ბროლისა და მინის ჭურჭლის რეცხვის 6 ოქროს წესი

რჩევები დიასახლისებს

13 ივლისი 12:00, 2016 წელი

ბროლისა და მინისგან დამზადებული ჭურჭელი განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. იმისთვის, რომ ასეთმა ჭურჭელმა იკაშკაშოს, მათი სწორად გარეცხვა უნდა ვიცოდეთ...


რა არ შეიძლება?
პირველ რიგში, დაიმახსოვრეთ, რომ ბროლის რეცხვისას არ შეიძლება სოდის, საპნისა და ძლიერმოქმედი სარეცხი საშუალებების გამოყენება. თუ გსურთ, ბროლის ნაკეთობა გამჭვირვალე და კაშკაშა იყოს, არასოდეს გარეცხოთ ცხელი წყლით და არასოდეს გააშროთ ჰაერზე.


დაუშვებელია ცეცხლგამძლე მინის რეცხვა მეტალისგან დამზადებული ბადით ან უხეში ღრუბლით. გახსოვდეთ, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება ცეცხლგამძლე მინაზეც მოქმედებს, ამიტომ ცხელ ჭურჭელში მაშინვე ცივ წყალს ნუ ჩაასხამთ, თორემ შეიძლება გაიბზაროს.



ახლა კი რეცხვის წესები:

1. ბროლის ჭურჭელი ყოველთვის კაშკაშა რომ იყოს, უნდა გარეცხოთ თბილი წყლით, რომელშიც მარილი და ძმარი იქნება გარეული (1 ლიტრ წყალზე 1 სუფრის კოვზი მარილი და 1 სუფრის კოვზი ძმარი). ასეთივე ხსნარით შესაძლებელია ბროლის ლარნაკიდან ყვავილებისგან გაჩენილი ნადების მოცილება. არ დაგავიწყდეთ, რომ რეცხვის ბოლოს ბროლის ჭურჭელი კარგად გაავლოთ ცივ წყალში და გულმოდგინედ გაამშრალოთ.


2. ძლიერ დაბინძურებული ბროლის ჭურჭელს ადვილად გარეცხავთ კარტოფილის ნახარშით. შესაძლებელია ჭურჭლის მშრალად გაწმენდა გაჭრილი კარტოფილითაც. პროცესის დასრულების შემდეგ წყლის გადავლება აუცილებელი არ არის. მთავარია, არ დაგავიწყდეთ ჭურჭლის გაწმენდა რბილი, მშრალი ნაჭრით.


3. მინის ჭურჭელი გარეცხეთ წყლისა და ნიშადურის სპირტის ნაზავში (1 ლიტრ წყალზე 1 სუფრის კოვზი ნიშადურის სპირტი), შემდეგ კი გაავლეთ ლილაში, რომელიც ნაკეთობას ელვარებას მიანიჭებს.


4. მინის ჭურჭელზე თუ წითელი ღვინის ან წვენის ლაქები დარჩა, ერთი საათით სოდიან წყალში ჩაალბეთ და შემდეგ ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.


5. გახსოვდეთ, რომ ბროლისა და მინის ჭურჭელი კარგად იწმინდება სპირტით. პატარა ნაჭერი სპირტში ან არაყში დაასველეთ, ჭურჭელი გაწმინდეთ და ბოლოს რბილი ნაჭრით გაამშრალეთ.


6. ცეცხლგამძლე მინის ჭურჭელი ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებით ირეცხება. რეცხვის დასრულების შემდეგ აუცილებელია ჭურჭლის გავლება ცივ წყალში. ბროლის ნაკეთობებისგან განსხვავებით, მინის გამშრალება აუცილებელი არ არის. შეგიძლიათ, საშრობში მოათავსოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?