სანამ მაღაზიაში წყალს შეიძენთ, აუცილებლად შეამოწმეთ ეს აღნიშვნები!

საკნატუნო ამბები

11 აგვისტო 17:00, 2017 წელი

ყველა პლასტიკატი ერთნაირად საშიში არ არის და სწორედ ამის განსაზღვრა შეგიძლიათ ამ აღნიშვნებით.

PET ანდა PETE



ეს ერთჯერადი ბოთლებია. ისინი სითხეში გამოყოფენ მძიმე ლითონებს და, ასევე, ნივთიერებებს, რომლებიც ადამიანის ჰორმონალურ ბალანსზე მოქმედებენ.
PET - მსოფლიოში ყველაზე ხშირად გამოიყენება. მთავარია, გვახსოვდეს, რომ ის მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისაა. თუკი მას ხელმეორედ გამოიყენებთ, მაშინ მზად იყავით თქვენს ორგანიზმში ზოგიერთი ტუტე ელემენტისა და იმ ბაქტერიების მოსახვედრად, რომლებსაც ძალიან უყვართ PET-ები.


HDP ანდა HDPE



ეს ძალიან კარგი პლასტიკატია, რომელიც თითქმის არავითარ მავნე ნივთიერებას არ გამოყოფს. სპეციალისტები გვირჩევენ, წყალი სწორედ ამგვარ ბოთლებში შევიძინოთ. ის უსაფრთხოცაა და ეკოლოგიურიც: თითქმის მთელი პლასტიკი გადამუშავდება. საკმაოდ ხისტია და მას ყველაზე ხშირად რძის, სარეცხი საშუალებების შესანახად, სათამაშოების ანდა პლასტიკური პაკეტების დასამზადებლად იყენებენ.


PVC ანდა V



ამ მასალისგან დამზადებული ნივთები, სულ ცოტა, ორ სახიფათო ქიმიკატს გამოყოფს. ორივე ეს ნივთიერება ჩვენს ჰორმონალურ ბალანსზე მოქმედებს.
ეს რბილი და დრეკადი პლასტიკატია. მასში ყველაზე ხშირად მცენარეულ ზეთს ინახავენ. მასვე ბლისტერული შეფუთვისა და ბავშვის სათამაშოების დასამზადებლად იყენებენ. ის კომპიუტერული კაბელების დასამზადებლადაც გამოიყენება. მისგანვე ამზადებენ პლასტიკატის მილებს და სანტექნიკურ დეტალებს.
PVC შედარებით ნაკლებად ზიანდება მზის სხივებისა და ამინდის ზემოქმედებით. ამიტომ მისგან ფანჯრის ჩარჩოებსა და ბაღის სარწყავ შლანგებსაც ამზადებენ. ამის მიუხედავად, ექსპერტები ალტერნატივის არსებობისას მის შეძენას არ გვირჩევენ.


LDPE



ამ პლასტიკისგან მზადდება ბოთლებიც და პლასტიკატის პაკეტებიც. ის წყალში ქიმიურ ნივთიერებებს არ გამოყოფს. ამიტომაც უხიფათოა მხოლოდ წყლის შენახვის შემთხვევაში. მისგან დამზადებული პაკეტები არ შეიძინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს ორგანიზმში ორ-სამი საზიანო ნივთიერება მოხვდება.


PP



ეს პლასტიკი თეთრი ან ნახევრად გამჭვირვალეა. მას სიროფებისა და იოგურტების შესანახად იყენებენ. ის თერმომედეგია - თბება, მაგრამ არ დნება. შედარებით უხიფათოა.


PS



ხშირად გამოიყენება ყავის ჭიქებისა და სწრაფი კვების კონტეინერების დასამზადებლად. მაგრამ გათბობისას მავნე ნივთიერებებს გამოყოფს. პოლისტიროლი იაფი, მსუბუქი და საკმაოდ მტკიცე პლასტიკია, მაგრამ ცხელი კერძებისა და სასმელების შესანახად სავსებით არ გამოდგება.


PC ან პლასტიკის სპეციალური ნიშნის გარეშე



ეს პლასტიკის ყველაზე სახიფათო სახეობაა. მას წყლისა და საკვები კონტეინერების დასამზადებლად იყენებენ. პოლიკარბონატის ტარაში საკვების ან წყლის შენახვდა არაფრით არ შეიძლება: ის გამოყოფს ბისფენოლ A-ს - ეს ნივთიერება ენდოკრინულ სისტემას ანადგურებს და ესტროგენის ჰორმონის გამოყოფას უშლის ხელს.

დაბოლოს, სანამ პლასტიკის შეფუთვით რაიმეს შეიძენთ, გირჩევთ, ორჯერ დაფიქრდეთ. რაც არ უნდა იყოს, მინა გაცილებით უხიფათოა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?