ბაქოელი ფოტოგრაფის „ფანჯარა წარსულში“

საკნატუნო ამბები

10 აგვისტო 19:00
87

ქამალ ბაგირლიმ ამ პროექტისთვის უკვე მოიარა მოსკოვი, მადრიდი, პარიზი, ბარსელონა, სალამანკა, ლისაბონი, ნეაპოლი, ამალფი, ბერგამო და მილანი...

ყოველი მოგზაურობისთვის ბაგირლი განსაკუთრებით ემზადება: წინასწარ არჩევს ფოტოს, თანაც ცდილობს, რომ მათზე, ისტორიულ შენობებთან ერთად, ადამიანებიც იყვნენ გამოსახულნი.
მნახველებს განსაკუთრებით მილანური ფოტო მოსწონთ. ფოტოგრაფმა მგზავრის გაცილების კადრი, რომელიც 1964 წელს ფრანგმა ფოტოგრაფმა ბრუნო ბარბიმ გადაიღო, ვაგზლის იმავე „დეკორაციაში“ ჩასვა.
ავტორი ცდილობს, გადასაღებად იგივე წერტილი სანტიმეტრის სიზუსტით მოიძიოს, რაც ყოველთვის ადვილი არ არის.

წყარო: moya-planeta.ru