დალიეთ მეცნიერების სადღეგრძელო

საკნატუნო ამბები

13 აგვისტო 13:00, 2017 წელი

ყინულიანი კოქტეილი სიცხეში გაგრილების საუკეთესო საშუალებაა. მეცნიერებსაც უყვართ კოქტეილი, ამიტომაც ისინი მეცნიერულად მიუდგნენ საკითხს და იდეალური სასმელის დამზადების წესები შეიმუშავეს.

სახლში კოქტეილის დამზადებისას ბევრი სასმელს ოთახის ტემპერატურის ჭიქაში ასხამს. როგორც გაირკვა, თუკი ჭიქას წინასწარ საყინულეში გავაცივებთ, ის ტემპერატურას გაცილებით უკეთ შეინარჩუნებს. ამგვარ ჭურჭელში ხუთ წუთში კოქტეილი 4,4 გრადუსით უფრო ცივი აღმოჩნდება. იმისთვის, რომ ბოკალის გაციება დააჩქაროთ, მას სველი ტილო შემოახვიეთ და საყინულეში ისე შედგით. ყინულის კუბიკები ნაკლებად ეფექტურია: ის მხოლოდ ძირს აციებს.

 


კოქტეილი ცივი უნდა იყოს, ამიტომაც ბევრი მაცივრიდან ახლად გამოღებულ ხილს წურავს. ეს არასწორია. მჟავე ლიმონშიც კი საკმარისადაა შაქარი, ხოლო დაბალ ტემპერატურაზე შაქრიანი ხსნარების სიბლანტე იზრდება. იმისთვის, რომ მეტი წვენი მიიღოთ, ხილი 15-20 წამით დააყოვნეთ საშუალო რეჟიმზე დაყენებულ მიკროტალღოვან ღუმელში და ის ოდნავ შეთბება.

 


ციტრუსის კოქტეილს ბევრი ახლად გამოწურული ლიმონიდან ამზადებს. მაგრამ სასმელის გემო უკეთესი იქნება, თუკი წვენს რამდენიმე საათით გავაჩერებთ. ის უფრო მწარე გამოვა: ფერმენტები ლიმონში შემავალ სურნელოვან ნომილინს მწარე ლიმონინად გადააქცევს. სიმწარე მკვეთრ გემოებს „ახშობს“ და ამით ნიუანსები უფრო კარგად შეიგრძნობა.



ციტრუსების კანში ძალიან ბევრი მწარე ლიმონინია, ამიტომაც წვენის გამოწურვამდე ხილი მაგიდაზე გააგორეთ ან კოქტეილში კანი ჩადეთ. რაც უფრო მეტხანს იქნება ციტრუსის კანი სასმელში, მით მეტი ლიმონინი გადავა მასში. თუ კოქტეილი ძალიან გამწარდა, უბრალოდ, შაქარი დაუმატეთ. ტკბილი სიმწარის შეგრძნებას ანეიტრალებს.



იმისთვის, რომ იდეალურად გამჭვირვალე კუბიკები მიიღოთ, წყალი თანდათანობით და აუცილებლად 0 გრადუსზე გაყინეთ. ასეთ დროს კრისტალიზაცია ფენა-ფენა და თანაბრად მიმდინარეობს. თუკი ფორმებში ცხელ წყალს ჩაასხამთ, მაშინ კონვექციის შედეგად ყინული თანაბრად გაიყინება.

 


მარილი არამხოლოდ სპეციფიკური არატკბილი კოქტეილებისთვის გამოგება. მეცნიერთა გამოკვლევებით დადგინდა, რომ მარილი ცილა-გადამწოდების აქტივიზაციას იწვევს. მათ კი, თავის მხრივ, გლუკოზა ენის მგრძნობიარე უჯრედებთან „მიაქვთ“. ამას გარდა, მარილის იონები მწარეს რეცეპტორებს „ახშობს“.

 


მართალია, ჯეიმს ბონდი სხვაგვარად ფიქრობდა (მისი ცნობილი დევიზია: Shaken, not stirred), მაგრამ ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ კოქტეილის ნჯღრევას ნელა მორევა სჯობს. როცა სასმელს შეიკერში ანჯღრევენ, მაშინ სამჯერ მეტი ყინულის კუბიკი ლღვება, ვიდრე მორევისას და ამის გამო კოქტეილი - მეტად გაზავებული, ხოლო გემო ნაკლებ გამოხატული გამოდის. თუ მაინც შენჯღრევას არჩევთ, მაშინ არაუმეტეს 12 წამისა: მეტზე სასმელი მაინც აღარ გაცივდება.

 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?