ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მანდარინისა და ფორთოხლის კანს აღარ გადაყრით!  

რჩევები დიასახლისებს

10 თებერვალი 10:00, 2016 წელი

მანდარინისა და ფორთოხლის კანი დიასახლისის უნივერსალური დამხმარეა. დღეს ჩვენ გასწავლით, როგორ გამოიყენოთ საოჯახო საქმიანობაში ეს არომატული და ძალიან სასარგებლო ინგრედიენტი.


1. ყველა დიასახლისისთვის ცნობილია, რომ წყლის წვეთები მეტალის ზედაპირზე ლაქებს ტოვებს. თუ გსურთ, რომ თქვენი წყლის ონკანი სარკესავით კრიალებდეს, ციტრუსის კანით გაწმინდეთ. ის შეიცავს ნატურალურ ზეთს, რომელიც მშვენივრად უმკლავდება წყლისა და ქლორისგან გაჩენილ ლაქებს.


2. ძველი ხის ავეჯი სარკესავით იპრიალებს, თუ ციტრუსის კანის თეთრი მხრიდან გაწმენდთ.



3. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ციტრუსის კანით შესაძლებელია ყველაფრის გაწმენდა - კერამიკული ფილებიდან დაწყებული, მეტალის დეტალებით დამთავრებული. გაითვალისწინეთ, რომ ის არა მარტო ლაქებს აცილებს, არამედ სასიამოვნო სურნელსაც ტოვებს.



4. თუ გსურთ, სახლში გქონდეთ ეკოლოგიურად სუფთა, უნივერსალური საწმენდი საშუალება, მანდარინისა და ფორთოხლის კანები დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ ჩვეულებრივი წყლის საფრქვევში, დაასხით თეთრი ძმარი და ერთი კვირით მაცივარში დატოვეთ. არ დაგავიწყდეთ პერიოდულად ჭურჭლის შეჯანჯღარება. ციტრუსის ძმრისგან დამზადებული საწმენდი საშუალებით შეგიძლიათ, გაწმინდოთ კერამიკული ფილები, მაცივარი, ფანჯრები, მინები და იატაკიც კი.



5. კოღოები, ბუზები და ჭიანჭველები საშინლად ვერ იტანენ ლიმონინს, რომელსაც ყველა ციტრუსის კანი შეიცავს. ამიტომ გახეხეთ კანი სახეხზე  ან ბლენდერში დააქუცმაცეთ და მწერების თავშეყრის ადგილებში მოათავსეთ.




6. ციტრუსის კანში შემავალ არომატული ზეთს შეუძლია, სახლიდან ყველანაირი უსიამოვნო სუნი გააქროს. ამასთანავე, ქიმიური საშუალებებისგან განსხვავებით, ეს სრულიად უვნებელი და ეკოლოგიურად სუფთა არომატიზატორია. ჩაყარეთ გამხმარი და დაქუცმაცებული ციტრუსის კანი ნაჭრის პატარა ტომსიკებში და მოათავსეთ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კარადებში, საპირფარეშოში და ყველგან, სადაც შეიძლება უსიამოვნო სუნი გაჩნდეს.






7. თუ მარილი, შაქარი ან სოდა გაქვავდა, ჭურჭელში რამდენიმე საათით ჩადეთ ციტრუსის კანი. მასში შემავალი ნატურალური ზეთები ბუნებრივი მეთოდით დაარბილებს გაქვავებული პროდუქტების სტრუქტურას და მათ პირვანდელ სახეს დაუბრუნებს.



8. ციტრუსის კანით შესაძლებელია, მოამზადოთ კანის ბუნებრივი სკრაბი. ამისთვის ახალი ცედრა ბლენდერში დააქუცმაცეთ და სველ კანზე წრიული მოძრაობებით შეიზილეთ. რამდენიმე წუთით გააჩერეთ და ჩამოიბანეთ (ამის გაკეთება უმჯობესია შხაპის მიღების დროს). ეს ნატურალური, ვიტამინებით სავსე და ეკოლოგიურად სუფთა სკრაბი დაარბილებს და გამოაცოცხლებს თქვენს კანს.



9. ფორთოხლის კანისგან შეგიძლიათ, მოამზადოთ დაშაქრული ცუკატები, რომლითაც  ნამცხვრებსა და დესერტებს გააფორმებთ. საჭიროა 2 დიდი ფორთოხლის კანი, 2 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა წყალი და ნახევარი ჭიქა შაქრის პუდრა. ფორთოხლის კანს მოაცილეთ თეთრი ნაწილები და წვრილ, გრძელ ნაჭრებად დაჭერით. წყლითა და შაქრით მოადუღეთ სიროფი, ჩააწყვეთ ფორთოხლის კანები და დაბალ ცეცხლზე ნახევარი საათის განმავლობაში ხარშეთ. კანები ამოალაგეთ, აცადეთ გაშრობა და შაქრის პუდრაში ამოავლეთ. გამზადებული ცუკატები შეინახეთ ჰერმეტულად დახურულ მშრალ მინის ქილაში.

10. მანდარინის კანს იყენებენ მადის სტიმულირებისა და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელი ნაყენების დასამზადებლად. მადის სტიმულაციისთვის რეკომენდებულია მანდარინის გამხმარი კანისგან დამზადებული ნაყენის 10-20 წვეთის მიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

11. იმუნიტეტის გასაძლიერებლად, 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ მანდარინის კანს დაასხით 250 მლ არაყი, გააჩერეთ 7 დღე ბნელ ადგილას. მიიღეთ ხოლმე 30 წვეთი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.


12. ხველებისას და ბრონქიტის დროს მანდარინის 4 სუფრის კოვზ გამხმარ კანს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და ორი საათით გააჩერეთ.  შემდეგ გადაწურეთ, შეურიეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და ნახევარი ჭიქა ნაყენი დღეში ოთხჯერ მიიღეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?