თუ სახლში გაზის სუნი იგრძენით...

რჩევები დიასახლისებს

27 იანვარი 10:00, 2016 წელი

უახლოეს დღეებში სინოპტიკოსები ტემპერატურის კიდევ უფრო მკვეთრ ვარდნას გვპირდებიან, რაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის მოხმარებას გაზრდის. დღეს ბუნებრივ აირზე მომუშავე დანადგარების უსაფრთხოდ მოხმარების წესებს შეგახსენებთ.


გაზის გაუმართავი ხელსაწყოებისა და არასტანდარტული საკვამლე და სავენტილაციო არხების გამო არსებობს საშიშროება, რომ ბინაში CO გამოიყოს - ის უფერო, უსუნო, უგემო და ძლიერ მომწამლავი აირია. გარემოში CO-ს 0.5% შემცველობა 20-30 წთ-ში ადამიანზე სასიკვდილო ზემოქმედებას ახდენს, ხოლო 1% შესუნთქვა 1-2 წთ-ში იწვევს სიკვდილს. გაზის 5-15% დაგროვებისას წარმოიქმნება ფეთქებადსაშიში ნარევი, ამიტომ საკუთარი თავისა და გარშემომყოფთა უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, დაიცვათ ბუნებრივ აირზე მომუშავე საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების უსაფრთხოდ სარგებლობის წესები.



გახსოვდეთ:

ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობები კვალიფიციურმა სპეციალისტმა უნდა დაამონტაჟოს და შეაკეთოს.

დაუშვებელია არასტანდარტული და თვითნაკეთი გაზის ხელსაწყოებისა და სანთურების გამოყენება.
ანთებული გაზქურის სიახლოვეს ოდნავ შეღებული უნდა იყოს ფანჯარა.


სათავსისთვის, სადაც დამონტაჟებულია გაზის ხელსაწყოები, აუცილებელია ვენტილაცია - პერიოდულად გაწმინდეთ საკვამლე და სავენტილაციო არხები და შეამოწმეთ მათი მუშაობა.


არავითარ შემთხვევაში არ მიაბათ თოკები ბუნებრივი აირის მილებზე და არ გამოიყენოთ ისინი სარეცხის საშრობად.


გაზის მრიცხველზე ციფრების სანახავად დაუშვებელია მისი განათება ასანთით ან სანთებელათი.


დაუშვებელია გაზზე მომუშავე მოწყობილობების ღამით, ჩართულ მდგომარეობაში დატოვება.


არ შეიძლება გაზქურის სახელურების ძალდატანებით ან ბრტყელტუჩათი გადატრიალება.


არ ისარგებლოთ სუსტი გაწოვის მქონე წყლის გამაცხელებლით.


არ მისცეთ ბავშვებს ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობებთან თამაშის უფლება.


ნუ დაიძინებთ იმ ოთახში, სადაც ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობებია ჩართული. აკრძალვა არ ეხება იმ ოთახებს, რომლებშიც დაყენებულია სახელმწიფო სტანდარტით გათვალისწინებული გამათბობელი ღუმელი.


თუ შეამჩნიეთ, რომ გაზქურიდან ალი წყვეტილად და ხმაურით გამოდის, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ აირის მიწოდება. ამით თავიდან აიცილებთ სათავსში ნამწვი აირის დაგროვებას და გაზის მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლას. გახსოვდეთ, რომ ბუნებრივი აირის ალი უნდა იყოს მოიისფრო ლურჯი ფერის, მოყვითალო შეფერილობის გარეშე.


ჰაერღუმელის ყოველი გამოყენების წინ და შემდგომ სათავსი გაანიავეთ და ჰაერღუმელი რამდენიმე წუთით გაღებული დატოვეთ.


გაზის ღუმელი ყოველთვის სუფთა მდგომარეობაში გქონდეთ. დაბინძურებული გაზქურის შემთხვევაში, აირი მთლიანად არ იწვება და ნამწვს გამოყოფს. გაზქურის ზედაპირი პერიოდულად, საპნისა და სოდის ხსნარით გაწმინდეთ.


არ გამოიყენოთ გაზის ღუმელი ოთახის გასათბობად.


გაზქურისა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სხვა ხელსაწყოების მუშაობის დასრულებისას არ დაგავიწყდეთ მათი გათიშვა.


ზოგჯერ, ავარიულ სიტუაციებში, ბუნებრივ აირს თიშავენ, შემდეგ კი რთავენ. შესაძლოა, გაზის ჩართვის შესახებ გაფრთხილება ვერც გაიგოთ, ამიტომ გაზქურა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სხვა ხელსაწყოები ყოველთვის გათიშულ მდგომარეობაში გქონდეთ.


სახლიდან ხანგრძლივი დროით წასვლისას სასურველია, თუ აირის მომწოდებელ კომპანიას დაუკავშირდებით და ბუნებრივ აირს დროებით გაათიშვინებთ.

თუ შეამჩნიეთ, რომ გაზქურაზე ცეცხლის ალი თავისით ჩაქრა, მის ხელახლა ანთებას ნუ შეეცდებით. შესაძლოა, ამან დაგროვილი აირის აფეთქება გამოიწვიოს. გააღეთ ფანჯრები, ოთახი კარგად გაანიავეთ და ცეცხლი მხოლოდ შემდეგ აანთეთ.


თუ სამზარეულოში ბუნებრივი აირი დაგროვდა, მოწამვლის თავიდან ასაცილებლად, სახეზე წყალში დასველებული ხელსახოცი მიიფარეთ, სამზარეულოში შედით და აირის მიწოდების წყარო გადაკეტეთ.


 


თუ სათავსში გაზის სუნი იგრძენით:


დაუყოვნებლივ ჩაკეტეთ ბუნებრივი აირის მიწოდების წყარო - სპეციალური ვენტილი გაზის მილზე.


არავითარ შემთხვევაში არ აანთოთ შუქი. თუ შუქი ანთებულია, არ გამორთოთ, რადგან გათიშვისას წარმოქმნილმა ნაპერწკალმა შეიძლება აფეთქება გამოიწვიოს. არ ჩართოთ ელექტრომოწყობილობები, არ აანთოთ ასანთი, არ ისარგებლოთ ელექტროზარით. აკრძალულია სიგარეტის მოწევა და ტელეფონზე დარეკვა (ტელეფონი ჩამრთველიდან უნდა გამორთოთ, რომ მოულოდნელად არ დარეკოს). შესაძლოა, ნაპერწკლის გაჩენა მაცივრის ჩართვა-გამორთვამაც გამოიწვიოს. გაზის სუნის აღმოჩენისთანავე, სასწრაფოდ გაანიავეთ სათავსი, უკეთესია, თუ ორპირს მოაწყობთ, და დარეკეთ „ყაზტრანსგაზთბილისის“ საავარიო სამსახურში – ტელ. 114.


საავარიო სამსახურის მოსვლამდე ბუნებრივი აირის გაჟონვის ადგილის აღმოჩენაში საპნის ქაფი დაგეხმარებათ: წაუსვით ქაფი საეჭვო ადგილზე და თუ პატარა ბუშტუკები გაჩნდა, ე.ი. გაჟონვის ადგილი მოძებნილია. აირის გაჟონვის ადგილის აღმოსაჩენად არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ღია ცეცხლი, რადგან, თუ ჰაერში ბუნებრივი აირის კონცენტრაცია კრიტიკულია, შეიძლება აალება მოხდეს.


ეჭვის გაჩენის შემთხვევაში აუცილებლად შეამოწმეთ ბუნებრივი აირის სუნი არა მარტო საკუთარ ბინაში, არამედ სადარბაზოსა და სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეც.
 
თუ ბუნებრივი აირის სუნი სახლის სადარბაზოში იგრძენით, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ მეზობლებს და საავარიო სამსახურს. სპეციალისტების მოსვლამდე დროებით გათიშეთ ლიფტი და გააფრთხილეთ მეზობლები, რომ არ დარეკონ ელექტროზარი. გააღეთ სადარბაზოში არსებული ყველა კარი და ფანჯარა, რათა მაქსიმალურად გაანიავოთ. მოსახლეობა გამოიყვანეთ სახლებიდან და სპეციალისტების მოსვლას ეზოში დაელოდეთ.


საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი აირის გაჟონვისა და აფეთქებების ძირითადი მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა და გაზის მოწყობილობებთან დაუდევარი მოპყრობაა.

განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, თუ საქმე გაზის ბალონებთან გაქვთ. 
ამ შემთხვევაში, აუცილებელია, დაიცვათ შემდეგი წესები:


შეინახეთ გაზის ბალონები კარგად განიავებულ სათავსში, ვერტიკალურ მდგომარეობაში.


გახსოვდეთ, რომ სათადარიგო გაზის ბალონების საცხოვრებელ ბინაში შენახვა დაუშვებელია.
სახლში დასაშვებია მხოლოდ ერთი - 55 ლიტრის ტევადობის ან ორი 27 ლიტრის ტევადობის ბალონის შენახვა. გაზის ბალონი უნდა განთავსდეს გაზის მოწყობილობიდან - ერთი მეტრის და გამათბობელი მოწყობილობებიდან ორი მეტრის დაშორებით.


გაზის ბალონი თუ დაზიანებულია, შეკეთება თავად არ სცადოთ, აუცილებლად ხელოსანს მიუტანეთ.


გაზის ბალონის შეცვლის დროს დარწმუნდით, რომ სავსე და ცარიელი ბალონების ჩამკეტები მჭიდროდაა დახურული. ბალონების შეცვლის შემდეგ, ყოველი შემთხვევისთვის, საპნის ქაფით შეამოწმეთ ყველა შეერთების ადგილი და ბალონის ჰერმეტულობა.


არ შეცვალოთ გაზის ბალონი, თუ სათავსში ჩართულია გამათბობელი მოწყობილობა.


თუ აირის გაჟონვა გაზის ბალონიდან მოხდა, დაუყოვნებლივ გაიტანეთ ბალონი შენობიდან, დადგით უსაფრთხო ადგილზე და სველი პირსახოცი გადააფარეთ.


თუ ცეცხლი გაზის ბალონს გაუჩნდა, ხელზე სველი პირსახოცი შემოიხვიეთ და შეეცადეთ, ჩამკეტიდან გადაკეტოთ. თუ ეს არ ხერხდება, არ სცადოთ ცეცხლმოკიდებული ბალონის გადატანა, სანამ ცეცხლი არ ჩაქრება და ბალონი არ გაცივდება. ცხელი ბალონის ადგილიდან დაძვრის შემთხვევაში აფეთქების საფრთხე არსებობს.


გისურვებთ, ზამთრის სეზონი თბილად, მშვიდად და უსაფრთხოდ გაატაროთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?