მთვარეზე პარკირებული ექვსი „ავტო“

საკნატუნო ამბები

22 აგვისტო 14:00, 2017 წელი

მთელ პლანეტას ახსოვს მთვარეზე მოსიარულე პირველი ადამიანების სიტყვები და ჟესტები, მაგრამ სამაგიეროდ მივიწყებას მიეცა მთვარის სხვა გმირების ისტორიები. 

ეს გმირები მთვარემავლები არიან, რომელთაგან პირველი საბჭოთა იყო, ბოლო კი - ჩინური.

ლუნოხოდ-1



პირველი მოძრავი მექანიზმი მთვარეზე საბჭოური „ლუნოხოდი“ იყო. ის 1970 წელს გაუშვეს და დედამიწიდან რადიოთი მართავდნენ. ის ანტენიან თუჯის აბაზანას ჰგავდა.
მთვარეზე დაშვების შემდეგ გაირკვა, რომ კამერები ძალიან დაბლა იყო დაყენებული, რის გამოც „ლუნოხოდი“ „ახლომხედველი“ აღმოჩნდა და მოძრაობისას მუდმივად კრატერებში იჭედებოდა. სამაგიეროდ ვითარებას მისი რვა ბორბალი განმუხტავდა, რომელთა მეშვეობითაც მთვარემავალს დიდი სიმაღლეების გადალახვა შეეძლო.
ყველაფრის მიუხედავად „ლუნოხოდმა“ დაგეგმილი 90 დღის ნაცვლად, მთელი წელი იმუშავა და 10,5 კილომეტრი გაიარა. მისი საბოლოო ადგილსამყოფელი დიდხანს უცნობი იყო, სანამ NASA-ს მთვარის ორბიტულმა აპარატმა ის 2005 წელს ფოტოზე არ დააფიქსირა.

აპოლონ 15



1971 წელს მთვარეზე პირველი პილოტირებადი აპარატი როვერი დაჯდა, რომლითაც ასტრონავტები დევიდ სკოტი და ჯიმ ირვინი კატაობდნენ. მოძრაობის დაწყებიდან რამდენიმე წუთში სკოტმა რყევაზე ჩივილი დაიწყო: მთვარის მიზიდულობა ძალიან სუსტი აღმოჩნდა, რათა სიჩქარით მოძრავი როვერი გზაზე დაეკავებინა და ამიტომ ხშირად ხტუნაობდა და ოთხივე ბორბლით გრუნტს წყდებოდა. არადა მაქსიმალური სიჩქარის განვითარება, ერთი შეხედვით, უხიფათო იყო: ჯერ ერთი, მარშრუტი კარგად შერჩეული და შესწავლილი იყო და მეორეც, შემხვედრი მოძრაობა არ არსებობდა.


აპოლონ 16



მეორე ამერიკული მთვარემავალი თანამგზავრზე აპოლონ 16-ის მისიამ ჩაიტანა. მასზე ასტრონავტებმა უკვე 27 კილომეტრი გაიარეს და „ბიგ მალიც“ მოიპოვეს. ეს მთვარის გრუნტის ყველაზე დიდი, 11-კილოგრამიანი ნიმუში იყო, რომელსაც სახელი მისიის მთავარი გეოლოგის პატივსაცემად ეწოდა.
მთვარემავლის კონსტრუქციაში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა: უსაფრთხოების ღვედები დააგრძელეს. აპოლონ 15-ის ეკიპაჟს მათი შეკვრა გაუჭირდა, ვინაიდან დაბალი წნევის გამო მთვარეზე სკაფანდრები გაიბერა.


აპოლონ 17



იუჯინ სერნანმა, აპოლონ 17-ის ეკიპაჟის მეთაურმა რამდენიმე ძვირფასი საათი მთვარემავლის ფრთის შეკეთებას მოანდომა. მან საქმეში მთვარის ქაღალდის რუკები, სკოტჩი და დასაშვები მოდულის ნაწილები გამოიყენა. მე-17 აპოლონის როვერი იმ დროისთვის რეკორდულ სიჩქარეს 18 კმ/სთ-ს ავითარებდა. 1972 წლის 14 დეკემბერს სერნანი ბოლო ადამიანი გახდა, რომელმაც მთვარის ზედაპირზე ფეხი დაადგა. მას შემდეგ მთვარეზე მხოლოდ ავტონომიური აპარატები გადაადგილდება.

ლუნოხოდ 2



მეორე საბჭოთა „ლუნოხოდი“ (1973 წელი) მთვარეზე რეკორდებისთვის გაფრინდა. „ლუნოხოდ 2“ ყველაზე სერიოზული და მძიმე აპარატი იყო - 840 კილოგრამს იწონიდა. მან წინამორბედებზე მეტი მანძილი გაიარა - 37 თუ 39 კილომეტრი. ეს რეკორდი მხოლოდ მარსმავალმა Opportunity-მ 2014 წელს, ოღონდ მარსზე დაძლია. „ლუნოხოდის“ მოგზაურობა მხოლოდ მტვერმა შეაჩერა: დამტვერილი მზის პანელები მოძრაობისთვის საჭირო რაოდენობის ელექტროენერგიას ვეღარ გამოიმუშავებდა.
1993 წელს ის ნიუ-იორკში აუქციონზე მეწარმე რიჩარდ გარიოტმა 68,5 ათას დოლარად შეიძინა. ამით ის დედამიწის გარეთ არსებული ქონების ერთადერთი მფლობელი გახდა.

ჩინური მთვარემავალი იუიტუ



საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის შემდეგ ჩინეთი მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც მთვარეზე აპარატის დასმა შეძლო. მთვარემავალმა იუიტუმ მთვარეზე პირველი მეტრები 2013 წელს გაიარა. ის, სულ რაღაც, 140 კილოგრამს იწონიდა და წინამორბედებთან შედარებით გაცილებით პატარა იყო. მან მთელი თვის განმავლობაში რაღაც 100 მეტრი გაიარა და სამუდამოდ გაიჭედა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?