კულინარიული ხრიკები დიასახლისებისთვის (15 ფოტო)

საკნატუნო ამბები

11 იანვარი 09:00
90

რჩევები, როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი დიასახლისებისთვის.

  

  • კვერცხი შეგიძლიათ, შეწვათ, მოხარშოთ, მოამზადოთ ომლეტი და შეგიძლიათ, კიდევ უფრო მარტივი გზით მოამზადოთ - გამოაცხოთ. მოათავსეთ კვერცხი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 25 წუთით და მიირთვით შესანიშნავი კერძი.

  • მექსიკური კულინარიის მოყვარულთათვის Tako უცხო არ არის. მისი ტრადიციულად მომზადების გარდა, შეგიძლიათ, თხელი ლავაში ღუმელში გამოაცხოთ. მოათავსეთ ცომი ღუმელში ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები და მოასხით მას გემრიელი სოუსი.

  • ბოსტნეულის საჭრელით შეგიძლიათ, ხახვი ძალიან წვრილად და ძალიან სწრაფად დაჭრათ.

  • მართალია, მარწყვის სეზონი ახლა არ არის, მაგრამ ჩაინიშნეთ და აუცილებლად მიირთვით ზაფხულში მარწყვი ნაღებით. გემო დაუვიწყარია!

  • ხილი შამფურზე - ამგვარად მიწოდებული ხილი თქვენს სტუმრებს უდავოდ გააოცებს.

  • სპაგეტი შეგიძლიათ, ჩიფსების კოლოფში შეინახოთ - ნახეთ, რა მოხერხებულია.

  • ნუ გადაყრით ღვინის საცობებს. მათ შესაფუთად გამოიყენებთ, ნახეთ, რა სოლიდურად გამოიყურება.

  • მაგნიტისა და ტაფის დახმარებით სასურველი რეცეპტი ყოველთვის ხელმისაწვდომ ადგილას გექნებათ.

  • კულინარიული რეცეპტებისთვის შარვლის საკიდებიც გამოგადგებათ.

  • თუკი ალუბლიდან კურკის მოშორება გიჭირთ, აუცილებლად უნდა გააკეთოთ ამგვარი ჩანგალი. გადაღუნეთ ჩანგლის გვერდითა კბილები და ალუბალთან სამუშაოდ სუპერინსტრუმენტს მიიღებთ.

  • ჩაასხით ბუშტებში წყალი და გაყინეთ. ეს იდეალური ხერხია სპირტიანი სასმელების გასაგრილებლად.

  • სუნელები შეგიძლიათ „ტიკ-ტაკის“ კოლოფებში შეინახოთ.

  • ხელმისაწვდომი პროდუქტებისგან შეგიძლიათ, შესანიშნავი კერძი მოამზადოთ და გააფორმოთ ისე, როგორც მათ რესტორანში აფორმებენ.

  • საზამთროს ჟელე შეგიძლიათ, პირდაპირ საზამთროს ქერქში მოამზადოთ. ეს დესერტი საოჯახო დღესასწაულზე ნამდვილ ფურორს მოახდენს.

  • თუ გსურთ რაიმე გემრიელი და თან სასარგებლო მოამზადოთ, სცადეთ ვაშლის რგოლები შაქრითა და დარიჩინით. მართალია, უმარტივესია, მაგრამ თითქმის ყველას მოსწონს!