მტვერსასრუტის დადებითი და უარყოფითი მხარეები

რჩევები დიასახლისებს

18 ნოემბერი 10:00, 2015 წელი

სანამ მტვერსასრუტის შესაძენად წახვალთ, უნდა გაითვალისწინოთ, ყველაზე ხშირად როგორი ზედაპირების წმენდა მოგიწევთ - ხალიჩების, რბილი ავეჯის, პარკეტისა თუ კაფელის; გყავთ თუ არა სახლში ბავშვები, მოხუცები, ალერგიული ადამიანები ან შინაური ცხოველები. ამის მიხედვით გაარკვევთ, როგორი მტვერსასრუტი გჭირდებათ - მრავალდონიანი ფილტრაციის, უხმაურო, მრეცხავი თუ ა.შ.  


მტვერსასრუტის ძირითადი მახასიათებლებია შეწოვის სიმძლავრე, გაბარიტები და მტვრის შემგროვებელი კონტეინერი.
რაც უფრო ძლიერია აგრეგატის ძრავი, მით უფრო დიდია მტვრის შეწოვის ძალა. 
ამ პარამეტრზეა დამოკიდებული როგორც ენერგიის მოხმარების დონე, ისე სამუშაოს ხანგრძლივობა და  ხარისხი. ბევრმა არ იცის, რომ მტვერსასრუტის სიმძლავრე ვატებით კი არა, აეროვატებით იზომება. არსებობს რამდენიმე მაჩვენებელი, რომელიც არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ:


350 აეროვატი -  გლუვი ზედაპირებისთვის (პარკეტი, კაფელი)


400 აეროვატი - ამ სიმძლავრეზე შესაძლებელია ტურბოჯაგრისის გამოყენება.


450 ავეროვატი - ხალიჩები და ხაოიანი ზედაპირის მქონე სხვა ნივთები.


550-650 აეროვატი - საუკეთესოა ხალიჩების სველი წმენდისა და რბილი ავეჯის ღრმა წმენდისთვის.


800 აეროვატი - ასეთი სიმძლავრე მხოლოდ პროფესიონალურ ტექნიკას აქვს.


 


მტვერსასრუტი მტვრის შემკრები ტომრით

დადებითი მხარე - იაფია, ელექტროენერგიის მცირე დანახარჯი და ის, რომ შესაძლებელია მტვრის ტომრის გადაგდება.
უარყოფითი მხარე - მტვრის ტომრების სისტემატური შეძენისთვის გაღებული ხარჯების გარდა, პრობლემას პაკეტების მოსალოდნელი დეფიციტიც ქმნის. შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს ეს იაფი პაკეტები გაყიდვიდან გაქრეს. ამის გარდა, ამ მოდელს ახასიათებს ჰაერის ცუდი ფილტრაცია და შეზღუდული ფუნქციები (ამ მოდელის მტვერსასრუტების უმეტესობას არ აქვს სველი წესით დალაგების ფუნქცია)


მტვერსასრუტი კონტეინერით

დადებითი მხარე - ღირებულება ხელმისაწვდომია. დამატებით ხარჯებს არ საჭიროებს,  ვინაიდან კონტეინერის შეცვლა საჭირო არ არის. დალაგების მაღალი ხარისხი.
უარყოფითი მხარე - აუცილებელია კონტეინერის პერიოდულად გარეცხვა. შეუძლებელია კონტეინერის ჰერმეტულად დახურვა. შედარებით მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს.


მტვერსასრუტი წყლის ფილტრით

დადებითი მხარე - მტვრის შემკრების არარსებობა, მუშაობის მაღალი ხარისხი, მუშაობის დროს ჰაერის ოზონირება. რეკომენდებულია იმ ოჯახებისთვის, სადაც ალერგიული დაავადებების მქონე ადამიანები ცხოვრობენ.
უარყოფითი მხარე - მაღალი ფასი, სხვა მოდელებთან შედარებით ექსპლუატაციის ნაკლები ვადა, დალაგების დაწყებამდე დანადგარის დატუმბვის აუცილებლობა, მტვერსასრუტის დიდი მოცულობა.


ხელის მტვერსასრუტი

დადებითი მხარე - მცირე გაბარიტები და წონა, ელექტროენერგიის მცირე დანახარჯი, მინიმალური მომსახურება და დაბალი ფასი. ზედგამოჭრილია ავეჯისა და ძნელად მისადგომი ადგილების დასუფთავებისთვის.
უარყოფითი მხარე - დაბალი სიმძლავრე, მოქმედების შეზღუდული სპექტრი და, სხვა მოდელებთან შედარებით, ვარგისიანობის მოკლე ვადა.


მტვერსასრუტი-რობოტი

დადებითი მხარე - ულტრათანამედროვე, ჭკვიანი დანადგარი თავად დაივლის და ხარისხიანად დაასუფთავებს სახლის ყველა კუთხეს. ხანგრძლივი ვარგისიანობა. 
უარყოფითი მხარე - მაღალი ფასი, ფორსმაჟორული სიტუაციების მაღალი ალბათობა, რასაც  აგრეგატის დაზიანება შეუძლია. პატრონს დანადგარის დასუფთავება თავად უწევს, რადგან ტექნიკა სრულ თვითმომსახურებამდე ჯერჯერობით არ მისულა.


მრეცხავი მტვერსასრუტი

დადებითი მხარე - ეფექტური დალაგება, მავნე ბაქტერიების განადგურება, ჰაერის ოზონირება. კაფელ-მეთლახის ზედაპირის გაწმენდასაც მოახერხებთ. რეკომენდებულია იმ ოჯახებისთვის, სადაც ალერგიული დაავადებების მქონე ადამიანები ცხოვრობენ.
უარყოფითი მხარე - მაღალი ფასი, დიდი გაბარიტები, დატუმბვის აუცილებლობა და განსაკუთრებული მოვლა. მიზანშეწონილი არ არის ნატურალური ხალიჩების, პარკეტისა და ისეთი მატერიების გაწმენდისას, რომლებიც ნესტს ვერ იტანს.



რით განსხვავდება აკვაფილტრის მქონე მტვერსასრუტი მრეცხავი მტვერსასრუტისგან?
თუ მრეცხავი მტვერსასრუტის პრინციპი ეფუძნება სუფთა წყლით რეცხვას და ჭუჭყიანი წყლის შეწოვას, რთული კონსტრუქციის მქონე აკვაფილტრი ჭუჭყიანი წყლის ფილტრაციას ახერხებს. ამიტომ აკვაფილტრის მქონე მტვერსასრუტები გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე უბრალოდ, მრეცხავი მტვერსასრუტი.
მრეცხავი მტვერსასრუტის ეფექტურობა გაცილებით ნაკლებია, რადგან ამ შემთხვევაში მხოლოდ რეცხვა მიმდინარეობს, აკვაფილტრიანი მტვერსასრუტით დალაგების პროცესი კი ბევრად უფრო ხარისხიანი და ეფექტის მომტანია. ამ შემთხვევაში მტვრის შეკრება, შეწოვა და ფილტრაცია ხდება.


გაითვალისწინეთ, რომ 70-80 დოლარის ღირებულების მტვერსასრუტის ვარგისიანობის ვადა 2-3 წელია, მაშინ, როცა ძვირად ღირებული მოდელები შეიძლება, 10 წელი და მეტი მოგემსახურონ და ნუ დაივიწყებთ, რომ ძუნწი ორმაგად იხდის.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?