შეიძლება თუ არა გოზინაყის გაკეთება უთაფლოდ და უნიგვზოდ?

რჩევები დიასახლისებს

16 დეკემბერი 10:00, 2015 წელი

საახალწლო სუფრის სიუხვე ბევრისთვის მთელი წლის მანძილზე ოჯახის ბარაქისა და ბედნიერების გარანტიაა, ამიტომ ყველანაირად ცდილობს, ამ დღეს სუფრას „ჩიტის რძეც“ არ აკლდეს...

ჩიტის რძისა რა მოგახსენოთ, მაგრამ გოზინაყის გარეშე საახალწლო სუფრა ყოვლად წარმოუდგენელია. ჩვენი რჩევებიდან შეიტყობთ, როგორ უნდა გააკეთოთ ეს ხრაშუნა ნუგბარი, საახალწლო გრილიაჟის ბურთები და შეიძლება თუ არა გოზინაყის გაკეთება უთაფლოდ და უნიგვზოდ?


ტრადიციული გოზინაყი
საჭირო პროდუქტი: 
1/2 კგ. თეთრი და საღი ნიგვზის ლებნები, 250 გრ. თაფლი და 3-4 სუფრის კოვზი შაქრის პუდრა.
მომზადების წესი: 
ნიგვზის ლებნები მჭრელი დანით თხლად დაჭერით. დაყარეთ სქელძირიან ტაფაზე და ოდნავ მოხალეთ, რათა კანის გაცლა გაგიადვილდეთ. 
მოხალული ნიგოზი თუშფალანგზე გადმოყარეთ, აივანზე გაიტანეთ და სულის შებერვითა და დაბერტყვით კანი გააცალეთ.
სქელძირიან თუჯის ქვაბში მოათავსეთ თაფლი და დაბალ ცეცხლზე დადგით. 
როგორც კი ადუღდება და აქაფდება, ცეცხლიდან გადმოდგით და „შეასვენეთ“. 
ასე 3-4-ჯერ გაიმეორეთ და როცა შეატყობთ, რომ თაფლი აღარ ქაფდება და დაცხრა, რამდენიმე წვეთი ლამბაქზე დააწვეთეთ. აცადეთ გაცივება და დააკვირდით - თუ თაფლის წვეთი თითებში ცომის ბურთივით აგორდა, ნიგვზის ჩასაყრელად მზადაა. 
თაფლის შემოწმების მეორე ხერხიც არსებობს - ლამბაქზე დაასხით ცივი წყალი და ჩააწვეთეთ თაფლის წვეთი. თუ თაფლი გამაგრდა და არ დაიშალა, ესე იგი მზადაა. 
ცხელ თაფლში ჩაყარეთ დაჭრილი ნიგოზი, თან ხის კოვზით გამუდმებით ურიეთ. 
დაახლოებით, 10 წუთის შემდეგ კოვზით მოაფრქვიეთ შაქრის პუდრა, რამდენჯერმე კარგად აურიეთ და ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით. 
თაფლიანი ნიგოზი წინასწარ გამზადებულ ხის ფიცარზე გადაიტანეთ, სველი კოვზის დახმარებით კარგად გააბრტყელეთ და გაასწორეთ. 
გაითვალისწინეთ, რომ სასურველია, გოზინაყი გაციებამდე დაჭრათ.  



საახალწლო გრილიაჟის ბურთები
საჭირო პროდუქტი: 
150 გრ. ნიგოზი, 150 გრ. შაქრის პუდრა, 150 გრ. შოკოლადი, 1 ცალი კვერცხი და 2 სუფრის კოვზი წყალი.
მომზადების წესი: 
ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. 
დააყარეთ შაქრის პუდრა, კვერცხის ცილა და კარგად აურიეთ. 
მიღებული მასით გააკეთეთ პატარა ბურთები.  
შოკოლადი დატეხეთ და ცხელ წყალში ჩაყარეთ. დადგით ცეცხლზე და შეუჩერებელი მორევით ადუღეთ, სანამ კარგად არ გაიხსნება და გასქელდება. ამის შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით. 
თითოეული „ბურთი“ ამოავლეთ ჯერ შოკოლადში, შემდეგ შაქრის პუდრაში და პერგამენტდაფარებული თუნუქის ფურცელზე დაალაგეთ. 
ბურთები დაბალ ცეცხლზე, 10 წუთით გაზქურაში შედგით. 
გაზქურიდან გამოღების შემდეგ კი გააცივეთ და სუფრასთან მიიტანეთ.



გოზინაყი უთაფლოდ და უნიგვზოდ


საჭირო პროდუქტი: 
500 გრ. „ირისის“ კანფეტი, 100 გრ. კარაქი და ნახევარი კოლოფი სიმინდის ბურბუშელა.
მომზადების წესი: 
ცეცხლზე დადგით მოზრდილი ქვაბი, ჩაასხით წყალი და აადუღეთ. 
აიღეთ ჯამი, რომელიც წყლიან ქვაბში მჭიდროდ მოთავსდება, ჩაყარეთ „ირისი“, ქვაბში ჩადგით და კანფეტი ორთქლზე გაადნეთ. 
ამის შემდეგ დაუმატეთ კარაქი და სიმინდის ბურბუშელა. კარგად მოურიეთ და ხის ფიცარზე ჩვეულებრივი გოზინაყივით გააბრტყელეთ.


ხალისიან და ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?