შვედეთში კიბორჩხალების ფესტივალი ზაფხულის დასასრულს ნიშნავს

საკნატუნო ამბები

20 აგვისტო 13:00, 2017 წელი

შვედების აზრით, მათ შობამდე კიდევ ერთი დღესასწაული სჭირდებოდათ და ამიტომაც კიბორჩხალების ფესტივალი მოიგონეს. ეს ხუმრობით.

ისტორიული საკითხი
1500-იანი წლებიდან მოყოლებული შვედეთში კიბოების საკვებად გამოყენება დაიწყეს, მაგრამ მაშინ ეს უფრო არისტოკრატებისთვის განკუთვნილ დელიკატესად მიიჩნეოდა. იმ დროს კიბოსგან ამზადებდნენ სოსისებს, რაგუსა და ღვეზელებს.


1800-იანი წლებიდან ფეხსახსრიანების საკვებად გამოყენება საშუალო კლასმაც დაიწყო. ისინი მას ისევე ხარშავდნენ, როგორც დღეს.


რაც შეეხება კიბოების დღესასწაულს, ის 1900-იან წლებიდან იღებს სათავეს, როცა კიბოების დაჭერა შეზღუდეს. სეზონი რამდენიმე თვემდე შეამცირეს. ის აგვისტოში იწყებოდა და ამიტომაც სწორედ ამ თვეს გადაწყდა გასტრონომიული ფესტივალის ჩატარება.


შემდგომში შვედეთში კიბორჩხალების ექსპორტი თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან დაიწყეს და ამის გამო შეზღუდვაც მოიხსნა - უკვე მთელი წელი იყიდებოდა, მაგრამ ფესტივალი (Kräftskiva) დარჩა, როგორც შვედების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაული. ის ზაფხულის დასასრულს ნიშნავს. შვედები ამგვარად წლის თბილ სეზონს ემშვიდობებიან.


როგორ მივირთვათ
იყო წლები, როცა შვედეთში საუკეთესოდ ჩინური კიბორჩხალები მიაჩნდათ; იყო წლები, როცა უპირატესობას ამერიკულ კიბოებს ანიჭებდნენ. მაგრამ კიბოების ფესტივალზე შვედური კიბოები კონკურენციის გარეშე რჩებიან. კიბოებს დიდი რაოდენობით კამას უშვრებიან და აუცილებლად სუფთა ჰაერზე მიირთმევენ.


კიბორჩხალები არაჩვეულებრივად გემრიელია, 
მათი გარჩევა კი ნამდვილი
წამებაა. ხორცის დიდი ნაწილი მტკიცე გარსის ქვეშაა და მისი ამოღება საკმაოდ ჭირს. თუმცა ამ საქმის გასაადვილებლად ბევრი ხერხი არსებობს.


შვედების აზრით, მორიდება საჭირო არაა, კიბოს დამტვრევის შემდეგ მისი წვენი ხმაურით უნდა შეისრუტო და უკვე შემდეგ შეუდგე ხორცის ამოღებასა და ჭამას. კიბოების ჭამა საცეცებით იწყება, შემდეგ თავს მიირთმევენ, სულ ბოლოს კი ყველაზე დიდ ნაჭერზე გადადიან, რომელიც კუდშია დამალული.


საუზმეულიდან კიბორჩხალას ძალიან უხდება ყველი, კარტოფილი და ბოსტნეული. რაღა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ლუდი და შნაპსი უნდა დააყოლო. 

არ შეგეშინდეს, თუკი სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდები!
კიბორჩხალების ფესტივალი - ეს ის ადგილია, სადაც რაც შეიძლება სულელურად უნდა მოიქცე. კიბოების ჭამა უკვე ისედაც სასაცილოა: სრუტუნებ, წკლაპუნებ, მარილიანი წყლისა და წვენებისგან წებოვანი ხარ. მაგრამ შვედებს მიაჩნიათ, რომ ფესტივალის ყველა მონაწილე ამ პროცესის შესაბამისი უნდა იყოს. ამიტომაც იქცევიან სულელურად ტრადიციულად. კონუსის ფორმის ქუდებს იხურავენ, რომელზეც კიბოა გამოსახული და პატარა ბავშვებივით წინსაფარს იფარებენ.



ფესტივალის დროს მაგიდებს კიბოს გამოსახულებიანი ჭყეტელა გირლანდებით რთავენ, ხოლო მაგიდის თავზე გაღიმებული მთვარის გამოსახულებიან ფანრებს კიდებენ. შვედეთის ზოგ კუთხეში ფესტივალს ასეც უწოდებენ - „კიბოები სავსე მთვარეობისას“.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?