ცნობილების დიეტები - მე-16 საუკუნიდან დღემდე

საკნატუნო ამბები

16 აგვისტო 13:00, 2017 წელი

იტალიელმა ფოტოგრაფმა დენ ბანინომ (Den Bannino) პროექტი „Stil diet“ დიეტებს მიუძღვნა და თვალსაჩინოდ წარმოგვიდგინა ცნობილების გასტრონომიური შეზღუდვები - დაწყებული ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ით და ბაირონით, დამთავრებული ჩვენი დროის ვარსკვლავებით.

ჰენრი VIII – „ბანკეტის დიეტა“ (ქათამი, კურდღელი, ცხვრის ხორცი, ღორის ხორცი, ხილი და ღვინო)



XV საუკუნეში ყველაფერს ხორცს არჩევდნენ, მიირთმევდნენ როგორც შინაური ცხოველებისა და ფრინველების, ისე სხვადასხვა ნანადირევისა და ირმის ხორცს. მიირთმევდნენ შემწვარ გედებს, ფარშევანგებსა და ზღარბებსაც კი. მეფე ჰენრი VIII ნამდვილი გურმანი იყო. მისი ტრადიციული სადილი, სულ ცოტა, 14 კერძისგან შედგებოდა.


ლუიჯი კორნარო - „ზომიერი ცხოვრება“ (კვერცხი და ყურძნის მსუბუქი ღვინო)



შუა საუკუნეების ვენეციის რესპუბლიკის ძალიან გავლენიანი ფიგურა, მწერალი, არისტოკრატი ლუიჯი კორნარო ისტორიაში შევიდა, როგორც შიმშილისა და ჯანმრთელი კვების კლასიკოსი.
40 წლის ასაკში მუცელღორობისა და ღვინის სიყვარულის გამო ლუიჯი ნამდვილ მოსიარულე კასრად იქცა. ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად მან საკუთარი დიეტა შეიმუშავა, რომელიც არაუმეტეს 340 გრამი მყარი საკვებისგან შედგებოდა (ძირითადად, ხორცი და კვერცხი) და 450 გრამი ყურძნის სუფთა ღვინო დღეში. ამგვარი დიეტით 100 წლამდე იცოცხლა და თან ნათელი გონება და ფიზიკური აქტივობაც შეინარჩუნა. შთამომავლობას მან დაუტოვა წიგნი „დიდხანს სიცოცხლის ხელოვნება“.


ლორდ ბაირონი - „რომანტიკული პოეტის დიეტა“ (მინერალური წყალი და ძმარში დამბალი კარტოფილი)



სიმსუქნისკენ მიდრეკილი ლორდ ბაირონი მუდმივად ზედმეტ წონას ებრძოდა. იმისთვის, რომ აშოლტილი ტანი და „კეთილშობილი სიფერმკრთალე“ ჰქონოდა, იგი ძმრის დიეტაზე იჯდა - სვამდა ძმრიან წყალს, ალბობდა მასში ბოსტნეულს და თავშეკავებული იყო ჭამაში. ამგვარი დიეტით ბაირონმა 5 წელიწადში 30 კილო დაიკლო, მაგრამ ამან მის იმუნიტეტს ავნო. როგორც ცნობილია, იგი 36 წლის ასაკში ციებ-ცხელებით გარდაიცვალა.


ბილ კლინტონი - „კომბოსტოს წვნიანი“ (ყველა სახეობის კომბოსტო და ბოსტნეული)



2009 წელს ამერიკის 42-ე პრეზიდენტს ბილ კლინტონს გულის პრობლემები აღმოაჩნდა. ხორცისა და ფასტ-ფუდის მოყვარული იძულებული გახდა, მკაცრი ვეგეტარიანელი გამხდარიყო. შემდგომში კლინტონმა რძესა და კვერცხზეც უარი განაცხადა. დიეტის შედეგად კლინტონმა 11 კილოგრამი დაიკლო, ხოლო სისხლში ქოლესტერინის დონე ნორმაზე დადგა.


ბეიონსე ნოულზი - „დემოკს-ლიმონათის დიეტა“ (ლიმონის წვენი, ნეკერჩხლის სიროფი, წიწაკა ჩილი, ბალახის ჩაი, მარილი)



ლიმონათის დიეტა თავისი პოპულარობისთვის ცნობილ მომღერალ ბეიონსეს უნდა უმადლოდეს. იგი ამ დიეტას წელიწადში 2-ჯერ იცავს და 10 დღეში, საშუალოდ, 10 კილოგრამს იკლებს. დიეტის საფუძველი - ლიმონათის სასმელია, რომელსაც ლიმონის წვენისგან, ნეკერჩხლის სიროფისა და წიწაკისგან ამზადებენ. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამგვარი დიეტის დროს დიდი რაოდენობით ტუალეტის ქაღალდი იხარჯება.


საიმონ კოუელი - „სიცოცხლის გაუმჯობესება“ (უახლესი ხილი, სმუზი, რძე აბაზანისთვის, ვიტამინის წვეთები)



საიმონ კოუელი, ბრიტანელი ტელეწამყვანი და პროდიუსერი, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია, როგორც სატელევიზიო შოუს The X Faqtor uk და Britain’s Got Talent-ის ერთ-ერთი მსაჯი. ფორმის შესანარჩუნებლად იგი წვეთოვან დიეტას იყენებს. ამ დროს ადამიანისთვის საჭირო ყველა ვიტამინი ორგანიზმს წვეთოვანათი მიეწოდება. დიეტოლოგთა აზრით, ამგვარი დიეტა ყველაზე ცუდი დიეტების ხუთეულში შედის.


გვინეტ პელტროუ - „მკაცრი დემოკს-დიეტა“ (ბოსტნეული, კაკლისა და ოსპის პაშტეტი, ბარდა და ლიმონიანი წყალი)



ამერიკელი კინოვარსკვლავი დიეტის დროს დღეში 300 კალორიას იღებს და დიდი რაოდენობით ლიმონიან წყალს სვამს. პრაქტიკულად არ მიირთმევს კარტოფილს, პომიდორს, რძისა და ზღვის პროდუქტებს, ყავასა და შაქარს. პროფესიონალმა დიეტოლოგებმა ამას პრაქტიკულად შიმშილობა უწოდეს. გვინეტის თქმით, მთელი მისი ოჯახი - მეუღლე კრის მარტინი და შვილები, ეპლ (8 წლის) და მოსე (6 წლის) ვერ იტანენ გლუტენს, რძის პროდუქტებსა და ქათმის კვერცხს. მსახიობმა აღიარა, რომ მკაცრი დიეტა, რომლის მეშვეობითაც იგი ფორმას ინარჩუნებს, მის შვილებსაც ეხებათ.


ჩარლზ საატჩი - „კვერცხის დიეტა“ (ბოკალი ღვინო და კვერცხი)



ჩარლზ საატჩი უმსხვილესი სარეკლამო სააგენტოს დამაარსებელი და თანამედროვე ხელოვნების გალერეის მფლობელია. საატჩი - უჩვეულო მონოკვერცხული დიეტის აპოლოგეტია. 10 თვეში მან 27 კილოგრამი დაიკლო. ამისთვის იგი დღეში მხოლოდ სხვადასხვაგვარად მომზადებულ 9 კვერცხს მიირთმევდა.


ქეით მოსი - „ჰოლივუდური დიეტა“ (სიგარეტი, ალკოჰოლი, კოკაინი)



ცნობილმა ფოტომოდელმა ქეით მოსმა ერთხელ თქვა „ვერცერთი კერძის გემო ვერ შეედრება სიგამხდრეს“. თავისი კარიერის დასაწყისში იგი თავისი „დიეტით“ გახდა ცნობილი - რაც შეიძლება ბევრი ყავა, სიგარეტი, სასმელი, კოკაინი და რაც შეიძლება ცოტა საკვები.


მერაია ქერი - „იასამნისფერი დიეტა“ (იასამნისფერი ხილი და ბოსტნეული)



ამერიკელი მომღერალი და მსახიობი მერაია ქერი იასამნისფერი დიეტის მომხრეა, რომლის დროსაც კვირაში სამჯერ მხოლოდ იასამნისფერი ხილისა და ბოსტნეულის შეუზღუდავად ჭამა შეიძლება. ამ დიეტით მომღერალმა ფეხმძიმობისას აკრეფილი ზედმეტი წონა დააგდო.


მეთიუ მაკკონაჰი - „პროტეინის დიეტა“



ცნობილ ჰოლივუდელ მსახიობს ფილმისთვის „დალასელ მყიდველთა კლუბი“ 20 კილოგრამი უნდა დაეკლო. დიეტის დროს მაკკონაჰის რაციონში იყო დიეტური კოლა, ერთი კვერცხის გულის და რამდენიმე ნაჭერი ქათმის ხორცი ანდა თევზი. ამ ფილმისთვის მსახიობმა მრავალი ჯილდო მიიღო, მათ შორის - თავისი პირველი „ოსკარი“.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?