ჰოლივუდის ვარსკვლავების ფარული გატაცებები (16 ფოტო)

საკნატუნო ამბები

8 აგვისტო 23:00
1450

მათ მოღვაწეობასა თუ უნარებს მხოლოდ ერთ სფეროში ვადევნებთ თვალყურს, ბევრი საინტერესო რამ კი ჩვენი მხედველობის მიღმა რჩება...

ნათქვამია, ნიჭიერი კაცი ყველაფერში ნიჭიერიაო. მართლაც ასეა, თავად დარწმუნდით...

  • ჰარისონ ფორდი პროფესიონალურად მართავს ვერტმფრენსა და თვითმფრინავს. სხვათა შორის, პილოტირების უნარი, ასევე, აქვთ ჯონ ტრავოლტას, კლინტ ისტვუდს, მორგან ფრიმენსა და ანჯელინა ჯოლის. 

  • ანჯელინა ჯოლი ხმლებისა და სპეციალიზებული დანების კოლექციონერია.

  • ბრიუს უილისი შესანიშნავად უკრავს სკიფლზე (პირის გარმონი).

  • კოლინ ფარელი ერთ დროს „ქანთრის“ სტილში ცეკვას ასწავლიდა.

  • მაიკ ტაისონი 9 წლიდან მტრედების გაწვრთნით არის ცნობილი.

  • სიუზან სარანდონი უკვე დიდი ხანია, გატაცებულია მაგიდის ჩოგბურთით. მან საკუთარი კლუბიც კი გახსნა ნიუ-იორკში, სახელწოდებით SpiN.

  • ამანდა სეიფრიდი შესანიშნავად ქსოვს, ისევე, როგორც მერილ სტრიპი.

  • კრისტენ სტიუარტს ჟონგლიორობის ნიჭი აღმოაჩნდა.

  • ვიგო მორტენსენი ცნობილი მხატვარია.

  • ნილ პატრიკ ჰარისს ძალიან უყვარს ფანდების კეთება. მან 2006 წელს ილუზიონისტების კონკურსი Tannen’s Magic Louis Award მოიგო.

  • სტივ მარტინი 17 წლიდან შესანიშნავად უკრავს ბანჯოზე. ის ნომინირებული იყო Grammy 2013-ზე.

  • ტეილორ ლოტნერი 8 წლის ასაკში კარატეს მსოფლიო ასოციაციაში აშშ-ის სახელით გამოდიოდა და მან 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

  • ჯინა დევისი გადაღებების პარალელურად ხშირად ვარჯიშობდა მშვილდ-ისრით სროლაში. ის 2000 წლის ოლიმპიურ თამაშებში აშშ-ის ნაკრებში მოხვდა. 

  • მეტიუ პერი ჩოგბურთით არის გატაცებული და სპორტის ამ სახეობაში ხშირად ასპარეზობდა.

  • პირს ბროსნანი პროფესიონალი „ცეცხლის მჭამელია“.

  • ჯასტინ ბიბერი „კუბიკ-რუბიკის“ აწყობას ორ წუთზე ნაკლებ დროში ახერხებს.

წყარო: mixstuff.ru