შემწვარი ბადრიჯანი ზამთრისთვის

რჩევები დიასახლისებს

27 ივლისი 12:00, 2016 წელი
379

ნივრით და მწვანილებით შეზავებული შემწვარი ბადრიჯანი უგემრიელესი კერძია, რომელსაც წელიწადის ნებისმიერ დროს სიამოვნებით მიირთმევენ. ჩვენ შემოგთავაზებთ უმარტივეს რეცეპტს.

0,4ლ ტევადობის ქილისთვის დაგჭირდებათ:


ბადრიჯანი_500 გრ,


ნიორი_2-3 კბილი,


ოხრახუთი_5 ღერი,


მარილი_ 1 ს/კ.


ზეთი_1 ჩაის ჭიქა.


მომზადების წესი:


1.ბადრიჯანი კარგად გარეცხეთ. მოაჭერით მწვანე ყუნწები და დაახლოებით 1 სმ-ის სისქის ნაჭრებად დაჭერით.


2.ცხელ ტაფაზე დაასხით 2 სუფრის კოვზი ზეთი და ბადრიჯნის ნაჭრები ზომიერ ცეცხლზე ორივე მხრიდან შეწვით.


3.ნიორი წვრილად დაჭერით ან დაჭყლიტეთ. მწვანილი დაჭერით, დააყარეთ მარილი და  ნიორში აურიეთ.


4.ბადრიჯნის ყველა ნაჭერს წაუსვით ნივრიანი მასა და მჭიდროდ ჩააწყვეთ წინასწარ მომზადებულ, გასტერილებულ ქილებში.


5.ზეთი წამოადუღეთ, გააცივეთ და ქილაში მოთავსებულ ბადრიჯანს თავზე მოასხით. (თოთოეულ ქილას დაახლოებით 2-2,5 სუფრის კოვზი).


6.ქილები მოხუფეთ და გრილ ადგილზე შეინახეთ.

გემრიელად მიირთვით!