როგორ გავაკეთოთ შოკოლადის კვერცხები?

რჩევები დიასახლისებს

20 აპრილი 12:00, 2016 წელი

ევროპაში შოკოლადის კვერცხი აღდგომის დღესასწაულის ისეთივე განუყრელი ატრიბუტია, როგორც ჩვენში შეღებილი კვერცხები. შოკოლადის კვერცხი შეიძლება, „ქინდერის“ მსგავსად, შიგნით ცარიელი იყოს, შესაძლოა, სხვადასხვა სახის გულსართი ჰქონდეს - კრემის, იოგურტის, ხილის და ა.შ.  


შოკოლადის კვერცხის მომზადება მთელი ხელოვნებაა, რომელიც გამოცდილებასა და დიდ მოთმინებას მოითხოვს, თუმცა სურვილისა და მონდომების შემთხვევაში, შეუძლებელი არაფერია.

1) შოკოლადის კვერცხები  პლასტიკატის ფორმებში

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
შავი ან რძიანი შოკოლადი დანამატების (თხილი, ქიშმიში) გარეშე;
პლასტიკატის ან სილიკონის ფორმები;
5-10 ფილა შოკოლადი;
კულინარიული თერმომეტრი.


მომზადება:
თავდაპირველად გაამზადეთ სპეციალური სილიკონის ან პლასტიკატის ფორმები. თუ ასეთი ფორმები არ გაქვთ, შეგიძლიათ, წინასწარ შენახული „ქინდერ-სიურპრიზის“ პლასტიკატის ფორმები გამოიყენოთ.


ფორმები კარგად გარეცხეთ, გაამშრალეთ და ცოტაოდენი ზეთი წაუსვით - ასე კვერცხს ფორმიდან ადვილად ამოიღებთ.


გახეხეთ 5 ფილა შოკოლადი და განუწყვეტელი მორევით გაადნეთ წყლის აბაზანაზე. იმისთვის, რომ „კვერცხის“ ზედაპირი პრიალა და სრულყოფილი იყოს, შოკოლადი 43 გრადუსამდე მაინც უნდა გააცხელოთ. ტემპერატურის გაზომვაში კულინარიული თერმომეტრი დაგეხმარებათ. გამდნარი შოკოლადი 35 გრადუსამდე გააგრილეთ და ფორმებში ჩაასხით. ჩასხმისას ფორმა ამოძრავეთ, რათა შოკოლადი თანაბრად გადანაწილდეს.

თუ გსურთ, რომ „კვერცხი“ გამძლე და მყარი გამოვიდეს, 20-წუთიანი ინტერვალებით პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ.  
კვერცხის კიდეები უსწორმასწორო რომ არ იყოს, ფორმაში ჩასხმულ შოკოლადს კიდეები დანის პირით შეუსწორეთ.  
ბოლო პროცედურის შემდეგ შოკოლადი კვერცხები მაცივარში შეაწყვეთ და კარგად გააცივეთ.

სანამ კვერცხების  ნახევრებს შეაერთებთ, შეგიძლიათ, მასში რაიმე სიურპრიზი ან გულსართი ჩადოთ (კანფეტები, დრაჟეები, პატარა სათამაშო ან კრემი, ხილი, თხილი და ა.შ).
ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო პროცესი კვერცხის ნახევრების შეერთებაა, რადგან ერთმა გაუფრთხილებელმა მოძრაობამ შეიძლება მთელი შრომა წყალში ჩაგიყაროთ. ამასთანავე, საკმაოდ სწრაფად უნდა იმოქმედოთ, რადგან ხელების სითბომ შეიძლება შოკოლადის დეფორმაცია გამოიწვიოს. კვერცხის ნახევრების შეერთება ორი მეთოდით შეიძლება: ა) კვერცხები კიდეების მხრიდან რამდენიმე წამით თბილ ზედაპირზე დააწყვეთ და როგორც კი ოდნავ შედნება, შეაერთეთ ან ბ) გამდნარი შოკოლადის მასით შეაერთეთ.
შოკოლადის „ნაკერი“ შეიძლება  საკუთარი ფანტაზიით შენიღბოთ.



2) შოკოლადის კვერცხები ქათმის კვერცხის ნაჭუჭში

მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 
კვერცხი - სასურველი რაოდენობით
შავი შოკოლადის ფილა - კვერცხის რაოდენობის შესაბამისად

მომზადება: 
ეს შედარებით შრომატევადი პროცესია, თუმცა შედეგით კმაყოფილი დარჩებით.
ჩვეულებრივი ქათმის კვერცხი სოდით გარეცხეთ.
მრგვალი ბოლოდან გაუკეთეთ დაახლოებით 2,5 სმ. დიამეტრის ხვრელი და შიგთავსი გადმოასხით, რადგან თქვენ მხოლოდ ნაჭუჭი დაგჭირდებათ.
ნაჭუჭიც, ასევე, სოდიანი წყლით კარგად გარეცხეთ და გააშრეთ.
შემდეგ ისევე მოიქეცით, როგორც ფორმებში ჩასხმის შემთხვევაში, თუმცა ერთი განსხვავებით - ორი ნახევრის შეერთება აღარ დაგჭირდებათ.
კვერცხის ნაჭუჭი შეგიძლიათ, შოკოლადით მთლიანად გაავსოთ.
შოკოლადის ჩასხმის შემდეგ კვერცხები კვერცხის ჩასადებში ჩაალაგეთ და მაცივარში შედგით.
როცა კვერცხები კარგად გაცივდება და გამაგრდება, ნაჭუჭი ფრთხილად გატეხეთ და შოკოლადის კვერცხები ამოალაგეთ.  


 


3) შოკოლადის ყვითელგულა კვერცხები
ეს ვარიანტი ნატურალურთან მაქსიმალურად მიახლოებულია  

მოსამზადებლად
დაგჭირდებათ:
სიმინდის გლუკოზის სიროფი - 170 გრ. (1/2 ჭიქა)
შაქრის პუდრა - 375 გრ.
ოთახის ტემპერატურის კარაქი - 58 გრ.
ვანილი - 1/2 ჩაის კოვზი
მარილი - 1/4 ჩაის კოვზი
ყვითელი კულინარიული საღებავი
შოკოლადის რამდენიმე ფილა.


პირველი ნაბიჯი:
სიმინდის გლუკოზის სიროფი, კარაქი და ვანილი ერთად ათქვიფეთ.
მიღებულ მასას პატარა საცრის დახმარებით დაამატეთ შაქრის პუდრა და თქვეფა განაგრძეთ, სანამ პუდრა მთლიანად არ გაიხსნება.
ამ მასისგან კეთდება „კვერცხის ცილა და გული“.
მასის, დაახლოებით, მესამედს დამატეთ ცოტაოდენი ყვითელი კულინარიული საღებავი. თეთრი და ყვითელი მასა მაცივარში მოათავსეთ.


მეორე ნაბიჯი:
როცა კარგად გაცივდება და გამაგრდება, ყვითელი მასისგან გააკეთეთ პატარა ბურთულები. დაალაგეთ სინზე, რომელზეც პერგამენტის ქაღალდია დაფენილი და საყინულეში შედგით.
სანამ „კვერცხის გულები“ მაცივარში ცივდება, თეთრი ცომისგან გააკეთეთ ოდნავ უფრო დიდი ბურთები და გააბრტყელეთ.
გამაგრებული „გულები“ გაახვიეთ თეთრ ცომში და ხელის მოძრაობით ეცადეთ, კვერცხის ფორმა მისცეთ.
გამზადებული „კვერცხები“ რამდენიმე საათით მაცივარში მოათავსეთ.


მესამე ნაბიჯი:
დატეხეთ შოკოლადის ფილები, ჩაყარეთ ჯამში და წყლის აბაზანაზე გაადნეთ.
არ დაგავიწყდეთ, რომ ამ დროს განუწყვეტლივ უნდა ურიოთ.
კვერცხები მაცივრიდან გამოიღეთ, ხის ჩხირზე წამოაცვით და სათითაოდ ამოავლეთ გამდნარ შოკოლადში.


გახსოვდეთ, რომ, თუ შოკოლადი მაღალი ხარისხისაა, შოკოლადის კვერცხი, გემრიელთან ერთად, პრიალა და ლამაზიც გამოვა.


ძვირფასო დიასახლისებო, მოგვწერეთ თქვენი საინტერესო იდეების შესახებ და გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.
გავულამაზოთ ერთმანეთს სადღესასწაულო განწყობა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?