როგორ მოვამზადოთ გემრიელი კეტჩუპი სახლის პირობებში?

რჩევები დიასახლისებს

20 ივლისი 12:00, 2016 წელი

ეს პოპულარული საწებელი თითქმის ყველა კერძს უხდება. ოჯახური წესით დამზადებული კი ბევრად სასარგებლოა, რადგან არ შეიცავს არომატიზატორებს, გემოს გამაძლიერებლებს, კონსერვანტებსა და სტაბილიზატორებს. 


ზოგიერთი მწარმოებელი კეტჩუპს გასასქელებლად სახამებელსაც უმატებს. სწორედ ამიტომ ექიმები მაღაზიაში ნაყიდი კეტჩუპის ხშირად გამოყენებას არ გვირჩევენ, რადგან შესაძლოა, ამან კუჭ-ნაწლავის პრობლემები გამოიწვიოს და ზედმეტი წონაც შეგვმატოს. ასეთი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, შემოგთავაზებთ სახლის პირობებში კეტჩუპის მომზადების წესს. გახსოვდეთ, რომ საუკეთესო კეტჩუპი მხოლოდ მწიფე და ხორციანი პომიდვრისგან გამოგივათ.


 


 


 



საჭირო ინგრედიენტები:
პომიდორი - 5 კგ.
ბულგარული წიწაკა - 300 გრ.
ხახვი - 500 გრ.
შაქარი - 200 გრ.
მარილი - 1-2 სუფრის კოვზი
მწარე წიწაკა - 2 ჩაის კოვზი 
ძმარი - 1/2 ჩაის ჭიქა.


 




მომზადების წესი:

1. პომიდორი კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში. შემდეგ შუაზე გაჭერით და თესლი ამოაცალეთ.


2. გაჭრილი და თესლამოცლილი პომიდორი 5 წუთით მდუღარე წყალში მოათავსეთ.


3. შემდეგ ამოიღეთ და და წინასწარ მომზადებულ ცივ წყალში ჩაუშვით.


4. გააცალეთ პომიდორს კანი და დაჭერით წვრილ ნაჭრებად.


5. დაჭერით ხახვი და ბულგარული წიწაკა.


6. ეს ყველაფერი ხორცის საკეპ მანქანაში გაატარეთ.


7. გატარებული პომიდორი, ხახვი და წიწაკა ფართო ქვაბში გადაიტანეთ. მოაყარეთ მარილი, შაქარი და კარგად მოურიეთ.


8. ტომატის მასა ადუღებამდე მიიყვანეთ, მოხადეთ ქაფი და, დაახლოებით, ნახევარი საათი ადუღეთ.

9. დაამატეთ მწარე წიწაკა და გააგრძელეთ ხარშვა საჭირო სისქემდე.

10. ბოლოს დაამატეთ ძმარი, კარგად მოურიეთ და კიდევ 2-3 წუთი ადუღეთ.



ცხელი კეტჩუპი წინასწარ გასტერილებულ ქილებში ჩაასხით და დახუფეთ.
დახუფული ქილები ამოაბრუნეთ, სქელი პლედი გადააფარეთ და გაციებამდე ასე დატოვეთ.

შენიშვნა:
შეგიძლიათ, უშუალოდ გამოყენების წინ კეტჩუპს დაჭყლეტილი ნიორი დაუმატოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?