ეროტიკული ფოლკლორის პარკი (14 ფოტო)

საკნატუნო ამბები

9 აგვისტო 23:00
5770

ხესინდანის პარკი სამხრეთ კორეაში მდებარეობს და ის, გარკვეულწილად, ღირსშესანიშნაობების ალტერნატივაა, თუმცა, მისი დათვალიერება ყველასთვის რეკომენდებული არ არის.

პარკი ქალაქიდან, დაახლოებით, 40 წუთის სავალზეა და 28 ათასი კვ.კმ-ზეა განთავსებული.

„ზღვის ქალღმერთების ტაძარი“ - ასე ითარგმნება ხესინდანის პარკი.
ლეგენდის თანახმად, წლების წინათ ამ ტერიტორიაზე, ზღვის სანაპიროზე ცხოვრობდა ულამაზესი გოგო, რომელსაც შეყვარებული ჰყავდა. ერთ დღეს გოგო ზღვაში დაიხრჩო და მისმა შეყვარებულმა გოგოს დახმარება ვერ შეძლო. გოგოს სული ვერც სამოთხეში მოხვდა, ვერც ჯოჯოხეთში და მოჩვენებად გადაიქცა. მას შემდეგ ზღვა მუდმივად ღელავდა და ამ ადგილას ხშირად ხდებოდა სტიქიური უბედურებები, მეთევზეებს სათევზაოდ გასვლის ეშინოდათ.  
ერთხელ ერთმა მეთევზემ მაინც გადაწყვიტა სათევზაოდ გასვლა, მაგრამ მისი ნავი ამოვარდნილმა ქარიშხალმა ხან ერთ მხარეს გადაისროლა, ხან - მეორე მხარეს. მეთევზე სიცოცხლეს ემშვიდობებოდა. მოულოდნელად გოგოს მოჩვენება დაინახა, რომელიც მას უახლოვდებოდა. მეთევზემ მოჩვენებას გადარჩენა სთხოვა: „არაფერი არ გამაჩნია, წაიღე ყველაზე ძვირფასი, რაც კი მაქვს, ოღონდ ნაპირზე მშვიდობით დამაბრუნე“. უცებ ქარიშხალი ჩადგა და ზღვაც დამშვიდდა.

მეთევზე ვერ იჯერებდა, რომ გადარჩა, სოფელში დაბრუნდა და მომხდარის შესახებ ყველას უამბო.
ლეგენდის თანახმად, მოჩვენებამ მას ყველაზე ძვირფასი წაართვა - „მამაკაცური ღირსება“, თუმცა მეთევზეს სიცოცხლე ერჩივნა და „მამაკაცური ღირსების“ შენარჩუნება აღარ აწუხებდა.
მას შემდეგ ამ ტერიტორიაზე ფალოსის ქანდაკებები გაჩნდა.

ჰესინდანის პარკს ხშირად სტუმრობენ ტურისტები. ოჯახური წყვილები ქანდაკებებს ინტიმური ცხოვრების დალაგებას ევედრებიან.

წყარო: funny24.ru