახეობაა, რომელიც ორი მეთოდით მზადდება: ფილტრიან ყავის მანქანაში ან ყავა ესპრესოს ცხელი წყლით გაზავებით.


კაპუჩინო
გასაკეთებლად ესპრესოს უბრალო ან დანადგარით აქაფებულ რძეს უმატებენ.


თურქული
ყავის მოსამზადებლად აუცილებელია ძალიან წმინდად დაფქული ყავა და ხარშვის სწორად შერჩეული დრო. 
ყავა სპეციალურ ჭურჭელში (ჯეზვეში) იყრება და 80-დან 95 გრადუსამდე, რამდენიმე წუთის განმავლობაში იხარშება. ასეთი მეთოდით მომზადებულ ყავაში კოფეინის მეტი შემცველობაა. მეტიც, ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, ყავას სუნელები ან ალკოჰოლი დაემატოს, რაც სხვადასხვა ვარიაციების შექმნის საშუალებას იძლევა. 
სანელებლებისა და ალკოჰოლის დამატებით სასმელის ასორტიმენტი შეიძლება, რამდენიმე ათასამდე გაიზარდოს.



ფრანგული პრესი - 
ამ სახეობის ყავის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მსხვილად დაფქული ყავა და ფრანგული პრესის დანადგარი.  ჩაყარეთ პრესის ჭურჭელში 4 კოვზი ახლად დაფქული ყავა და ჩაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. კარგად მოურიეთ და მაშინვე დააფარეთ ჯერ ბადე და შემდეგ თავსახური. გაითვალისწინეთ, რომ ბადე ყავას არ უნდა ეხებოდეს.
სამი-ოთხი წუთის შემდეგ კიდევ მოურიეთ და ბადე ქვემოთ ჩაუშვით, რათა გაფილტრული სასმელი მიიღოთ.



 


ახლა კი რჩევები იმის შესახებ, როგორი მადუღარა შევიძინოთ? 
ყავის მადუღარას არჩევანზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს: თანხა, რომლის გადახდასაც აპირებთ, ყოველდღიურად გასაკეთებელი ყავის რაოდენობა, ყავის მომზადების დრო, რამდენად მოსახერხებელია და ა.შ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, შესაძლებელია, აირჩიოთ საუკეთესო მოდელი.
სამზარეულოს ყავის მადუღარების კლასიფიკაცია ასეთია: წვეთოვანი (ფილტრით), გეიზერული, ესპრესო-მადუღარა, კომბინირებული და ა.შ.



წვეთოვანი (ფილტრაციით) - 
ეს შედარებით იაფი, უსაფრთხო და ადვილად მოსახმარი მადუღარაა. სპეციალურ ჭურჭელში ჩასხმული წყალი საჭირო ტემპერატურამდე ცხელდება და გადადის დაფქული ყავის განყოფილებაში, საიდანაც გამზადებული ყავა წვეთების სახით ჩამოდის ფინჯანში.
ამ პროცესს რამდენიმე წუთი სჭირდება, თუმცა ყავის მომზადების დრო მაინც მოსამზადებელი ყავის რაოდენობაზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო დაბალი სიმძლავრისაა მადუღარა, სასმელი მით უფრო დიდხანს მზადდება და უფრო მაგარიც გამოდის.
ყურადღება მიაქციეთ, აქვს თუ არა წვეთების საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც ავტომატურად შეაჩერებს მადუღარას მუშაობას, თუ ფინჯანს ყავის მომზადებამდე აიღებთ.
ეს დანადგარი პერიოდულად ფილტრის შეცვლას საჭიროებს. ფილტრი შეიძლება იყოს ერთჯერადი ან მრავალჯერადი.
ყურადღება მიაქციეთ, რომ მადუღარა დამზადებული იყოს უვნებელი პლასტიკისგან ან ხარისხიანი მინისგან.



გეიზერული - 
ამ მოდელს გეიზერული იმიტომ ჰქვია, რომ გეიზერის პრინციპით მოქმედებს. 
არსებობს ელექტრო ან ხელის გეიზერული მადუღარა.
ელექტრო გაცილებით მარტივი და მოსახერხებელია. ქვედა განყოფილებაში ჩასხმული წყალი ცხელდება და სპეციალური მილით ადის ზემოთ დაფქული ყავის განყოფილებაში. უკვე გამზადებული სასმელი კი ფინჯანში გროვდება. ამ მოდელის დანადგარი საშუალო სიმაგრის ყავას ამზადებს, თუმცა არსებობს მოდელი, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ წყალმა ყავაში რამდენჯერმე გაიაროს. ამ შემთხვევაში ყავა გაცილებით მდიდარი და არომატული გამოდის, მაგრამ მის მოსამზადებლად მეტი დროა საჭირო. გეიზერული აპარატის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ, რა რაოდენობის ყავის მომზადებაზეა ის გათვლილი, რადგან 6 ჭიქისთვის გათვალისწინებულ მოდელში ერთი ჭიქის მომზადებას ვერ მოახერხებთ. ამ მოდელის უპირატესობა ხელმისაწვდომი ფასი და ისაა, რომ ფილტრების ცვლას არ საჭიროებს.



ესპრესოს მადუღარა - 
ამ მადუღარაში შეგიძლიათ, მოადუღოთ ესპრესო ან ბევრისთვის საყვარელი კაპუჩინო. 
ყავა იყრება სპეციალურ კონტეინერში, რომელშიც დიდი წნევით გაივლის ორთქლი.  მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის მადუღარასთვის ყავა არც ძალიან მსხვილად იყოს დაფქვილი და არც „მტვერივით“.
ესპრესო-მადუღარა ორი სახის არსებობს: Steam-Espresso (ორთქლის) და Pump-Espresso (პომპის). პირველი გაცილებით იაფი ღირს, რადგან ორთქლის დაბალი წნევა აქვს და წყალს 100 გრადუსამდე აცხელებს, ხოლო ხარისხიანი ყავის მოსამზადებლად წყლის ოპტიმალური ტემპერატურა 90 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?