რატომ არის ინდოელებისთვის ძროხა წმინდა ცხოველი?

საკნატუნო ამბები

9 აგვისტო 17:00, 2017 წელი

ბევრმა იცის, რომ ინდოეთში ძროხას არ კლავენ, არ ჭამენ, თაყვანს სცემენ, მათ უფლებებს კი ადამიანისაზე არანაკლებ იცავენ. მაგრამ რატომ მაინცდამაინც ძროხა და არა, მაგალითად, ვეფხვი, ლომი ან მაიმუნი? 

ვერსია 1. რელიგიური
ინდოელთა უდიდესი ნაწილის რელიგია ინდუიზმია და ამიტომ უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ ძროხა წმინდაა არა ინდოელებისთვის, არამედ ინდუიზმისთვის! მეზობელ ნეპალშიც, სადაც ინდუიზმი ასევეა გავრცელებული, ძროხა არანაკლებ წმინდა ცხოველია! მაინც რატომ მიაჩნიათ ინდუიზმში ძროხა წმინდად?

ძველ ინდუისტურ ტექსტებში ნახსენებია წმინდა ძროხა სურაბჰი, რომელსაც სურვილების შესრულება შეეძლო. როგორც ინდუისტები მიიჩნევენ, სურაბჰის ნაწილი ყოველ ძროხაშია და თუ ძროხას კარგად შევეხვეწებით, ის სურვილს შეგვისრულებს!



ამას გარდა, ინდუისტური მოძღვრების თანახმად, ცამდე მისაღწევად მდინარეა გადასაცური, მისი გადაცურვა კი მხოლოდ ძროხის დახმარებით შეიძლება - კუდში ხელი უნდა ჩასჭიდოთ. ვინაიდან ძროხას სამოთხისკენ მივყავართ, მაშ, როგორ არ იქნება ის წმინდა?

დაბოლოს, ინდუისტების მთავარი ღმერთი შივა წმინდა ძროხაზე - ნანდიზე გადამჯდარი დადის! თუ თავად შივამ შეარჩია ამისთვის ძროხა, მაშინ ის ცალსახად წმინდა ყოფილა! ამიტომაც ზოგიერთი ინდუისტური ტაძრის შესასვლელში შეგხვდებათ ნანდის ქანდაკება. ამ ტაძარში აუცილებლად შივას სცემენ თაყვანს.



კრიშნად ქცეული ღმერთი ვიშნუ დიდი ხანი მწყემსავდა ძროხებს. ამიტომაც ინდოეთში მწყემსის პროფესია ნაკლებად ანაზღაურებადი, მაგრამ ძალიან პატივსაცემია.

ვერსია 2. პრაქტიკული
რელიგიის გარდა, ინდოელის უბრალო მიწიერი ცხოვრებაც არსებობს, რომელიც ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული ძროხასთან.


დავიწყოთ იქიდან, რომ ძროხა რძეს იძლევა, რძე კი ბავშვთა საკვებია. ინდოეთში ძროხას სწორედ ასე ეძახიან - „გაუ-მატა“, რაც პირდაპირ თარგმანში „დედა ძროხას“ ნიშნავს. რძე ინდოეთში ძალიან პოპულარულია. აქ ჩაისაც კი რძით აყენებენ, ხოლო კარაქის გარეშე არცერთი რელიგიური რიტუალი არ სრულდება. 

ასევე, შეუცვლელია ძროხა სოფლის მეურნეობაში. ტრაქტორი უბრალო ინდოელისთვის იშვიათი და ძვირი სიამოვნებაა. რაღაცნაირად ხომ უნდა მოხნას მიწა? ამას გარდა, ძროხა ინდოეთში ტრანსპორტირებისთვისაც გამოდგება. ბენზინი ძვირია, ცხენი ნაკლებადაა გავრცელებული, ურემს კი გამწევი ძალა ესაჭიროება.



დაბოლოს, ნაკელი! მას საწვავად იყენებენ. მისი კვამლი კარგად აფრთხობს მოსკიტებს. ნაკელი გამოდგება მშენებლობაშიც, მედიცინაშიც... ამასთანავე, ის საუკეთესო სასუქია.



კი, მაგრამ ხორცი? აქ ხორცს არ მიირთმევენ. ნამდვილი ინდუისტების დიდი ნაწილი ვეგეტარიანელია. 

ამ წმინდა ცხოველს ინდოეთში ყველაფრის უფლება აქვს. მას პიკის საათისას შეუძლია ქუჩაში ყველაზე გაცხოველებული მოძრაობა გადაკეტოს და მრავალკილომეტრიანი საცობი შექმნას - ვერავინ გააგდებს. იქნება გნიასი, სიგნალების ჭყვიტინი და ყველა დაელოდება, როდის ინებებს ძროხა წასვლას... 


ინდოეთში ძალიან ბევრი უპატრონო ძროხაა. და ამგვარი ძროხის გამოკვება წმინდა საქმეა. პირველი ლუკმა ინდოეთში მშიერ ძროხას ეკუთვნის, მეორე უკვე შეგიძლია, თავად მიირთვა.

ასე რომ, ინდოეთში ყოფნისას გაითვალისწინეთ ძროხების სიწმინდე. არ გააბრაზოთ და მიეცით საკვები. რაც მთავარია, ინდურ რესტორნებსა და კაფეებში არ შეუკვეთოთ სტეიკი, ბიფშტექსი ანდა ბიფსტროგანოვი!

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?