„ზარმაცების ცომი“ – 5 წუთში მზადდება და დიდხანს ინახება

რჩევები დიასახლისებს

23 იანვარი 12:00
202

საფუარიანი „ზარმაცების ცომი“ ნამდვილი აღმოჩენაა იმ დიასახლისებისთვის, რომლებსაც სამზარეულოში დიდხანს ფუსფუსის არც დრო აქვთ და არც სურვილი. ცომის მომზადებისთვის 5 წუთიც საკმარისია, სამაგიეროდ, მაცივარში 3-4 დღის განმავლობაში ინახება და არავითარ შემთხვევაში არ ამჟავდება. სურვილის შემთხვევაში, ცომი შეგიძლიათ, გაყინოთ და ისე შეინახოთ.

შემადგენლობა:


რძე - 500 გრ.
ფქვილი - 5 ჭიქა,
შაქარი - 2 ს/კ.
ზეთი - 2 ს/კ.
საფუარი - 11 გრ.
მწიკვი მარილი.

მომზადების წესი:
ჯამში ჩაყარეთ 4 ჭიქა ფქვილი და საფუარი.
ნელ-ნელა დაუმატეთ თბილი რძე, შაქარი, მარილი და ზეთი.
ყველაფერი კარგად აურიეთ, ბოლოს დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი და ცომი მოზილეთ.

გამზადებული ცომი მოათავსეთ პოლიეთილენის პაკეტში და მაცივარში შეინახეთ. 2 საათის შემდეგ შეგიძლიათ, ცომი სურვილისამებრ გამოიყენოთ, თუმცა მომდევნო დღემდე მაცივარში რომ დატოვოთ, არავითარ შემთხვევაში არ ამჟავდება.

შეგიძლიათ, ცომი ღამით მოზილოთ და ცხობა მეორე დღეს დაიწყოთ.

„ზარმაცების ცომისგან“ შეგიძლიათ, მოამზადოთ ღვეზელი, ფუნთუშები, პიცა და სხვადასხვა გულსართიანი ნამცხვრები.
ყველაფერი თქვენს სურვილსა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული.