დაფნის არაჩვეულებრივი თვისებები - გსმენიათ მათ შესახებ?

რჩევები დიასახლისებს

24 თებერვალი 10:00, 2016 წელი

დაფნის ფოთოლი ყველა სამზარეულოში მოიპოვება. დიასახლისები მას აქტიურად გამოიყენებენ კულინარიაში. ეს კეთილშობილი მცენარე დიდხანს არ კარგავს სასარგებლო თვისებებს, თუმცა მის გამოყენებასა და შენახვას თავისი წესები აქვს, რაზეც ქვემოთ მოგიყვებით და დაფნის რამდენიმე არაკულინარიულ, მაგრამ ძალიან საინტერესო თვისებასაც გაგაცნობთ.

1. დაფნის დიდი ხნით ხარშვა ძირითად პროდუქტებთან  რეკომენდებული არ არის, ამიტომ დაფნის ფოთოლს წვნიან კერძში ხარშვის დასრულებამდე 5 წუთით ადრე უშვებენ - 1 ლიტრზე 1 ფოთოლს და ხარშვის დასრულებიდან 15-20 წუთის შემდეგ იღებენ. მინის ქილებში მოთავსებულ მარინადში უნდა ჩადოთ არა უმეტეს 1-2 ფოთლისა.  დიდი რაოდენობით დაფნის ფოთოლმა შეიძლება ადამიანის მოწამვლა გამოიწვიოს.
 


2. დაფნა პირის ღრუს მოვლის შესანიშნავი საშუალებაა. თუ პირის ღრუში უსიამოვნო სუნი გაწუხებთ, თუ გაქვთ სტომატიტი, გინგივიტი ან პაროდონტოზი, უბრალოდ, ღეჭეთ დაფნის ფოთოლი ჭამამდე და ჭამის შემდეგ. 


3. დაფნა შველის უძილობას. ეს საოცარი მცენარე ვალერიანის ფესვებზე ნაკლებად არ ამშვიდებს. ჩააკერეთ რამდენიმე დაფნის ფოთოლი ბალიშში და მთელი ღამე ახალშობილივით მშვიდად და უშფოთველად იძინებთ. ასეთი არომათერაპია თქვენს პატარასაც დაეხმარება მშვიდად ძილში.


4. დაფნის ფოთოლს, მასში შემავალი ეთერზეთების დამსახურებით, ჰაერის გამწმენდი და დეზინფიცირების ეფექტი აქვს. დაფნის 10-15 ფოთოლი წამოადუღეთ და ოთახში დატოვეთ. მალე სივრცეში სასიამოვნო არომატი დატრიალდება, ხოლო ბაქტერიები უკვალოდ გაქრება.


5. ანტიბაქტერიული ეფექტის დამსახურებით, დაფნა წარმატებით გამოიყენება კანის დაავადებების (ალერგიები, კანის გაღიზიანება და ნაწოლები) სამკურნალოდ. ხმელი დაფნის ფოთოლი დაფქვით ყავის საფქვავში, ისე, რომ 1,5 ჩაის კოვზი ფხვნილი მიიღოთ. დაასხით ერთი ჭიქა ზეთი და ერთი კვირით დატოვეთ მაცივარში. ამ ნაზავით დაამუშავეთ დაზიანებული ადგილები დღეში ორჯერ და შედეგს მალე იხილავთ. სხვათა შორის, ეს ზეთი მშვენივრად აშორებს თვალებიდან მაკიაჟს.



6. დაფნის ზეთი ეფექტურია თავის ტკივილის დროსაც. ყავის საფქვავში დაფქვით ხმელი დაფნის ფოთოლი, ისე, რომ ორი სუფრის კოვზი ფხვნილი გამოვიდეს. დაასხით ერთი ჭიქა მცენარეული ზეთი და ერთი კვირით ბნელ ადგილას გააჩერეთ. თავის ტკივილის დროს დაფნის ზეთით საფეთქლები დაიზილეთ და რამდენიმე წუთში შვებას იგრძნობთ.


7. დაფნის ფოთოლი ეფექტურად ებრძვის სოკოვან დაავადებებს და ფეხს ოფლიანობისგან იცავს. 10 ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და რამდენიმე საათით გააჩერეთ. გაიკეთეთ ამ ნაყენის აბაზანები კვრაში 2-3 ჯერ და ფეხის ოფლიანობისა და სოკოს პრობლემები ნაკლებად შეგაწუხებთ.

8. ფუტკრის ნაკბენზე დაიდეთ კარგად დანაყული დაფნის ფოთოლი და ზემოდან პლასტირი გადააკარით. შესიება და კანის გაღიზიანება მალე გაქრება.

9. დაფნის არომატი აფრთხობს მწერებს, ამიტომ ხშირად იყენებენ ჩრჩილის საწინააღმდეგოდ.

10. როგორ ავარჩიოთ დაფნის ფოთოლი და რამდენ ხანს შეიძლება მისი შენახვა? ფოთოლი უნდა იყოს მუქი მწვანე ფერის, ლაქებისა და თეთრი წერტილების გარეშე. განსაკუთრებით კარგი არომატი აქვს დიდი ზომის ფოთლებს. დაფნის ფოთოლი სასარგებლო თვისებებს მაშინაც ინარჩუნებს, როცა გამოაშრობთ. აუცილებლად შეინახეთ ჰერმეტულ ჭურჭელში, მაქსიმუმ, 1 წელი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?