აირჩიეთ საგანი, რომელიც სურათზე ყველაზე მეტად მოგეწონათ

საკნატუნო ამბები

17 ივლისი 16:00, 2017 წელი

ამ ტესტით შეგვიძლია, ბავშვობის ემოციები გავიხსენოთ, რომლებსაც ჩვენი ქვეცნობიერი სადღაც, კუნჭულში ინახავს - მათ ხომ სერიოზული როლი აქვთ ჩვენი ხასიათის ჩამოყალიბებაში. მაშ ასე, აირჩიეთ საგანი და წაიკითხეთ განმარტება...

1. ველოსიპედი
თქვენ პროფესიასა თუ პირად ცხოვრებაში მუდამ ცვლილებებს ეძებთ. ამბიციური ხართ და ყველაფერში თავისუფლებისკენ ისწრაფვით. არ არის გამორიცხული, რომ მარტოსულიც ხართ.

2. ვაშლებით სავსე კალათა
ვაშლი სიბრძნის სიმბოლოა. თქვენ მალე ემოციური ბედნიერების მწვერვალს მიაღწევთ. მიზნისკენ გზად ბევრი ცდუნება შეგხვდებათ და არ დანებდეთ.

3. ჩაფხუტი
იმპულსური ხართ. სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებებს, რომელთაგან ყველა არ აღმოჩნდება ხოლმე სწორი. ხშირად რისკავთ და ამით სხვებზე მეტს აღწევთ. სამაგიეროდ ხშირად დგახართ საშიშროების პირისპირ.

4. წიგნები
თქვენ განათლების მიღების დიდი წყურვილი გაქვთ. ცხოვრების აზრის პოვნა ჯერ ვერ მოახერხეთ, მაგრამ ძებნას არ წყვეტთ.

5. ჩაქუჩი
თქვენ საქმიანი ადამიანი ხართ. გაბედულად იღებთ გადაწყვეტილებებს და ყველაფერს აკეთებთ საკუთარი იდეის განსახორციელებლად. თუ საჭიროა, ფიზიკურ ძალასაც იყენებთ.

6. ნიღბები
როგორც ჩანს, ყველასთან არ ხართ გულწრფელი და ნამდვილ სახეს მალავთ. ალბათ, იმის გამო, რომ თავადაც ბოლომდე ვერ გარკვეულხართ საკუთარ წინააღმდეგობრივ ხასიათში.


7. პლასტმასის ვედრო საღებავით
ცდილობთ, საკუთარი ცხოვრება გაალამაზოთ და მასში ბევრი ფერი შეიტანოთ, მაგრამ ჯერ არ გამოგდით. დიდ ცვლილებებზე ოცნებობთ და საკუთარ უარყოფით თვისებებს მოხერხებულად მალავთ.

8. ბორბალი
გეჩვენებათ, რომ თქვენი ცხოვრება ერთფეროვანი და მოსაწყენია. წლიდან წლამდე არაფერი იცვლება, თუმცა თქვენ ხომ არც ცდილობთ ამ სიტუაციის შეცვლას. თქვენ არ გყოფნით მოტივაცია და იმპულსი, რათა ეს უინტერესო ციკლი გაარღვიოთ.

9. სარდელები
თქვენ ცდილობთ, წარმატებას მიაღწიოთ ნებისმიერ ფასად. ძალიან ამბიციური ხართ და ადამიანებს საკმაოდ დიდ მოთხოვნებს უყენებთ. 

10. ჟალუზი ფანჯარაზე
ჩაკეტილი ადამიანი ხართ. შესაძლოა, ცოტა დეპრესიულიც. არანაირი რეალური სურვილი არ გაქვთ, მხოლოდ ოცნებები. შესაძლოა, რაღაც ან ვიღაც გაკლიათ, მაგრამ ისიც შესაძლოა, ვიღაცის წნეხის ქვეშ ცხოვრობთ.

11. ცოცხი 
თქვენ გარშემო ბევრი მლიქვნელი ადამიანია. უნდა შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება და ის წრეც, სადაც ტრიალებთ. უარი თქვით ყველაფერზე, რაც უკან გექაჩებათ.


12. სკამი
ფიზიკურად და ემოციურადაც დაცლილი ხართ. აუცილებლად გჭირდებათ სასიცოცხლო ძალების აღდგენა. როგორც ჩანს, ცხოვრებაში რაღაც დიდი სტრესი გაქვთ გადატანილი. 

13. გატეხილი სარკე
ხშირად ებრძვით საკუთარ თავს. რა ხდება - ფსიქიკის პრობლემები გაქვთ თუ ადამიანებთან ურთიერთობა არ გამოგდით?

14. მკვნეტარა (მაშა)
საკუთარ ცხოვრებას ცოტა დროს უთმობთ. ალბათ, თავადაც ხვდებით, რომ სხვები თავისი ინტერესებისთვის ხშირად გიყენებენ.

15. საქანელა
ეს შინაგანი გაორების მანიშნებელია. თქვენ ხშირად გეცვლებათ ხასიათი. გიჭირთ ბრაზის შეკავება - უმნიშვნელო საბაბის გამოც კი შეიძლება, საშინლად განრისხდეთ.

16. პორტრეტი
მუდამ საკუთარ იმიჯზე ფიქრობთ. გიჭირთ ემოციებისა და გრძნობების გამოხატვა. ხშირად არ ენდობით თავს და ახალი ნაბიჯის გადადგმის გეშინიათ. 

17. თოჯინა
ბავშვობა გენატრებათ. შესაძლოა, ხშირად კაპრიზობთ და ეგოისტურად იქცევით. თქვენ ირგვლივ ბევრი სიყალბეა. დროა, შეცვალოთ გარემოება.

წყარო: perfecto.guru
დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

რატომ არ თვრებიან დაზვერვის აგენტები? - სპეცსამსახურების დიდი საიდუმლო, რომელზეც ლეგენდები დადის

სპეცსამსახურის თანამშრომლისთვის ჩვეული ვითარებაა, როცა სუფრასთან სასმელის დალევა უწევს და ამასთანავე, რა თქმა უნდა, ფხიზლად უნდა დარჩეს. თურმე, არსებობს რამდენიმე ხერხი, რომლებიც, როგორც ამბობენ, სპეცსამსახურების გატესტილი და შემუშავებულია.
საკნატუნო ამბები

ჩვენი პლანეტა ფოტოშოპის გარეშეც მშვენიერია

ინტერნეტში მილიონობით ფოტოს აღმოაჩენთ, რომელიც საგულდაგულოდ დამუშავებული და გაუმჯობესებულია, მაგრამ გარწმუნებთ, დედამიწის პეიზაჟები ყოველგვარი დამუშავების გარეშეც ულამაზესია...
საკნატუნო ამბები

რატომ უნდა გავაღოთ ავტომობილის კარი მარჯვენა ხელით?

მოძრაობის წესების საგამოცდო ბილეთებსა და სახელმძღვანელოებში ყველა ნიუანსი აღწერილი არ არის და მათ საჭიროებას პრაქტიკა გვკარნახობს. მძღოლებო და მგზავრებო, თქვენ იცით, რატომ უნდა გავაღოთ ავტომობილის კარი მარჯვენა ხელით?
იცით თუ არა...

უცნაური ამბავი, როგორ იქცა ღარიბი სოფლის ყველა მცხოვრები ერთ დღეში მილიონერად

ერთ ღარიბ ესპანურ სოფელში მცხოვრები ფერნანდესების მრავალშვილიან ოჯახში ბიჭი დაიბადა, სახელად ანტონიო. მშობლებს იმდენად უჭირდათ, რომ ბიჭუნამ სკოლის დამთავრება ვერ შეძლო, თუმცა ყოველთვის სჯეროდა, რომ წარმატებას მიაღწევდა...
თემატური ჰოროსკოპი

რომელია თქვენი ზოდიაქოს თილისმა-მცენარე?

როცა თილისმებზეა საუბარი, ყველა რატომღაც ქვებზე იწყებს ფიქრს, მაგრამ დაცვა მცენარესაც შეუძლია - ზოგი მათგანი ადამიანის გვერდით ყვავის და სურნელს აფრქვევს, ზოგიც ხმება. ჩვენ გიკარნახებთ თქვენი მფარველი მცენარეების სახელებს.
FUN-ტესტი

აირჩიეთ სამკაული და გაიგეთ, რა არის თქვენი ქალური ძალა

იცით, რომ საყვარელ სამკაულს თქვენი პიროვნების შესახებ ბევრი რამეს მოყოლა შეუძლია? 
თავსატეხი

რაც უფრო სწრაფად იპოვით ღია ბოქლომს, მით მაღალია თქვენი IQ

გთავაზობთ ამოცანას ყურადღების სიმარჯვეზე! თანაც - მხედველობასაც გაივარჯიშებთ. კარგად დააკვირდით ნახატს და შეეცადეთ, ღია ბოქლომი აღმოაჩინოთ.
საკნატუნო ამბები

როგორ შევუხამოთ სამოსი დაბალყელიან ჩექმას? (10 ფოტო)

უკვე მერამდენე წელია, დაბალყელიანი ჩექმები საკმაოდ მოდურია და აქტუალობას არ კარგავს, თუმცა მისი შეხამება ტანსაცმელთან არცთუ ისე მარტივია.
საკნატუნო ამბები

ქალის სურნელი, ვნება, სიყვარული ერთ კადრში (15 ფოტო)

ფოტოგრაფ ალისა ვერნერის ნამუშევრები ქალის სილამაზით არის შთაგონებული, მისი საყვარელი ჟანრი კი ეროტიკაა...
საკნატუნო ამბები

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ზეპირი ანკეტა

შოთა იათაშვილი: „ხალისი სულ მაქვს, მაგრამ სევდაც სულ თან დამყვება“

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია პოეტი შოთა იათაშვილი.