9 ულამაზესი და ყველაზე იშვიათი მოვლენა დედამიწაზე (15 ფოტო)

საკნატუნო ამბები

17 ივლისი 09:00, 2017 წელი

ამ მოვლენათა დიდებულების აღწერა სიტყვებით შეუძლებელია...

  

  • კიბე მთვარეზე

    ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ ავსტრალია მხოლოდ რაგბისთან, კენგურუსთან, აბორიგენებთან და სიდნეის საოპერო თეატრთან ასოცირდება. მილიონობით ტურისტი ყოველწლიურად სტუმრობს ამ ქვეყანას, თუმცა, ცოტამ თუ იცის ე.წ. „კიბე მთვარეზე“, რომელიც მარტის დასაწყისიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გამოისახება ზღვაში და ცისკენ მიმავალი კიბის ილუზიას ქმნის. ამ შესანიშნაობის ნახვა ავსტრალიის სანაპიროდან თვეში 3 ღამის განმავლობაშია შესაძლებელია, მაგრამ ყველაზე ხშირად მის სანახავად ტურისტები ქალაქ ბრუმში ჩადიან, საიდანაც „კიბე მთვარეზე“ ყველაზე კარგად ჩანს.


  • ზღვისპირა კაპუჩინო

    ძალიან გაგიმართლათ, თუკი გქონდათ შესაძლებლობა, გენახათ ანომალია, რომელიც ცნობილია სახელწოდებით „კაპუჩინოს მოზღვავება“. ეს უიშვიათესი სანახაობაა, როდესაც ზღვა წარმოქმნის ღია ყავისფერ ქაფს, რომელიც ყავის ნაღებთან ასოცირდება.


  • ამომავალი ელვა

    ამ მოვლენას მეცნიერები ამომავალ ელვას უწოდებენ. ამერიკელმა მკვლევარმა ელვის შესწავლასა და ფოტოგრაფირებას 15 წელი მოანდომა. 800-ზე მეტი ელვის დათვალიერების დროს, მან შენიშნა, რომ 40 მათგანის მიმართულება იყო ქვევიდან ზევით. მეცნიერმა ამის შესახებ რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაადგინა.

    ამომავალი ელვა ხშირად იმ ადგილიდან წარმოიქმნება, სადაც ჩვეულებრივი ელვა მოხდა. საქმე ისაა, რომ პირველი განათება ცვლის ელექტრომაგნიტური ველის მდგომარეობას დედამიწის ზედაპირზე. ელვის „ბალანსის“ აღდგენის დროს ის შემდეგი ელვის მიმართულებას ზევითკენ წარმართავს. ასევე, ამომავალი ელვა შესაძლოა, მაღალ შენობებზე წარმოიქმნას. 

  • მანათობელი სანაპირო

    მალდივის სანაპირო ხშირად კაშკაშებს. როგორც ჩანს, ამ სანაპიროზე არსებული ქვიშა მილიონობით პაწაწუნა ცისფერ გირლიანდებს შეიცავს. საოცარია, მაგრამ ეს ნათება ცოცხალი არსების ილუზიას ქმნის. ამგვარი მოვლენა შეინიშნება მაშინ, როდესაც ბიოლუმინესცენტური პლანქტონი (Lingulodinium polyedrum) ტალღების დახმარებით ნაპირზე გადმოდის. ჟანგბადთან კონტაქტის დროს მათ ორგანიზმში წარმოიქმნება ქიმიური რეაქცია, რომელიც იწვევს კაშკაშა ნათებას.


  • უძველეს დროში ადამიანები ვერ ხსნიდნენ მანათობელი ზღვის მოვლენას და მიიჩნევდნენ, რომ წვრილი კაშკაშა ნათება - ეს იყო სულები, რომლებიც ციდან დედამიწაზე ჩამოვიდნენ. 

  • ლაპლანდიის გაყინული ხეები

    ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფი ნიკოლო ბონფადინი 2015 წლის იანვარში ლაპლანდიაში გაემგზავრა, რათა 40-გრადუსიან ყინვაში გაყინული ხეები გადაეღო. ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს, რომ ხეები დაფარულია თოვლის საფარით, რაც სტოუნჰენჯის ლოდებს ჰგავს.


  • შემდეგ ფოტოზე კი აღბეჭდილია ორი გაყინული ხე, რომელიც ულამაზესი ყინულის არკის ფორმირებას ახდენს. ბონფადინის ნამუშევრები შეუმჩნეველი არავის დარჩა და ის ნასას ოფიციალურ საიტზეც გამოქვეყნდა.

  • ხვრელი ცაში

    მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ მოვლენის მიზეზი თვითმფრინავებია. ღრუბლებში ფრენის დროს წარმოიქმნება მცირედი ხვრელი, რომელიც დედამიწიდანაც კარგად ჩანს.


  • მეცნიერებმა, ასევე, დაადგინეს, რომ მაღალი აქტივობის ზონებში ხშირად შეინიშნება ღრუბლების სტაგნაცია. სწორედ ამით აიხსნება დიდი რაოდენობის ნალექი იმ ადგილებში, სადაც დიდი აეროპორტებია აშენებული. 

  • სამმაგი ცისარტყელა

    სამმაგ ცისარტყელას იშვიათად შეხვდებით. უკანასკნელი 250 წლის განმავლობაში მხოლოდ 5 შემთხვევა დაფიქსირდა. უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წლამდე მეცნიერების უმეტესობას ამ მოვლენის არსებობის არ სჯეროდა, მაგრამ, როდესაც ერთდროულად რამდენიმე ადამიანმა აღბეჭდა სამმაგი ცისარტყელა ფოტოზე, მეცნიერებს საკუთარი შეხედულებების შეცვლა მოუწიათ. შეიქმნა ახალი მეტეოროლოგიური მოდელი, რომელმაც დაამტკიცა, რომ სამმაგი ცისარტყელა წარმოიქმნება ზამთრის ატმოსფეროში, თუმცა, ძალიან იშვიათად.


  • ასევე, მეცნიერები აღნიშნავდნენ, რომ თეორიულად შესაძლებელია ერთდროულად 4 ცისარტყელის ფორმირება და ეს მალევე დაამტკიცეს: მეცნიერების გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე ნათლად ჩანს მეოთხე ცისარტყელის კონტური. 

  • ჰვევირი

    წარმოუდგენელია, ისლანდიის სილამაზემ არ გაგაკვირვოთ. ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები - ჩანჩქერები, მყინვარები და გეიზერები მთელ მსოფლიოშია ცნობილი. გეოთერმულ რეგიონს, რომელიც ჩრდილოეთ ისლანდიაშია განთავსებული, ჰვევირი ეწოდება. ეს არის ადგილი, სადაც მიწის პატარა ნაპრალებიდან ამოედინება ჩანჩქერები, ცხელი წყალი და ორთქლი.


  • შავი ცა

    დანიაში არის მარშრუტი, სადაც მილიარდობით ევროპული შოშია გადაფრინდება. ფრინველების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ შოშიები მთლიანად ფარავენ ცას. ისინი მარტის ბოლოს იწყებენ ყოველწლიურ მოგზაურობას ევროპიდან სკანდინავიურ ნახევარკუნძულებამდე, ხოლო ოქტომბერში უკან ბრუნდებიან.


  • 1998 წელს, ერთ-ერთ დანიურ ქალაქში დღის განმავლობაში ავტომატურად ჩაირთო ქუჩის განათება: შოშიებმა შექმნეს უშველებელი გარსი, რომელმაც მზე გადაფარა, რის გამოც ქუჩებში უჩვეულოდ ჩამობნელდა. 

  • ბოლოს ეს მოვლენა 2013 წლის მაისში, სამხრეთ უელსში დაფიქსირდა. უდიდესი რაოდენობის ქაფმა მთლიანად დაფარა ზღვის სანაპირო და იქვე მდგარი რამდენიმე შენობაც კი. 

წყარო: redler.ru
საკნატუნო ამბები

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ზეპირი ანკეტა

შოთა იათაშვილი: „ხალისი სულ მაქვს, მაგრამ სევდაც სულ თან დამყვება“

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია პოეტი შოთა იათაშვილი.
საკნატუნო ამბები

იმისთვის, რომ კაცებმაც შეიგრძნონ სექსიზმის გემო

„ბიძაჩემი ამბობს, რომ ქალები უკეთესი მზარეულები არიან, სამზარეულოშია მათი ადგილი და „ქალური მოვალეობაც“ კარგად უნდა შეასრულონ“, - წერს ბეირუთელი ფოტოგრაფი ალი რეზკალაჰი. „ვიცი, რომ ყველა კაცი ბიძაჩემივით არაა, ამიტომაც გამოვიგონე პარალელური სამყარო, სადაც კაცისა და ქალის როლები შევცვალე, რათა კაცებმაც შეიგრძნონ სექსიზმის გემო“.
PR კლუბი

ზურა თალაკვაძე: „პიარში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭია“

ავსტრიაში აღებული ჰონორარით ბაბუას „ქემელი" რომ უყიდა, ამას დღეს ღიმილით იხსენებს. თუმცა ყველაფერი სწორედ იქიდან დაიწყო, საქართველოში დაბრუნებას კი კიდევ უფრო საინტერესო ცხოვრება მოჰყვა... 
საკნატუნო ამბები

მწერები სამკაულებად - ეს მართლაც დიდებული სანახაობაა!

მწერების ბევრს ეშინია და, სიმართლე რომ ითქვას, ეს არც არის გასაკვირი. მაგრამ ეს ხელნაკეთი ხოჭოები მხოლოდ შემქმნელის საოცარი ნიჭით „გვაშინებს“...
საკნატუნო ამბები

მათ ცნობილი ფოტოების გამეორება სურდათ, მაგრამ შემთხვევით „შედევრები“ შექმნეს

სხვისი მიღწევის გამეორება საკმაოდ ძნელია, მაგრამ დღევანდელი ფოტოების გმირებმა ეს შეძლეს და მეტიც - პოპულარულ ფოტოებს „თავიანთი წილი ნიგუზალი“ დაუმატეს!
იცით თუ არა...

რას ნიშნავს იდუმალი „13“ აშშ დოლარზე?

1862 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც პირველი დოლარი დაიბეჭდა, აშშ-ის ეროვნული ვალუტა ყოველთვის მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. დოლარის შექმნას საინტერესო ისტორია აქვს და უამრავ საიდუმლოსაც მალავს. ერთ-ერთი ასეთია რიცხვი „13“... 
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო კონკურსი გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო კონკურსი "სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019" გამოცხადდა.
თემატური ჰოროსკოპი

ქალის ჯადოსნური უნარი მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

იცით, რომ ასეთი ძალა ყოველ ქალს აქვს და ისე იყენებს ყოველდღიურად, რომ ვერც კი ამჩნევს?..
FUN-ტესტი

7 ბილიკიდან აირჩიეთ ერთი და გაიგეთ, რა ცვლილებები გელოდებათ ცხოვრებაში

ყოველი ადამიანი თავად ირჩევს თავისი ცხოვრების გზას. თუ თქვენ ახლა გზაჯვარედინზე დგახართ, აირჩიეთ ქვემოთ მოცემული ბილიკებიდან ერთ-ერთი და შეიტყვეთ, რა ცვლილებებს უნდა ელოდოთ ამ წელს.
რჩევები დიასახლისებს

„ავი თვალი“ და ჯადო - როგორ გვიცავს ბუნებრივი ქვების მისტიკური თვისებები?

მნიშვნელობა არ აქვს, გჯერათ თუ არა „ავი თვალის“ არსებობა, ნებისმიერ შემთხვევაში ახერხებს თქვენი ენერგეტიკული ველის დაზიანებას ის ნეგატიური დამოკიდებულება, რომელიც თქვენი მტრებისგან მოდის. ნეგატიური აურისგან თავის დასაცავად უამრავი გზა არსებობს, მაგრამ მათ შორის - ნატურალურ ქვები ყველაზე ხელმისაწვდომი და ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა. 
თავსატეხი

თავსატეხი ფეხბურთის მოყვარულებისთვის

თქვენ წინაშეა მაისურები, რომლებსაც ცნობილი ფეხბურთელების გვარები ამშვენებს. ნახატზე კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის გვარიცაა დაშიფრული. შეძლებთ გამოცნობას?