ანზორ ერქომაიშვილი: „ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას“

საკნატუნო ამბები

14 აგვისტო 17:50, 2017 წელი

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი წელს 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 7 ქვეყნის ფოლკლორს გააერთიანებს. კონცერტები სტარტს 31 აგვისტოს ბათუმში აიღებს, 1 სექტემბერს ურეკში გაგრძელდება და 2 სექტემბერს „ბლექ სი არენაზე“ გალა კონცერტით დასრულდება.

მაყურებლის წინაშე იტალიის, ესპანეთის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები წარდგებიან.
წელს ფესტივალს სპეციალური სტუმრის სტატუსით ესპანეთის ერთ-ერთი პოპულარული ფლამენკოს მოცეკვავე ჯგუფი La Moneta&Flamenco ეწვევა, რომელიც 2 სექტემბერს დაგეგმილ ღონისძიებაში, Black Sea Arena-ზე 35-წუთიანი პროგრამით მიიღებს მონაწილეობას.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სახელმწიფო ანსამბლები „რუსთავი“ და „ბასიანი“ წარადგენენ.


ფესტივალს მხარდაჭერას უცხადებს ფოლკლორის საერთაშორისო ცენტრისა და ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „რუსთავი“ ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი, რომელიც სპეციალურ მიმართვაში ფესტივალის მნიშვნელობასა და ქვეყნის პოპულარიზაციის ხელშეწყობაზე საუბრობს:

„წელს მეორედ ტარდება შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი. შარშან გახლდით ამ ფესტივალზე, რომელიც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ჩაატარა და გულწრფელად გითხრათ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. ადრე ჩვენ დავდიოდით უცხოეთში ფესტივალებზე. როგორც  „რუსთავის“ წარმომადგენელს, რამდენჯერ მიგვიღია მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის დიდ სცენაზე. ახლა საშუალება მოგვეცა, ჩვენ თვითონ მოვიწვიოთ უცხოელები, უცხოური ანსამბლები, რომლებიც გაეცნობიან ჩვენს ქვეყანას, ჩვენს კულტურას და მონაწილეობას მიიღებენ იმ არაჩვეულებრივ ფესტივალში, რომელსაც ეწოდება შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი. ვფიქრობ, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ, ეს არის ქვეყნის პოპულარიზაცია, სიმღერების პოპულარიზაცია, ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია და საერთოდ, ქართული კულტურის პოპულარიზაცია. ვფიქრობ, რომ თუ ეს ფესტივალი ტრადიცულ სახეს მიიღებს, ძალიან დიდი სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. მე მივდივარ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე!“ - აღნიშნავს ანზორ ერქომაიშვილი.


შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდება.
ღონისძიება Black Sea Arena-ს, კულტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, Check in Georgia- ფარგლებში გაიმართება.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?