როგორ შეიცვალნენ წლებთან ერთად სერიალ „კლონის“ მსახიობები? (18 ფოტო)

საკნატუნო ამბები

16 მაისი 17:00
26895

გახსოვთ, მუსლიმანი გოგონას ჰადესა და ბრაზილიელი ლუკასის ამბავი, რომლებსაც ერთმანეთი მაროკოში შეუყვარდებათ და ერთად ყოფნისთვის მრავალი დაბრკოლების გადალახვა უწევთ? ჰადეს როლის შემსრულებელი ჯოვანა ანტონელი ამჟამად 41 წლისაა. გადასაღებ მოედანზე მისი პარტნიორი მურილო ბენისიო იყო. ფილმში შეყვარებული წყვილი იმდენად შევიდა როლში, რომ მათი რომანი რეალურ ცხოვრებაში გადავიდა. 2005 წელს წყვილს ვაჟი შეეძინა, მაგრამ ოჯახი მალე დაინგრა, რადგან მურილო ძალიან ეჭვიანი აღმოჩნდა. ამჟამად „ჰადე“ რეჟისორ ლეონარდო ნოგეირაზეა დაქორწინებული. წყვილს ტყუპები - ანტონიო და სოფიო ჰყავთ, რომლებიც უკვე 7 წლის არიან.

ეს ბრაზილიური სერიალი გადაღებულია 2001-02 წლებში, საქართველოში კი 2009 წელს გადიოდა. „კლონი“ ბრაზილიური სერიალებისთვის უცხო თემებს შეეხო - ნაჩვენებია მუსლიმანების ცხოვრების დეტალები, წამოწეულია კლონირების საკითხი და ბრაზილიური სერიალების ისტორიაში პირველად აქ გაჟღერდა ტერმინი „ნარკოტიკული დამოკიდებულება“. სერიალს ბევრი პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული.

  • ასეთი ჯოვანა შეიყვარა მაყურებელმა.

  • ახლა კი ასე გამოიყურება. როგორც ჩანს, ჯოვანამ ახალგაზრდობის ელექსირი იცის! 

  • ის საკმაოდ ხშირად ჩანს ჟურნალის ყდებზე, თანაც საკმაოდ გულწრფელი ჩაცმულობით. 

  • მსახიობი საკუთარ პარფიუმერიასაც უშვებს. 

  • ჯოვანა და მისი ოჯახი.

  • და აი, როგორ გამოიყურება ყველასთვის საყვარელი „ლუკასი“.

  • ახლა კი გადავხედოთ ყველა მსახიობს, როგორ შეიცვალნენ წლებთან ერთად. 

  • კარლა დიასი

  • ვერა ფიშერი

  • ელიანა ჟიარდინი

  • ლეტისია საბატელა

  • რეჟინალდო ფარია

  • დანიელა ესკობარი

  • ჟანდირა მარტინი

  • მარსელო ნოვაესი

  • დებორა ფალაბელა

წყარო: marketium.ru