რჩევები, რომლებიც პლაჟზე ყოფნისას ძალიან გამოგადგებათ
12:00 ორშ. 2 აგვისტო, 2021 წელი
თუ გაითვალისწინებთ, პლაჟზე ნებივრობისას ბევრ უხერხულ სიტუაციას აიცილებთ თავიდან...
იმისთვის, რომ ზღვაზე ბანაობის დროს მანქანის გასაღები არ დაკარგოთ, შეგიძლიათ, ის ბორბლებში ჩამალოთ. გასაღები მცენარის ღეროზე „ჩამოკიდეთ“ და ბორბლის შიგნითა მხარეს მიამაგრეთ 👇
მოათავსეთ გასაღები, ტელეფონი ან საფულე პამპერსში ან საცვალში. ნებისმიერი ქურდისთვის პამპერსი ან საცვალი უინტერესო ნივთია და მასთან მიახლოების სურვილი არ გაუჩნდება. თქვენი ნივთები კი უსაფრთხოდ შეინახება👇
თუკი ზღვიდან ამოსვლის შემდეგ ყურები დაგუბებული გაქვთ, აიღეთ ბუშტი, ნესტოებზე თითები მოიჭირეთ და დაიწყეთ ბუშტის გაბერვა. ბუშტის ბერვის პროცესში გაიგებთ წკაპუნის ხმას, რაც იმას ნიშნავს, რომ წნევა დარეგულირდა და რამდენიმე წამში ყურებში შვებას იგრძნობთ👇
ბოთლის 1/3 წყლით აავსეთ, გაყინეთ და პლაჟზე გაიყოლეთ. როგორც კი დაგცხებათ, ჩაასხით ბოთლში ნებისმიერი სასმელი და მიირთვით გასაგრილებლად👇
ზღვაზე რუჯის მისაღებად ან წიგნის წასაკითხად ისარგებლეთ რეზინიანი ზეწრით. ამგვარად გამოგივათ აუზის ფორმის დასაწოლი, რომელიც ნივთების შესანახადაც მოსახერხებელია👇
იმისთვის, რომ ზღვიდან ამოსულს ცხელი ჩუსტების ჩაცმამ არ მოგიწიოთ, ზღვაში ჩასვლამდე ჩუსტები ნაპირზე ამობრუნებული დატოვეთ👇
გადააკარით ტელეფონს სამზარეულოს პარკი. ამგვარად მას წყლისგანაც დაიცავთ და ქვიშისგანაც, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს შესაძლოა, სენსორმა შეფერხებით იმუშაოს👇
თუკი არ გსურთ, ქვიშა ფეხებზე მიგეკროთ, რის შემდეგაც ფეხსაცმლის ჩაცმა არაკომფორტულია, ისარგებლეთ საბავშვო პუდრით: დაყარეთ პუდრი ქსოვილზე და მყარად გადაახვიეთ. როგორც კი ზღვიდან სახლში წასვლას დააპირებთ, პუდრიანი ქსოვილით გაიწმინდეთ ფეხები. ნახავთ, რომ ქვიშა ფეხებიდან სრულად გაგეცლებათ👇
სიახლეები ამავე კატეგორიიდან