ნაფტალინის ნაცვლად, მცენარეული საშუალებები

რჩევები დიასახლისებს

15 აპრილი 10:00, 2016 წელი

მოვიდა დრო, როცა ზამთრის ტანსაცმელი უნდა შევინახოთ და იმაზეც ვიზრუნოთ, რომ მომავალ სეზონამდე ჩრჩილმა არ „შეგვიჭამოს“. ეს საშიში მავნებელი უმეტესად ბნელ ადგილზე ბინადრობს, სადაც მზე და შუქი ვერ აღწევს. არსებობს სხვადასხვა სახეობის ჩრჩილი, მაგრამ თითქმის ყველა მათგანი აფუჭებს შალის ქსოვილს, ბეწვეულს, ნატურალურ ტყავს, ხალიჩებს, ბურღულეულს, ფქვილსა და მშრალ პროდუქტებს. სახლში ჩრჩილის არსებობაზე ჰაერში მოფარფატე პეპლები ან ტანსაცმელზე აღმოჩენილი ნახვრეტები მიანიშნებს. 

ჩრჩილთან ბრძოლის უამრავი ქიმიური საშუალება არსებობს, მაგრამ ზოგი მათგანი არაეფექტურია, ზოგი კი ძლიერტოქსიკური. ზოგიერთი, უბრალოდ, საშიშია ალერგიული ადამიანებისთვის. ჩრჩილთან საბრძოლველად მთელ მსოფლიოში აქტიურად გამოიყენებენ ყველასთვის ცნობილ ნაფტალინის ბურთებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის შემადგენლობაში შემავალი პესტიციდებისა და ინსექტიციდების გამო, ნაფტალინი ძლიერ აზიანებს ადამიანის, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობას. ამის გამო ნაფტალინი ბევრ ქვეყანაში აკრძალეს. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს ბებიებისგან „შემუშავებული“ და კარგად გამოცდილი ხალხური საშუალებები.


გახსოვდეთ, რომ ჩრჩილის პეპლები ნივთებს არ აფუჭებენ. ისინი მხოლოდ კვერცხებს დებენ, საიდანაც ღორმუცელა მატლები იჩეკებიან, თუმცა, ჰაერში მფრინავი ჩრჩილის პეპლები იმაზე მიანიშნებს, რომ სადღაც ახლოს არის ბუდე, რომელშიც მატლები თავიანთი განვითარების ციკლს გადიან - გარდაიქმნებიან ჭუპრებად, საიდანაც იბადებიან პეპლები.


ჩრჩილისგან დაცვის ქიმიური საშუალებების უმეტესობა სპობს ან აფრთხობს პეპლებს და არა მატლებს, მით უფრო, თუ ისინი რთულად მისადგომ ადგილებში ბუდობენ. ამის გარდა, ძლიერმოქმედი ქიმიური საშუალებები არანაკლებ სახიფათოა ადამიანისთვის, ამიტომ მათთან ურთიერთობისას დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. დაიმახსოვრეთ, სამზარეულოში, სადაც ჩრჩილი ბურღულეულსა და ფქვილეულშია ჩაბუდებული, ქიმიკატების გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია.


გახსოვდეთ, რომ ჩრჩილისგან თავის დაცვა უფრო ადვილია, ვიდრე მათთან ბრძოლა.
ამიტომ არასოდეს შეინახოთ კარადაში გასარეცხი ტანსაცმელი, რადგან ჩრჩილის მატლი ყველაზე მეტად დაბინძურებულ  ადგილებს ეტანება. კარადები ხშირად გაანიავეთ. 


კარადებში, სადაც ზამთრის ტანსაცმელი ინახება, თბილი სვიტერები, პლედები, ქურქები და პალტოები, დაალაგეთ: გამხმარი ლიმონისა და ფორთოხლის კანი, დოლბანდის პატარა ტომსიკებში ჩაყრილი ლავანდის თესლი, აბზინდას, ნემსიწვერას, იელის ტოტები, კრაზანას ყვავილები, ევკალიპტის ფოთლები, სალბი ან როზმარინი. ეს ტომსიკები შეგიძლიათ, პირდაპირ ქურთუკებისა და პალტოების ჯიბეებში ჩააწყოთ. უბრალოდ, პერიოდულად მათი შიგთავსი აუცილებლად უნდა განაახლოთ.


თუ ჩრჩილი რბილ ავეჯს გაუჩნდა, მისი განადგურება ძმრის ორთქლით არის შესაძლებელი.
ქვაბში აადუღეთ ერთი ძმარი, დადგით სავარძლის გვერდით (თუ შესაძლებელია, ქვეშ) და ზეწარი გადააფარეთ. ეცადეთ, ძმარმა რაც შეიძლება მეტი ორთქლი გამოუშვას და ეს ჩრჩილს სრულიად მოსპობს. თუ ჩრჩილი რბილი ავეჯის ნაკეცებში გაჩნდა, მათ გასაწმენდად ისევ ძმარგარეული წყალი გამოიყენეთ.


ჩრჩილი ვერ იტანს საპნის, განსაკუთრებით კი მარწყვის საპნის სუნს. 
ჩვენი ბებიები ჩრჩილისგან თავის დასაცავად სურნელოვანი საპნის ნაჭრებს თეთრეულში აწყობდნენ. ჩრჩილი ვერც ნაბეჭდის სუნს იტანს, ამიტომ ხალიჩისა და შალეულის შენახვის დროს, კარგი იქნება, თუ სხვა საშუალებებთან ერთად, გაზეთსაც შეაყოლებთ.


ჩრჩილთან ბრძოლის საშუალებებში გამორჩეულ ადგილზე დგას ოთახის მცენარე „ჭინჭარი“, რომელიც, მძაფრი სუნის წყალობით, მაშინვე კლავს ოთახში მოხვედრილ ჩრჩილს.


ჩრჩილის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტურია კაკლის ხის ფოთლები, მიხაკის ყვავილები და კარგად გამშრალი წაბლის ნაყოფი.


რაც შეეხება სამზარეულოსა და კვების პროდუქტებს, ჩრჩილისგან დასაცავად ბებიები გირჩევენ, ბურღულეული, ფქვილი და მშრალი ხილი თავდახურულ ქილებში შეინახოთ და თითო კბილი ნიორი ჩააყოლოთ.


 


 

საკნატუნო ამბები

როგორ იღებენ ეროტიკულ სცენებს ფილმებში? (10 ფოტო)

იმისთვის, რომ მსახიობები გააშიშვლონ, რეჟისორები და ოპერატორები სხვადასხვა ხრიკებზე მიდიან.
დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

რატომ არ თვრებიან დაზვერვის აგენტები? - სპეცსამსახურების დიდი საიდუმლო, რომელზეც ლეგენდები დადის

სპეცსამსახურის თანამშრომლისთვის ჩვეული ვითარებაა, როცა სუფრასთან სასმელის დალევა უწევს და ამასთანავე, რა თქმა უნდა, ფხიზლად უნდა დარჩეს. თურმე, არსებობს რამდენიმე ხერხი, რომლებიც, როგორც ამბობენ, სპეცსამსახურების გატესტილი და შემუშავებულია.
საკნატუნო ამბები

ჩვენი პლანეტა ფოტოშოპის გარეშეც მშვენიერია

ინტერნეტში მილიონობით ფოტოს აღმოაჩენთ, რომელიც საგულდაგულოდ დამუშავებული და გაუმჯობესებულია, მაგრამ გარწმუნებთ, დედამიწის პეიზაჟები ყოველგვარი დამუშავების გარეშეც ულამაზესია...
საკნატუნო ამბები

რატომ უნდა გავაღოთ ავტომობილის კარი მარჯვენა ხელით?

მოძრაობის წესების საგამოცდო ბილეთებსა და სახელმძღვანელოებში ყველა ნიუანსი აღწერილი არ არის და მათ საჭიროებას პრაქტიკა გვკარნახობს. მძღოლებო და მგზავრებო, თქვენ იცით, რატომ უნდა გავაღოთ ავტომობილის კარი მარჯვენა ხელით?
იცით თუ არა...

უცნაური ამბავი, როგორ იქცა ღარიბი სოფლის ყველა მცხოვრები ერთ დღეში მილიონერად

ერთ ღარიბ ესპანურ სოფელში მცხოვრები ფერნანდესების მრავალშვილიან ოჯახში ბიჭი დაიბადა, სახელად ანტონიო. მშობლებს იმდენად უჭირდათ, რომ ბიჭუნამ სკოლის დამთავრება ვერ შეძლო, თუმცა ყოველთვის სჯეროდა, რომ წარმატებას მიაღწევდა...
თემატური ჰოროსკოპი

რომელია თქვენი ზოდიაქოს თილისმა-მცენარე?

როცა თილისმებზეა საუბარი, ყველა რატომღაც ქვებზე იწყებს ფიქრს, მაგრამ დაცვა მცენარესაც შეუძლია - ზოგი მათგანი ადამიანის გვერდით ყვავის და სურნელს აფრქვევს, ზოგიც ხმება. ჩვენ გიკარნახებთ თქვენი მფარველი მცენარეების სახელებს.
FUN-ტესტი

აირჩიეთ სამკაული და გაიგეთ, რა არის თქვენი ქალური ძალა

იცით, რომ საყვარელ სამკაულს თქვენი პიროვნების შესახებ ბევრი რამეს მოყოლა შეუძლია? 
თავსატეხი

რაც უფრო სწრაფად იპოვით ღია ბოქლომს, მით მაღალია თქვენი IQ

გთავაზობთ ამოცანას ყურადღების სიმარჯვეზე! თანაც - მხედველობასაც გაივარჯიშებთ. კარგად დააკვირდით ნახატს და შეეცადეთ, ღია ბოქლომი აღმოაჩინოთ.
საკნატუნო ამბები

როგორ შევუხამოთ სამოსი დაბალყელიან ჩექმას? (10 ფოტო)

უკვე მერამდენე წელია, დაბალყელიანი ჩექმები საკმაოდ მოდურია და აქტუალობას არ კარგავს, თუმცა მისი შეხამება ტანსაცმელთან არცთუ ისე მარტივია.
საკნატუნო ამბები

ქალის სურნელი, ვნება, სიყვარული ერთ კადრში (15 ფოტო)

ფოტოგრაფ ალისა ვერნერის ნამუშევრები ქალის სილამაზით არის შთაგონებული, მისი საყვარელი ჟანრი კი ეროტიკაა...
საკნატუნო ამბები

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!