რატომ არ უნდა გადაყაროთ წვენის გამოწურვის შემდეგ დარჩენილი მშრალი ხილი და ბოსტნეული?

რჩევები დიასახლისებს

20 იანვარი 10:00, 2016 წელი

დავიწყოთ იმით, რომ წვენსაწურში წვენის გამოწურვის შემდეგ დარჩენილი მშრალი ხილი და ბოსტნეული, ანუ ჩენჩო, შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. ამასთანავე, ასეთი ნარჩენებისგან შეიძლება უამრავი გემრიელი და სასარგებლო კერძის მომზადება: წვნიანების, პიურეების, ნამცხვრების, რულეტების, ფაფების, მუსების, კექსის და ა.შ.

ნამცხვარი ბოსტნეულის ჩენჩოთი (სტაფილოს, ჭარხლის, კარტოფილისა და კომბოსტოს)
ათქვიფეთ ერთი ცალი კვერცხი, დაუმატეთ 250 გრ. ბოსტნეულის ჩენჩო,  2 სუფრის კოვზი არაჟანი, 1 სუფრის კოვზი მანანის ბურღული, მარილი და კარგად აურიეთ, ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ჩაასხით ეს მასა ცხიმწასმულ ყალიბში და 200 გრადუსზე გაცხელებულ ჰაერღუმელში გამოაცხვეთ. 
ცხობის დასრულებამდე 10 წუთით ადრე შეგიძლიათ, ნამცხვარს გახეხილი ყველი მოაყაროთ.


მსუბუქი წვნიანი-პიურე ბოსტნეულის ჩენჩოთი
კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ჩენჩო, წყალი, მწვანილი, ნიორი და არაჟანი. 
დაასხით ბოსტნეულის „ჟმიხას“ ცოტაოდენი წყალი და 15 წუთით გააჩერეთ, რათა სითხე კარგად შეიწოვოს. მიღებული კონსისტენციით განსაზღვრეთ, დაამატებთ თუ არა წყალს და ცეცხლზე დაადგით. 
ხარშეთ 15 წუთი და დაამატეთ მარილი გემოვნებით. 
ნიორი, მწვანილი და არაჟანი კი სუფრაზე მიტანის წინ დაუმატეთ.


უგემრიელესი ოლადები ხილისა და ბოსტნეულის ჩენჩოთი
აიღეთ 250 გრ. ჩენჩო, დაუმატეთ 150 გრ. ფქვილი, 2 კვერცხი, ცოტაოდენი სოდა ან გამაფხვიერებელი, მარილი და ამ ინგრედიენტებით მოამზადეთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი. 
ტაფაზე დაასხით ზეთი და მომზადებული ცომი ჩვეულებრივი ბლინებივით შეწვით. 
იმავე წესით შეგიძლიათ, გააკეთოთ ტკბილი ოლადები ხილის ჩენჩოსგან (ვაშლის, მსხლის, ციტრუსების და ა.შ). ხილის ოლადებს ბოლოს შაქრის პუდრა მოაყარეთ.


რულეტი ხორცისგან და ბოსტნეულის ჩენჩოთი
ამ გემრიელი კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ნებისმიერი ბოსტნეულის (სტაფილო, ჭარხალი, კარტოფილი, კომბოსტო, კიტრი, ყაბაყი და ა.შ) ჩენჩო,1 კვერცხი, 1-2 სუფრის კოვზი არაჟანი, ხორცის ფარში, პილპილი, მარილი და სუნელები გემოვნებით.
კვერცხი ოდნავ ათქვიფეთ. 
დაუმატეთ ჩენჩო და არაჟანი. 
მიღებული მასა დააყოვნეთ 10 წუთით. 
დაუმატეთ ფარში, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, სუნელები და კარგად აურიეთ. 


ცალკე მოხარშეთ ბრინჯის სქელი ფაფა და გააცივეთ.
დაუმატეთ მარილი და ათქვეფილი კვერცხი.
მიღებული მასა გაშალეთ პერგამენტის ქაღალდზე ან ალუმინის ფოლგაზე, დააყარეთ ფარშისა და „ჟმიხის“ ნაზავი და ფრთხილად გადაახვიეთ.
რულეტი ზომიერად გახურებულ ჰაერღუმელში 30-40 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.


ტკბილი რულეტი
ტკბილი რულეტის გასაკეთებლად, ბოსტნეულის ნაცვლად, ხილის ჩენჩო უნდა გამოიყენოთ.  
ბრინჯი, წყლის ნაცვლად, რძეში უნდა მოხარშოთ და, მარილის ნაცვლად, შაქარი დაუმატოთ. სანელებლების ნაცვლად, ჩენჩოს გულსართს შეგიძლიათ დაუმატოთ თაფლი, ქიშმიში, მურაბა ან თხილი.


მანის ფაფა ხილისა და ბოსტნეულის ჩენჩოთი
უბრალოდ, მოადუღეთ მანის ფაფა რძეზე, დაუმატეთ „ჟმიხა“ და რამდენიმე წუთის განმავლობაში ასე დატოვეთ. ამ დროის განმავლობაში ფაფა გასქელდება და მიიღებს სასიამოვნო ფერს.
მანის ფაფისთვის კარგი ვარიანტია სტაფილოს, ჭარხლის ან ვაშლის ჩენჩოს გამოყენება.


ხილის ჩენჩოსა და ფინიკის ნამცხვარი
დაგჭირდებათ 1 კგ. ვაშლი, 100 გრ, ფინიკი, 50 გრამი ნუში და 50 გრამი ნიგოზი.
დაასხით ფინიკს წყალი და 2 საათით ასე გააჩერეთ.
ვაშლი წვენსაწურში გაწურეთ.
დამბალი ფინიკი და ნიგოზი კი ბლენდერში ან ხორცსაკეპ მანქანაში დააქუცმაცეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
ამ მასას კარგად აურიეთ ვშლის ჩენჩო და მიღებული მასისგან 5 მმ სისქის ნამცხვრები გააკეთეთ.
დაალაგეთ ცხიმწასმულ პერგამენტის ქაღალდზე და ჰაერღუმელში, ძალიან დაბალ ცეცხლზე გამოაცხვეთ.


ხილის ჩენჩოს ტორტი
ხილის ჩენჩო 200 გრამი, 150 გრ. შაქარი, 150 გრ. ზეთი, 1 ჭიქა ფქვილი, 2 კვერცხი, 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი ან სოდა, 1 ლიმონის ცედრა, 1 ჩაის კოვზი გახეხილი თხილი ან ქოქოსის ფანტელი და ქიშმიში.
კვერცხი და შაქარი მიქსერით ათქვიფეთ და თქვეფის შეუჩერებლად, ნელ-ნელა შეურიეთ ზეთი. დაახლოებით, 5 წუთი კიდევ თქვიფეთ და შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, ჩენჩო და ზემოჩამოთვლილი ყველა ინგრედიენტი.
ჩააფინეთ ფორმაში პერგამენტის ქაღალდი, გამზადებული ცომი ჩაასხით და 190 გრადუსზე გაცხელებულ ჰაერღუმელში შედგით.
40-45 წუთში ნამცხვარი მზად იქნება.
გაგრილებული ბისკვიტი შეგიძლიათ, შუაზე გაჭრათ და ნებისმიერი ჯემი წაუსვათ.


კექსი ხილის ჩენჩოთი
300 გრ. ფქვილი, 250 გრ. ჩენჩო, 200 გრ. შაქარი, 175 გრ. კარაქი, 2-3 კვერცხი, ნახევარი ჩაის კოვზი სოდა ძმრით, ვანილი.
შაქარი და კარაქი კარგად ათქვიფეთ.
თანდათან დაამატეთ კვერცხი, სოდა-ძმრით, ფქვილი და ვანილი.
მოზილეთ ცომი, დაუმატეთ ხილის ჩენჩო და კარგად მოურიეთ.  
წაუსვით კექსის ფორმას ცხიმი, ჩაასხით ცომი და 180 გრადუსზე გაცხელებულ ჰაერღუმელში შედგით. ნახევარ საათში ხილის არომატით გაჯერებული კექსი მზად იქნება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?