ცხენი, სახელად ეინშტეინი, თავისი სახეობის ყველაზე პატარა წარმომადგენელია. მისი სიმაღლე, სულ რაღაც, 50 სანტიმეტრია.
ყველაზე დიდი ნიანგი 2002 წელს ბურუნდის რესპუბლიკაში დაიჭირეს. მისი ასაკი იმ მომენტისთვის 100 წელს აღემატებოდა. სიგრძით 6,1 მეტრი იყო, ხოლო წონა 1 ტონას აჭარბებდა.
მსოფლიოში ყველაზე დიდ კუდ ტყავიანი კუ მიიჩნევა. მისი სიგრძე, დაახლოებით, 3 მეტრია, ხოლო ლასტების საერთო სიგრძე - ორჯერ მეტი.
ზუსტად 555-მა აქლემმა მიიღო მონაწილეობა 5-კილომეტრიან მასობრივ რბოლაში. სწორედ ეს რეკორდი შეიტანეს გინესის რეკორდების წიგნში. რბოლის მომზადებას ნახევარი წელი დასჭირდა და ის 3 საათს გაგრძელდა.
რა სახის რეკორდი აღარ არსებობს. უიპეტის ჯიშის ნაგაზმა ტობიმ 36,53 წამში 100 ბუშტი გახეთქა.
კრენი Watusi-ს ჯიშის ხარია და ცხოველთა თავშესაფარში ცხოვრობს. მისი რქების სიგრძე 92,25 სანტიმეტრია და თითოეული 100 გირვანქას იწონის.
გიგანტური კიბო Macrocheira kaempfer სიგრძეში 4 მეტრს აღწევს, წონით კი 20 კილოგრამია.
კატას, სახელად პოლკოვნიკი-მიაუ, ფანატებთან ერთად, მოშურნეებიც ჰყავს. მოდი და ნუ შეგშურდება მისი ქოჩორი. მისი ბეწვის საშუალო სიგრძე 23 სანტიმეტრია.