eBay-ზე გაყიდული 5 ყველაზე უჩვეულო სატრანსპორტო საშუალება

საკნატუნო ამბები

20 აგვისტო 16:00, 2017 წელი

ქსელური აუქციონის eBay-ს არსებობის წლებში იქ ყველაფერი იყიდებოდა - სენდვიჩიდან დაწყებული, რომელზეც ქალწული მარიამის სახე გამოისახა, ისლანდიით (დიახ, მთელი ქვეყანა იყიდებოდა) დამთავრებული. ჩვენ კი ახლა უჩვეულო სატრანსპორტო საშუალებებზე ვისაუბრებთ.

  •  2002 წელს კომპანია Disney-იმ eBay-ზე ცნობილი მონორელსური მატარებელი  Mark IV monorail გაყიდა. იფი ბობ გარმა შექმნა და 1969 წელს კომპანია Martin Marietta-მ ააგო.  Mark IV დისნეი ლენდის მონორელსურ სისტემებზე 1971-დან 1989 წლამდე მუშაობდა. ზოგმა ეგზემპლარმა 1991 წლამდეც კი გაძლო. მატარებელი 20 000 დოლარად გაიყიდა.

  • 2005 წელს ბრიტანულ eBay-ზე ნამდვილი სპორტული ავტომობილი Lotus Esprit, სულ რაღაც, 50 პენსად გაიყიდა. ის რადიოწამყვან ტიმ შოუს მეუღლემ გაყიდა, როცა გაიგო, რომ მეუღლე სუპერმოდელ ჯოდი მარშთან ღალატობდა. შოუს კოლექციის კუთვნილი ავტომობილი 5 წუთში გაიყიდა.

  •  2005 წლის მაისში 277171 დოლარად „ფოლკსვაგენ გოლფი“ გაიყიდა. ესოდენ დიდი ფასი იმ მიზეზმა განაპირობა, რომ ავტომობილი ადრე იოზეფ რატცინგერს ეკუთვნოდა, რომელიც უფრო რომის პაპ ბენედიქტ XVI-ის სახელით არის ცნობილი. ავტომობილი ონლაინკაზინო GoldenPalace.com-მა თავისი რეკლამისთვის შეიძინა. 

  • 2006 წლის მაისში ჩინელმა ბიზნესმენმა ძიან ჩენმა ამერიკელი გამყიდველისგან 24 730 დოლარად ჩამოწერილი გამანადგურებელი МиГ-21 შეიძინა, რომელიც მანამდე ჩეხოსლოვაკიის სამხედრო საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა. გამყიდველმა გაყიდვის შემდეგ თვითმფრინავის ჩინეთში გადაგზავნაზე უარი განაცხადა, მას იმედი ჰქონდა, რომ მყიდველი ამერიკელი აღმოჩნდებოდა. კონფლიქტი რით დასრულდა, უცნობია.

  •  2004 წლის თებერვალში მაიკ ლინდმა კომპანია Landa and Associates-დან გასაყიდად McDonnell Douglas F/A-18 Hornet გამოიტანა. მისი საწყისი ფასი 1 მილონ დოლარი იყო. მანამდე მან თვითმფრინავი ჩამოწერილი შეიძინა და საფრენ მდგომარეობამდე აღადგინა. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ თვითმფრინავის საზღვარგარეთ გაყიდვა აკრძალა. ამის გამო ლინდი იძულებული გახდა, თვითმფრინავი გაყიდვიდან მოეხსნა - შტატებში მისი მყიდველი არ მოიძებნა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?