როდის უნდა ავიღოთ ნაძვის ხე - ნათლისღებამდე თუ მის შემდეგ?

რჩევები დიასახლისებს

9 იანვარი 12:00, 2017 წელი

ნაძვის ხე ნებისმიერ ოჯახში საშობაო და საახალწლო დღესასწაულების მთავარი ატრიბუტია. ჩვენ ყოველწლიურად გულმოდგინედ ვარჩევთ ნაძვის ხის მოსართავებს და თავს ვიწონებთ ლამაზად გაფორმებული ინტერიერით. ხოლო, როცა ამ სილამაზეებთან განშორების დრო დგება, ცოტა არ იყოს, გული გვწყდება...

ზოგიერთები ნაძვის ხეს ახალი წლის დადგომის მეორე დღესვე იღებენ და გულმოდგინედ ინახავენ, თუმცა ოჯახების უმეტესობას ნაძვის ხესთან განშორება ძველით ახალი წლის შემდეგ ურჩევნიათ. ამ დროს, ზამთრის არდადეგები მთავრდება, სკოლაში სწავლა იწყება და ყველა ცდილობს, სახლს პირვანდელი სახე დაუბრუნოს.

მაინც, როდის უნდა ავიღოთ ნაძვის ხე - ნათლისღებამდე, ანუ 19 იანვრამდე, თუ მის შემდეგ?
ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. უბრალოდ, არსებობს ტრადიცია, რომ ნათლისღებას სახლი საშობაო და საახალწლო სიმბოლოებისგან განთავისუფლებული, დასუფთავებული და მოწესრიგებული უნდა იყოს.

ძველად არსებობდა რწმენა, რომ ნაძვის ხე თავის დადებით ენერგეტიკას 14 იანვრამდე ოჯახში ტოვებდა, ამიტომ ამ დრომდე მისი აღება სასურველი არ იყო. ძველით ახალი წლის შემდეგ ოჯახები ნათლისღების დღესასწაულისთვის ემზადებიან, რაც სახლის გენერალურ დალაგებასაც ითვალისწინებს.

რაც შეეხება იმას, როდის უნდა ავიღოთ ნაძვის ხე ფენ-შუის მიხედვით, ეს სისტემა გვირჩევს, ახალ წელს ჩინური კალენდრით შევხვდეთ. შესაბამისად, სახლში ნაძვის ხე თებერვლამდე უნდა იდგეს. თუმცა, ბუნებრივი ნაძვის ხის შემთხვევაში, ამის მოხერხება საკმაოდ რთულია: ხეს გამხმარი წიწვები დასცვივდება და საკმაოდ ულამაზო შესახედავი იქნება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?