გაუმკლავდებით ავსტრალიის ყველაზე დიდ ბურგერს?

საკნატუნო ამბები

18 აგვისტო 13:00, 2017 წელი

ამ უდიდეს ბურგერს ავსტრალიურ შტატ ვიქტორიაში, სასტუმრო Peninsular-ის ბარ-რესტორნის შეფ-მზარეული ყველა მსურველს სთავაზობს. ამასთანავე, ვინც მის ბურგერს „დაამარცხებს“, 100-დოლარიან პრიზსაც მიიღებს!

ბურგერის „დამარცხების“ მსურველი არცთუ ისე ბევრია - ბურგერი ხომ 3,5 კილოგრამს იწონის.

მისი ბოლომდე შეჭმა მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს. შეფ-მზარეული ტონი მოსი 10 წლის წინათ მოვიდა რესტორანში სამუშაოდ და თითქმის მაშინვე შეიტანა მენიუში ეს გიგანტი ბურგერი. „წლის განმავლობაში ჩვენ 4-5 მსგავს ბურგერს ვყიდით“, - აღნიშნავს ის.


გიგანტურ ჰამბურგერს სასტუმრო Peninsular-ის თითქმის ყველა სტუმარს სთავაზობენ. მსურველმა შეკვეთა წინასწარ უნდა მისცეს - სულ ცოტა, 24 საათით ადრე. საქმე ისაა, რომ 3,5-კილოიანი ბურგერისთვის ფუნთუშები მხოლოდ შეკვეთით ცხვება. სამაგიეროდ დანარჩენი ყველაფერი საკმაოდ სწრაფად მზადდება - მისი შიგთავსის მომზადებას, სულ რაღაც, 25 წუთი სჭირდება.


36 სანტიმეტრი დიამეტრის ბურგერი ძროხის ხორცის ორი, 1,2-კილოგრამიანი კატლეტის, ბეკონის ხუთი შემწვარი ნაჭრისა და ხუთი კვერცხისგან შედგება. აქვე უნდა მივათვალოთ პომიდვრები, სალათა, ხახვი, ყველი და სხვა წვრილმანები.


ყველა, ვინც გიგანტურ ბურგერს შეუკვეთს, „ბურგერულ შეჯიბრში“ მონაწილეობს, რომელიც სასტუმროს მფლობელმა კეიტ ბერნსმა მოიფიქრა. ის ვინც ბურგერს 3 საათში შეჭამს, არც მის საფასურს გადაიხდის და დამატებით 100 დოლარსაც მიიღებს. შეფ-მზარეულის განცხადებით, ბოლო ცხრა წლის მანძილზე ბურგერთან ჭიდილში მხოლოდ ორი გამარჯვებული გამოვლინდა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?