როგორ ამოვიყვანოთ სუფრიდან საახალწლო მენიუს „მოგონებები“?

რჩევები დიასახლისებს

6 იანვარი 10:00, 2016 წელი

წითელი ღვინო, ცხიმი, სანთელი, კეტჩუპი, წვენები, ყავა, შოკოლადი - ასეთი პალიტრა სადღესასწაულო დღეების შემდეგ ხშირად „ტკბილ მოგონებებად“ რჩება საყვარელ სუფრაზე... ამ „მოგონებებთან“ ბრძოლაში კი ლაქების ამომყვანი ქიმიური საშუალებები ზოგჯერ არაეფექტურია და შეიძლება, ლაქასთან ერთად, ქსოვილის ფერიც ამოიყვანოს, ამიტომ დღეს ლაქების ამომყვან ეფექტურ, ხელმისაწვდომ და მარტივ საშუალებებს გაგაცნობთ.


წითელი ღვინო თეთრ სუფრაზე -
 როგორც კი სუფრაზე ასეთ ლაქას შენიშნავთ, მაშინვე დააყარეთ მარილი. სტუმრების წასვლის შემდეგ კი დალაქავებული ადგილი ლიმონით დაამუშავეთ და სუფრა ცხელ წყალში გარეცხეთ. წითელი ღვინის ლაქები კარგად ამოჰყავს 1 ჭიქა თბილ წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი წყალბადის ზეჟანგის ან ლიმონმჟავას ხსნარს. დალაქავებულ ადგილზე დაასხით ლაქის ამომყვანი ხსნარი და რამდენიმე წუთი გააჩერეთ. ხსნარის ნარჩენები ბამბის ტამპონით მოაშორეთ და იგივე გაიმეორეთ. პროცედურის ბოლოს სუფრა ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.


წითელი ღვინო ფერად სუფრაზე - ასეთ შემთხვევაში დალაქავებული ადგილი ჩვეულებრივი „მარგანცოვკისა“ და წყლის ხსნარით გაწმინდეთ და, დაახლოებით, 5 წუთით დატოვეთ.
ამასობაში მოამზადეთ მეორე ხსნარი: 1 ჩაის კოვზი წყალბადის ზეჟანგი (პერეკისი) გახსენით ერთ ჭიქა თბილ წყალში, მასში დაასველეთ ბამბის ტამპონი და დალაქავებული ადგილი კარგად გაწმინდეთ.
არსებობს ფერადი სუფრისგან წითელი ღვინის ლაქების ამოყვანის სხვა მეთოდიც:
ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობით კვერცხის გული და გლიცერინი. წაუსვით ბამბის ტამპონით დალაქავებულ ადგილზე და, დაახლოებით, 3-5 საათი გააჩერეთ. შემდეგ სუფრა ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ და გააშრეთ.
წითელი ღვინის ძველ ლაქებთან ბრძოლაში კი დენატურირებული სპირტი დაგეხმარებათ: დალაქავებული ადგილი სპირტით დაამუშავეთ, ცივ წყალში გაავლეთ და სუფრა ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.



ყავის ლაქები
 - ეს ლაქები ყველაზე კარგად ამოჰყავს თბილ გლიცერინს ან გლიცერინისა და მარილის ნაზავს. დალაქავებული ადგილი გლიცერინით კარგად დაამუშავეთ. შესაძლებელია, პროცედურის რამდენჯერმე გამეორებაც მოგიწიოთ. საბოლოოდ, სუფრა თბილ წყალში გაავლეთ და გაფინეთ.


 



ნატურალური ხილის წვენებისგან დატოვებული ლაქები -
ამ ლაქებს კარგად ებრძვის 1 ჭიქა ცხელ წყალში გახსნილი ნახევარი კოვზი ნიშადურის სპირტისა და ნახევარი კოვზი წყალბადის ზეჟანგის ნაზავი.
ხილის წვენისგან დატოვებულ ლაქებს კარგად უმკლავდება, ასევე, საჭმელი სოდის ხსნარი.
დაამუშავეთ დალაქავებული ადგილი ზემოჩამოთვლილი საშუალებებიდან ერთ-ერთით, რამდენიმე წუთი გააჩერეთ და სუფრა ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.


ცხიმის
ლაქა - ცხიმს კარგად ებრძვის წმინდად დაფხვნილი ცარცი ან ტალკი. დალაქავებულ ადგილს ორივე მხრიდან დააყარეთ ცარცი, ზედ დააფინეთ სუფთა ქაღალდი, დაადეთ რაიმე სიმძიმე და დილამდე ასე დატოვეთ. დილას სუფრა ცივ წყალში გაავლეთ, შემდეგ კი ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ. ალტერნატიული მეთოდი: დალაქავებულ ადგილს მოაფრქვიეთ ტალკი, დააფინეთ ქაღალდი, რომელიც ცხიმს კარგად შეიწოვს (ხელსახოცი ან ტუალეტის ქაღალდი) და საშუალო სიმხურვალის უთო რამდენჯერმე გაუსვით. 
სუფრიდან ცხიმის ლაქების ამოყვანა ჩვეულებრივი საჭმლის სოდითაც შეგიძლიათ: ლაქაზე მოაყარეთ საჭმლის სოდა და კარგად დასრისეთ. 30 წუთის შემდეგ დალაქავებული ადგილი სუფთა ტილოთი გაწმინდეთ და ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.
სუფრიდან ცხიმის ლაქის ამოყვანის ყველაზე მარტივი მეთოდი მისი გაუთოებაა: დალაქავებულ ადგილზე დააფინეთ ქაღალდის ხელსახოცი და ცხელი უთო დაადეთ. ცხიმის ლაქა ქსოვილიდან ხელსახოცზე გადმოვა. რამდენჯერმე გამეორების შემთხვევაში სუფრაზე ცხიმის ლაქის კვალიც აღარ დარჩება.



ცვილის სანთლის ლაქა
- ხშირად ოჯახურ დღესასწაულებს ფერადი სანთლებით ვამშვენებთ, რაც ჩვენს სადღესასწაულო სუფრაზე ხატოვნად აისახება. სუფრიდან ფერადი ცვილის ლაქების ამოსაყვანად თავდაპირველად, მჭრელი დანის წვერით მოაშორეთ სანთლის ნარჩენები. შემდეგ სუფრას ორივე მხრიდან დააფინეთ ქაღალდის ხელსახოცი და რამდენჯერმე გაუსვით ცხელი უთოს პირი. დალაქავებული ხელსახოცები შეცვალეთ და პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ.
როცა სუფრაზე სანთლის კვალი გაქრება, ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ და მომავალი დღესასწაულებისთვის შეინახეთ.


ჭარხლისა და ტომატის კეტჩუპის ლაქები - დალაქავებული ადგილები ჩვეულებრივი სარეცხი საპნითა და თბილი წყლით გარეცხეთ. შემდეგ ცოტაოდენი ლიმონმჟავა მოაყარეთ და 5 წუთის შემდეგ სუფრა უკვე ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.


შოკოლადისა და ყავის ლაქები - შოკოლადის ლაქას დაასხით რამდენიმე წვეთი ნიშადურის სპირტი და შემდეგ საპნიან წყალში გარეცხეთ. 
ყავის ლაქაზე კი გლიცერინის, ნიშადურისა და წყლის თანაბარი ნაზავი წაუსვით, ერთი დღე-ღამე გააჩერეთ და შემდეგ გარეცხეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?