ტუარეგების ოაზისი, სადაც წყურვილს ვერ მოიკლავთ
საკნატუნო ამბები
17 აგვისტო 19:00, 2017 წელი
ოაზისი უბარი ლიბიის სამხრეთ დასავლეთით, ედეიენ-უბარის უდაბნოში მდებარეობს. ეს უდაბნო საჰარის გაგრძელებაა. ის დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ადგილად ითვლება და, რაღაც საოცრების წყალობით, 11 ტბაა აქ შემორჩენილი.
ამ ტბებიდან წყალს ვერ დალევთ. მათში მარილის კონცენტრაცია მკვდარ ზღვაში მარილის კონცენტრაციის ტოლია. ზოგიერთი პერიოდულად შრება და წყლით მხოლოდ იშვიათი წვიმების დროს ივსება.
ოაზისში ტუარეგების ტომი ცხოვრობს, რომელიც მეცხოველეობითა და მარილის მოპოვებით ირჩენს თავს.
ავტორი: ბადრი ქევანიშვილი