რატომ და როგორ უნდა დავალბოთ ბურღული მოხარშვის წინ?

რჩევები დიასახლისებს

21 ნოემბერი 12:00, 2016 წელი

მარცვლეული და ბურღულეული პროდუქტები ფიტინის მჟავას შეიცავენ. კვლევებით კი დამტკიცებულია, რომ ფიტინის მჟავა ბლოკავს ორგანიზმის მიერ მაგნიუმის, კალციუმის, რკინისა და ცინკის ათვისებას და ანემიისა და ალერგიულობის გამომწვევ მიზეზად გვევლინება. ისიც დადასტურებულია, რომ რაქიტისა და ოსტეოპოროზის  გამომწვევი მიზეზი კალციუმის უკმარისობაა, რასაც საკვებში ფიტინის მჟავის სიჭარბე იწვევს. საბედნიეროდ, საშიში მჟავის გარდა, მარცვლეული და ბურღული სასარგებლო ფერმენტებსაც შეიცავს. მაგალითად, ფერმენტ ფიტაზას, რომელიც პროდუქტის დალბობის დროს აქტიურდება და საშიში ფიტინის მჟავის დაშლას იწვევს. 

სხვათა შორის, ჩვენი ბებიები ბურღულეულს მოხარშვის წინ აუცილებლად ალბობდნენ. შესაძლოა, მათ არაფერი იცოდნენ კონკრეტულად ფიტინის მჟავის შესახებ და რაღაც გამოცდილებაზე დაყდნობით იქცეოდნენ ასე, თუმცა ჩვენთვის ხომ უკვე ცნობილია. ამიტომ, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა დაულბობელი ბურღულეულის მოხმარება მინიმუმამდე უნდა შეამცირონ ან საერთოდ ამოიღონ რაციონიდან. 

როგორ დავალბოთ ბურღული?
დალბობის პროცესისთვის მხოლოდ თბილი წყალი და ნატურალური სიმჟავე (ვაშლის ძმარი, ლიმონის წვენი, მაწონი ან კეფირი) დაგჭირდებათ.
ჭურჭელი, რომელშიც ბურღულს დაალბობთ, პლასტიკატის არ უნდა იყოს. ბურღულს იმდენი წყალი დაასხით, რომ მთლიანად დაიფაროს.
ყოველ ერთ ჭიქა წყალზე შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი ან ლიმონის წვენი. ჭურჭელს თავზე დააფარეთ და თბილ ადგილას დადგით.
გაითვალისწინეთ, რომ ფიტაზას ფერმენტის აქტივაციისთვის საჭიროა 12-დან 18 საათამდე.
ზოგიერთი სახეობის ბრინჯი, წიწიბურა და ხორბალი დიდი რაოდენობით ფიტინის მჟავას არ შეიცავს, ამიტომ მათი დალბობა 7-9 საათითაც შეიძლება. სამაგიეროდ, დიდი რაოდენობის მჟავას შეიცავს ქატო, ამიტომ მისი გამოყენება ხანგრძლივი დალბობის გარეშე, რეკომენდებული არ არის.
დალბობის შემდეგ ბურღული კარგად უნდა გარეცხოთ და მოსახარშად დაადგათ. გაითვალისწინეთ, რომ ასე დამუშავებული ბურღული გაცილებით სწრაფად იხარშება.
დალბობის პროცესის შედეგად ბურღულეული ვიტამინებით, მინერალებით და ფერმენტებით მდიდრდება და ორგანიზმი პროდუქტს სამჯერ უფრო სწრაფად გადაამუშავებს.

რომელ პროდუქტს რამდენი ხანი სჭირდება დასალბობად?
შვრია/შვრიის ფანტელი - 8-12 საათი
ყავისფერი ბრინჯი - 12 საათი
თეთრი ბრინჯი - 9 საათი
ქერი - 6 საათი
წიწიბურა - 5 საათი
ფეტვი - 5 საათი.

გაითვალისწინეთ, რომ დალბობას საჭიროებს აბსოლუტურად ყველა ბურღული და მარცვლეული. ამას განსაკუთრებული ძალისხმევა არ ჭირდება, უბრალოდ, კერძის მომზადება ერთი დღით ადრე უნდა დაგეგმოთ. დანარჩენს, თქვენს ნაცვლად, დრო გააკეთებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?