პუდელმა და პატარა მამემ ინტერნეტი დაიპყრეს

საკნატუნო ამბები

8 აგვისტო 16:00
204

იაპონელი გოგონა, სახელად მამე, ერთი წლისაა. გიგანტური პუდელი რიკუ მის ოჯახთან ერთად ცხოვრობს და კარგად ესმის, რომ ამ პატარა პრინცესასთვის საუკეთესო მეგობრობის გაწევა მისი ვალდებულებაა.

მამესა და რიკუს ცხოვრების ამსახველ კადრებს გოგონას ბებია აქვეყნებს. რიკუს გარდა, ოჯახს კიდევ ორი ძაღლი ჰყავს: გაკუ და კოო. მაგრამ მამეს გულის რაინდი მხოლოდ რიკუა.
ისინი ერთად იძინებენ, ათვალიერებენ წიგნებს, ხტიან ბატუტზე და, საერთოდ, იშვიათად არიან უერთმანეთოდ.

წყარო: moya-planeta.ru