„მიზანდასახულობა, სწავლის სიყვარული და კარგი კომუნიკაციის უნარი წარმატების საფუძველია“

საკნატუნო ამბები

2 აგვისტო 11:24, 2017 წელი

გთავაზობთ ინტერვიუს სამი შვილის დედასთან, ჯეპრას საერთაშორისო პროექტების კოორდინატორთან და უფროს კონსულტანტთან თამარ მაჭავარიანთან.

მიიჩნევა, რომ, თუ ადამიანი კარიერაში წარმატებულია, პირადი ცხოვრება არ აქვს. ხშირად ფიქრობენ, რომ ოჯახი და კარიერული წინსვლა ერთმანეთს გამორიცხავს. თუმცა, საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ სტერეოტიპებს ანგრევენ. ერთ-ერთი მათგანია 3 შვილის დედა, ჯეპრას საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი და უფროსი კონსულტანტი თამარ მაჭავარიანი.


„ადრეულ ასაკში გავთხოვდი, 16 წლის ვიყავი, როდესაც პირველი შვილი გავაჩინე. გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ვერ ვაცნობიერებდი, რომ ის ჩემი შვილი იყო. გიორგის გაზრდაში ბებია-ბაბუები მეხმარებოდნენ, მაგრამ მაინც რთული იყო სწავლის, სტუდენტობისა და ოჯახის შეთავსება. მეორე და მესამე შვილი მხოლოდ 11 და 12 წლის მერე გავაჩინე. მიმაჩნია, რომ ჩემი წარმატებისთვის მნიშვნელოვანი სწორედ ეს გადაწყვეტილება იყო და ამას დამატებული ჩემი მიზანსწრაფულობა, სიჯიუტე და ყველაფერში პირველობის სურვილი. თავდაუზოგავად ვმუშაობდი წარმატების მისაღწევად - წლები გადიოდა ისე, რომ არც შვებულებით ვსარგებლობდი და არც შესვენებით, არც შაბათ-კვირას ვისვენებდი და არც საღამოობით მივდიოდი სახლში 6 საათზე. თუმცა, საწუწუნო არაფერი მაქვს, ჩემმა შრომამ ნამდვილად მომიტანა შედეგი.


ჩემი წარმატების საფუძველი სწავლაა. სულ ვსწავლობ, ახალი მიმართულებით ვვითარდები, არ მეზარება. ვთვლი, რომ ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ ადამიანმა ცოდნა უნდა გაიღრმავოს და გაიმრავალფეროვნოს. ახლაც ვსწავლობ - ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ერთობლივ პროგრამაზე - საჯარო პოლიტიკის ანალიზს. ისევ ძალიან მიჭირს სამსახურის, ოჯახის და სწავლის შეთავსება, მაგრამ ვიცი, რომ ეს ეტაპიც დასრულდება და კვლავ მოგებული დავრჩები.


ჯეპრას ბლოგზე, თქვენს ერთ-ერთ ბლოგპოსტში წერთ, რომ 10 განსხვავებულ ადგილას, 6 განსხვავებულ უფროსთან მოგიწიათ მუშაობა, მოგვიყევით ამ გამოცდილების შესახებ.


ჩემი პირველი სამუშაო გამოცდილება საოჯახო სასტუმროს მენეჯერობა იყო. მას მერე ვიმუშავე ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში, ორ ბანკში, ორ აქტივების მართვის კომპანიაში, სამ სახელმწიფო უწყებაში და ბოლოს დავბანაკდი საკონსულტაციო ბიზნესში. გამიმართლა და ჩემი სამსახურების უმეტესობა ჩემთვის ახალი გამოცდილების მიღების, წინსვლის და წარმატების საშუალება იყო. მყავდა უფროსები, რომელთაგანაც ძალიან ბევრი ვისწავლე და მივიღე მათი მხარდაჭერა, რათა პროფესიულად გავზრდილიყავი. ასევე მყავდა უფროსებიც, ვის მაგალითზეც დღეს ზუსტად ვიცი როგორ არ უნდა მოვექცე დაქვემდებარებულ თანამშრომლებს, კოლეგებს და გუნდს. ჩემმა პოზიტიურმა და ნეგატიურმა გამოცდილებამ, ორივემ ერთად, მაქცია ისეთად, როგორიც ვარ - სიამოვნებით და მუდმივად ვსწავლობ, ვვითარდები და ვმუშაობ, თამამად ვიღებ გადაწყვეტილებებს, ხშირად ვრისკავ...


რომელია თქვენთვის გამორჩეული და საამაყო პროექტი?

ბოლო 9 წლის მანძილზე ორმოცზე მეტი პროექტი განვახორციელე. ჩემთვის, როგორც პროექტების მართვის პროფესიონალისთვის ყველა პროექტი ერთნაირად მნიშვნელოვანია, თუმცა იყო მათ შორის რამდენიმე, ყველაზე წარმატებული, რომელსაც დიდი სიამაყით ვიხსენებ დღემდე, კერძოდ კი შემოსავლების სამსახურში, ახალი საბაჟო გამშვები პუნქტების მშენებლობა და მოდერნიზება, გადასახადის გადამხდელებისათვის სერვისების მიწოდებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის და ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა და სხვა.


ბოლო 4 წელია ჯეპრაში, საკონსულტაციო სფეროში ვსაქმიანობ. ვმართავ პროექტებს და კონსულტაციას ვუწევ კერძო და საჯარო ორგანიზაციებს სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით. მჭიდროდ ვთანამშრომლობ დონორ ორგანიზაციებთან. სწორედ ჩემი მიმდინარე პრაქტიკიდან მინდა გამოვყო ერთი, ყველაზე წარმატებული და სანიმუშო პროექტი: გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ პროექტის დაფინანსებით და მხარდაჭერით 2016 წელს ვიმუშავე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან. პროექტის მიზანს წარმოადგენდა აპარატის მიმდინარე საქმიანობის შეფასება და შეფასებაზე დაყრდნობით შემდგომი 5 წლის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შემუშავება. ვთვლი, რომ ეს არის საუკეთესო პროექტი, რაც განვახორციელე ბოლო 4 წლის განმავლობაში, ვინაიდან დამკვეთს კარგად ქონდა გაცნობიერებული თუ რა პროდუქტის მიღება სურდა და მზად იყო გაეწია ის სამუშაო, რასაც მისგან მოითხოვდა სტრატეგიის შემუშავება. აპარატის გუნდის პროექტში ჩართულობამ და მათმა გაცნობიერებულმა გადაწყვეტილებებმა საშუალება მომცა, შემექმნა ისეთი სტრატეგია და გეგმა, რომელიც სრულად განხორციელებადია, მაქსიმალურად იყენებს ორგანიზაციის ძლიერ მხარეებს და შესაძლებლობებს ინსტიტუციური და ორგანიზაციული განვითარებისა და მდგრადობის მისაღწევად, უზრუნველყოფს სუსტი მხარეების აღმოფხვრას და პოტენციურ საფრთხეებზე რეაგირების მექანიზმის გამართულ მუშაობას.


დღემდე ვადევნებ თვალყურს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მუშაობას და კმაყოფილებით უნდა ავღნიშნო რომ, ის სანიმუშო საჯარო უწყება აღმოჩნდა როგორც სტრატეგიის დაგეგმვის, ასევე განხორციელების ეტაპზე. მიხარია რომ ერთობლივი თანამშრომლობით შევქმენით ღირებული პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და წინსვლას.


როგორ მოხვდით ჯეპრაში და რას ნიშნავს თქვენთვის პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების წამყვან კომპანიაში მუშაობა?

ჯეპრას
დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა დამარწმუნა, რომ ჯეპრა იყო ადგილი, სადაც ჩემი თავის რეალიზებას სრულად შევძლებდი. ძალიან გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება. ბოლო სამსახურმა და კოლეგებმა ძალიან გამიცრუეს იმედები და მეშინოდა, რომ კიდევ ერთხელ არ მოვხვედრილიყავი იქ, სადაც ჩემი ადგილი არ იყო. კიდევ უფრო მეტად მადარდებდა ის ფაქტი, რომ პიარი და მარკეტინგი ჩემი სფერო არ იყო, მაგრამ როგორც პროექტების მართვის პროფესიონალმა, მივიღე გადაწვეტილება და ვთქვი, რომ პროექტის მართვა პროექტის მართვაა - იქნება ეს პიარში, მარკეტინგში, აქტივების მართვაში, ინფრასტრუქტურულ განვითარებაში, საბანკო სფეროში, სახელმწიფო სტრუქტურებში თუ სხვაგან. ასე მოვხვდი ჯეპრაში.


წელს მეოთხე წელი დაიწყო რაც ჯეპრაში ვარ და ყველაზე მეტად იმით ვამაყობ, რომ სფეროში ყველაზე წარმატებულ კომპანიაში ვმუშაობ. მე და ჯეპრა ერთად გავიზარდეთ და შევიცვალეთ კიდეც - დღეს ჯეპრა ბაზარს პიარის და მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროს საკონსულტაციო მომსახურების გარდა ბევრ სხვა მომსახურებასაც სთავაზობს. ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ გაჩენილიყო „ჯეპრა მენეჯმენტ კონსალთინგი და სტრატეგიული კონსალტინგი,“ რასაც პრაქტიკაში მივაღწიეთ კიდეც. დავგეგმეთ და გავახორციელეთ წარმატებული პროექტები საჯარო უწყებების შესაძლებლობების განვითარების კუთხით, ვიმუშავეთ სტრატეგიულ დაგეგმვასა და გეგმის განხორციელებაზე.


მალე ჯეპრა ახალი ბიზნეს მოდელით დაიწყებს ფუნქციობას და ჩვენი მომსახურებების ჩამონათვალი კიდევ გაიზრდება, რაც კომპანიის ზრდას და გაძლიერებას შეუწყობს ხელს. 


რა განაპირობებს კომპანიის/საქმიანობის წარმატებას?

კომპანიის წარმატების გასაღები მისი ადამიანური რესურსი და მენეჯმენტია. ნებისმიერი ტიპის ორგანიზაცია ცოცხალი ორგანიზმია, თავისი განცდებით, სიხარულით, წარმატებით და წარუმატებლობით. მასში მუშაობენ ადამიანები და არა რობოტები. შესაბამისად, მათთან ინდივიდუალური მიდგომა მენეჯერების საქმიანობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.


ლიდერი ორგანიზაციის წარმატების გარანტიაა. როგორც პიტერ დრაკერი ამბობს, ორგანიზაციაში მხოლოდ სამი რამ ხდება ბუნებრივად: უთანხმოება, დაბნეულობა და წარუმატებლობა. დანარჩენს, ყველაფერს სჭირდება ხელმძღვანელობა.


ასევე მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაცია იყოს გარკვეულ წესებზე დაფუძნებული ინსტიტუცია. სისტემა უნდა იყოს აწყობილი იმგვარად, რომ მისი მართვა წარმატებით გააგრძელოს ახალმა კვალიფიციურმა მენეჯმენტმა. ორგანიზაცია უნდა ზრუნავდეს თანამშრომლების განვითარებაზე, მოტივაციის ამაღლებაზე და გუნდურობაზე, რათა არ იქცეს „კანტორად“, სადაც კადრების მუდმივი დენადობაა, მაგრამ ეს არავის აღელვებს, რადგან ჰგონიათ რომ კომპანიის წარმატება მხოლოდ უფროსების დამსახურებაა.


ორგანიზაციაში მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს ყოველდღიური და „პროექტული“ საქმიანობა, რადგანაც ყოველდღიურ რუტინაში ჩართული თანამშრომლისთვის რთულია ახალი პროექტის პრიორიტეტულობის განსაზღვრა მის ყოველდღიურ საქმიანობასთან მიმართებაში.


დაბოლოს, წარმატებულია ის ორგანიზაცია, სადაც თანამშრომლები მუშაობენ უფრო გონივრულად, დაგეგმილად და რაციონალურად და არა ის ორგანიზაცია, სადაც თანამშრომლები მუშაობენ უფრო მეტს.


რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის  წარმატების მისაღწევად?


მიზანდასახულობა, შრომის, სწავლის სიყვარული და კარგი კომუნიკაციის უნარი არის წარმატების საფუძველი.


წარმატების მისაღწევად საჭიროა არა ოცნება, არამედ კონკრეტული მიზნების დასახვა. მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტულ ვადებში გაწერილ ქმედებით და შესაბამისი საფასურით. მიზნები კონკრეტული საფასურის გარეშე ვერ სრულდება. ეს საფასური შეიძლება იყო ფული რომელსაც დავხარჯავთ განათლებაში,  დრო რომელსაც მოვაკლებთ ჩვენს თავს და ოჯახს და მივუძღვნით წარმატების მიღწევას, ენერგია რომელსაც დავხარჯავთ დასახული მიზნების მისაღწევად; ფული, დრო და ენერგია - ეს არის საფასური, რომელსაც გავიღებთ მიზნის მიღწევის სანაცვლოდ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?