მარნეულში რუსეთ–საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს

საკნატუნო ამბები

8 აგვისტო 18:15
60

რუსეთ-საქართველოს ომში მარნეულის მუნიციპალიტეტიდან არაერთი ჯარისკაცი და მოხალისე იბრძოდა. გმირულად დაიღუპნენ: გია რომელაშვილი; თეიმურაზ ჭიტაძე; ზაზა ბოჭოიძე და გიორგი ტატუაშვილი, ხოლო ჯარისკაცი მამუკა შუბითიძე დღემდე უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომის დაწყებიდან 9 წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ნაბი აბდულაევმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული მარნეულელი ჯარისკაცების მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.


გმირთა მემორიალთან, გარდაცვლილი მეომრების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა აკაკი ლიპარტელიანმა გადაიხადა. ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის პატივსაცემად, კულტურის სახლის ორგანიზებით, მცირე ღონისძიებაც გაიმართა, რომლშიც მონაწილეობდნენ ომში დაღუპული გმირის ზაზა ბოჭოიძის ვაჟები – გიორგი და საბა ბოჭოიძეები.  მათ მამის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლექსებიც წაიკითხეს.


რუსეთ-საქართველოს ომში მარნეულის მუნიციპალიტეტიდან არაერთი  ჯარისკაცი და მოხალისე იბრძოდა, რომელთაგან გმირულად გარდაიცვალნენ: გია რომელაშვილი; თეიმურაზ ჭიტაძე; ზაზა ბოჭოიძე და გიორგი ტატუაშვილი, ხოლო ჯარისკაცი მამუკა შუბითიძე უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.


აგვისტოს ომის 9  წლისთავთან დაკავშირებით, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით, 500– 500 ლარის ოდენობით თანხა გადასცა.


თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ფულადი დახმარება აფხაზეთთსა და სამაჩაბლოს ომში დაღუპული გმირების ოჯახებსაც გადაეცემათ.