ნავთობგაზის 5 ყველაზე დიდი კოლოსი

საკნატუნო ამბები

21 აგვისტო 16:00, 2017 წელი

ადამიანის საინჟინრო გენიის ქმნილებებს შორის საბურღი პლატფორმები გულივერებია და მათ გვერდით უშველებელი ხომალდებიც კი ლილიპუტებად ჩანს. 

ნავთობის პლატფორმა - ეს უდიდესი სამრეწველო კომპლექსია, რომელიც დიდ სიღრმეზე მდებარე ნახშირწყალბადის ნედლეულის მოსაპოვებლად გამოიყენება. მიწის წიაღიდან გაზისა და ნავთობის მომპოვებელი დანადგარები ყველანაირი ფანტაზიის ზღვარს სცდება. წარმოიდგინეთ კონსტრუქცია, რომელიც ნახევარ მილიონ ტონას იწონის და რომელსაც 10-15 კილომეტრის სიღრმეზე ბურღვა შეუძლია, მაგრამ ამ უდიდეს ნაგებობებს შორისაც კი გვხვდება გიგანტები:


TROLL-A



რკინაბეტონის გაზმომპოვებელი პლატფორმა TROLL-A დედამიწაზე არსებული ყველაზე დიდი მოძრავი ობიექტია. პლატფორმის საერთო წონა სავსე ბალასტით 1,2 მილიონი ტონაა (მშრალი წონა 650-680 ათასი ტონა), ხოლო სიმაღლე - 472 მეტრი (მათგან 369 წყალქვეშა ბეტონი სტრუქტურაა). ეს საინჟინრო აზრის ნამდვილი სასწაულია. ის ჩრდილოეთის ზღვაში ნორვეგიული ნავთობგაზის საბადო Troll-ზე დგას.


Aker H-6e



მცურავ პლატფორმაზე მყოფი ყველაზე დიდი საბურღი დანადგარი ისევ ნორვეგიული Aker H-6e არის. მისი სამუშაო გემბანის ფართობი 6300 კვადრატული მეტრია, ხოლო ბურღვის სიღრმე 10 კილომეტრს აღწევს.

Statfjord-B



ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი მცურავი ტექნიკური ნაგებობაა. ნორვეგიაში 1981 წელს აგებული კოშკის სიმაღლე ბეტონის საფუძველთან ერთად 271 მეტრს აღწევს, ხოლო კონსტრუქციის საერთო წონა 840 000 ტონაა. მას დღეში 180 000 ბარელი ნავთობის მოპოვება შეუძლია. მისი რეზერვუარების მოცულობა 2 მილიონ ბარელს აღწევს. ამას გარდა, ის წყალზე არსებული მთელი ქალაქია. მასზე საბურღი დანადგარის გარდა, შვიდსართულიანი უმაღლესი კლასის სასტუმრო, ქიმიური ლაბორატორია, ვერტმფრენის მოედანი და სამაშველო და დამხმარე ტექნიკის მთელი პარკია განთავსებული.

Perdido Spar



აი, ყველაზე ღრმა წყლის პლატფორმა კი მექსიკის უბეში მდებარეობს. ის 2450 მეტრის სიღრმეზე მდებარე ნავთობგაზის საბადო Perdido-ს თავზე დგას. მისი მაქსიმალური წარმადობა დღეში 100 000 ბარელი ნავთობია. Perdido Spar-ის სიმაღლე 267 მეტრია. ის ნამდვილი წყალქვეშა ეიფელის კოშკია.

Eva-4000



კიდევ ერთი გიგანტი, ოღონდ ახალი თაობის - საბურღი პლატფორმა Eva-4000, ასევე, მექსიკის ყურეში, ლუიზიანიდან 240 კილომეტრზე მდებარეობს. ის კომპანია Noble Amos Runner-ს ეკუთვნის და მისი სიმაღლე მხოლოდ 106 მეტრია (მასზე საცხოვრებელი კომპლექსი გათვალისწინებული არაა). მას 9700 კილომეტრ სიღრმეზე შეუძლია ბურღვა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?